... (H-403), 1818 წ.

1327. თუ მოსრულა უღონიოდ: შინა ხანსა არ დაზმიდა჻ მინდორს სადმე წავიდოდა: მჴეცისაებრ ველთა ვლიდა჻ სჯობს თუ შამბ შამბ წავიარო: იგონებდა იხედვიდა჻ ესე თქვა და მიუქცია: მინდორთაკე წამოვიდა჻

1328. მიაცორვებს და იმღერის: მხიარულითა გულითა჻ მართ საახელდებ უყივის: ჴმითა მით სიხარულითა჻ ცოტაი წავლო გამოჩნდა: მზე სინათლითა სრულითა჻ შამბისა პირსა ტარიელ: დგას ჴმლითა მომახულითა჻

1329. ტარიელს ლომი მოეკლა: მით ჴრმალსა სისხლი სცხებოდა჻ შამბისა პირსა ქვევითი: დგა ცხენი არა ხლებოდა჻ ყივილი ავთანდილისა: ესმოდა ეოცებოდა჻ შეხედნა იცნა გაიქცა: მისკენ მირბოდა ხლტებოდა჻

1330. ჴრმალი გასტყორცა ტარიელ: მიმართა მისსა ძმობილსა჻ ყმა ცხენისაგან გარდიჭრა: ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა჻ მათ ერთმანერთსა აკოცეს: ჰგვანან ყელ გარდაჭდობილსა჻ ჴმა შაქრის ფერად გაუჴდა: ვარდსა ჴშირ ჴშირად პობილსა჻

1331. ტარიელ მოთქუა ტირილით: სიტყუა ნატიფი მჭევრები჻ სისხლისა ღვარმან შეღება: წითლად გიშრისა ტევრები჻ ალვისა წყარო ცრემლისა: მორწყავს ნაკადი ბევრები჻ რადგან შენ გნახე რა მგამა: პატიჟი მჭირდეს მე რვები჻

1332. ტარიელ ტირს და ავთანდილ: სიცილით ეუბნებოდა჻ გაღიმდის ძოწი გააპის: კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა჻ იტყოდა ვსცანო ამბავი: შენ რომე გიამებოდა჻ აწ გაახლდების ყუავილი: ვარდი აქამდის ჭკნებოდა჻

1333. ტარიელ უთხრა ჱე ძმაო: კმარს დღესა რაცა მლხენია჻ ყოველი ჩემი სალხინო: მინახავს ნახვა შენია჻ სხვად ნუ ჰყოს ღ~თნ წამალი: არცა რა მოგისმენია჻ კაცმანცა სოფელს ვით პოვა: რაც არა საქმე ზენია჻

1334. რა ტარიელ არ შესჯერდა: ავთანდილცა არ დასწყნარდა჻ მის ამბისა დაყოვნება: ვეღარ გასძლო აუჩქარდა჻ გამოიღო რიდე მისი: ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა჻ რა ტარიელ ნახა იცნა: გამოუღო შემოვარდა჻

1335. წიგნი და კიდე რიდისა: იცნა და გაცაშალა მან჻ პირსა დაიდვა დაეცა: ვარდმან ფერითა მკრთალამან჻ სულნი გაექცნეს მოდრიკნა: თავი გიშრისა ტალამან჻ მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი: ვერ კაენ ვერცა სალამან჻

1336. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს: უსულოდ ქვე მდებარესა჻ შეჰფრინდა შველად მიმართა: მას ტკბილად მოუბარესა჻ ვერა ვერ არგო დამწვარსა: სრულად ცეცხლ ნადებარსა჻ მისთა ნიშანთა სიცოცხლე: მართ მისი მიიბარესა჻

1337. ავთანდილ დაჯდა ტირილად: ტირს ჴმითა შვენიერითა჻ ყორანსა გაგლეჯს ხშირ ხშირად: აფრთხობს ბროლისა ჭერითა჻ გახეთქა ლალი გათლილი: ანდამატისა კვერითა჻ მუნით წყარონი გამოჰჴდეს: ძოწსა ვამსგავსე ფერია჻

1338. პირსა იხოკს ღაწვთა სისხლი: ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა჻ რაცა ვჰქენო არ უქნია: არცა შმაგსა არცა რეტსა჻ წყალი სწრაფით რად დავასხი: ცეცხლსა ძნელად დაშაშრეტსა჻ ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს: გული ლხინსა მეტის მეტსა჻

1339. მე მოვკალ ჩემი მოყუარე: რა მმართებს გაწბილებულსა჻ თავსა ვაბრალობ საქმესა: არ დასმით გაგონებულსა჻ ცრუ კაცი კარგა ვერა იქს: საქმესა გაძნელებულსა჻ თქმულა სიწყნარე გმობილი: სჯობს სიჩქარესა ქებულსა჻

1340. უცნობო ქნილი ტარიელ: ძეს მსგავსად ნატუსალისად჻ ავთანდილ ადგა გამოვლნა: შამბნი საძებრად წყალისად჻ მან პოვა სისხლი ლომისა: მოაქუს სავსებლად ალისად჻ მკერდსა დაასხა გავეხდა: ლაჟვარდი ფერად ლალისად჻

1341. ავთანდილ მკერდსა დაასხა: მას ლომსა სისხლი ლომისა჻ ტარიელ შეკრთა შეიძრა: რაზმი ინდოთა ტომისა჻ თვალნი აახვნა მიეცა: ძალი ზე წამოჯდომისა჻ ლურჯათ ჩანს შუქი მთვარისა: მზისგან შუქ ნაკრთომისა჻

1342. ზამთარი ვარდთა გააჴმობს: ფურცელნი ჩამოსცვივიან჻ ზაფხულის მზისა სიახლე: დასწვავს გვალვასა ჩივიან჻ მაგრა მაზედა ბულბულნი: ტურფასა ჴმასა ჰყივიან჻ სიცხე ჰსწვავს ყინვა დააზრობს: წყლულნი ორჯელვე სტკივიან჻

1343. აგრევე გული კაცისა: მოსაგვარებლად ძნელია჻ ჭირსა და ლხინსა ორზედვე: ზედან მართ ვითა ხელია჻ მიწყივ წყლულდების საწუთრო: მისი აროდეს მრთელია჻ იგი მიენდოს სოფელსა: ვინცა თავისი მტერია჻

1344. ტარიელ ნახა ნაწერი: კვლაცა მკვლელისა მისისა჻ იკითხავს თუცა აშეთებს: კითხვა წიგნისა მისისა჻ დაუყჳს ცრემლმან სინათლე: ბნელად ჩანს შუქი დღისისა჻ ავთანდილ ადგა დაუწყო: თხრობა სიტყჳსა მქისისა჻

1345. იტყვის თუ ნაქმრად არ ვარგა: კაცისა გასწავლილისა჻ აწ რადღა გვმართებს ტირილი: ჴამს დავსხდეთ ქნად ღიმილისა჻ ადეგ წავიდეთ საძებრად: მის მზისა წახდომილისა჻ ადრე მიგიყუან მიყუანა: არს შენგან მონდომილისა჻

1346. ვითა გვმართებს გახარება: პირველ აგრე გავიხარნეთ჻ მერმე შევსხდეთ გავემართნეთ: ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ჻ ჴრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ: მათნი ზურგით დავიყარნეთ჻ უჭირველნი შემოვიქცეთ: იგი მძორთა დავადარნეთ჻