... (H-403), 1818 წ.

1347. მერმე ტარიელ ამბავსა: ჰკითხავს აღარა ბნდებოდა჻ შეხედნის თვალნი ამართნის: შავ თეთრი ელვა ჰკრთებოდა჻ მართ ვითა ლალსა მზისაგან: მას ფერი ეზარდებოდა჻ ვინ ღირსა თუმცა წყალობით: ცა მიწყივ მობრუნდებოდა჻

1348. ავთანდილს მადლი უბრძანა: ქნა უყო საუბარისა჻ მე შენი ქება ვითა ვჰთქვა: ბრძენთაგან საქებარისა჻ ვითა ზე მთისა წყარომან: მომრწყე ყვავილი ბარისა჻ დამწყვიტე დენა ცრემლისა: ნარგისთა ნაგუბარის჻

1349. მე ვერა გიყო ნაცვალსა: ღ~თი გარდგიხდის ციერი჻ ზეგარდმო მისით შემოგზღოს: მუქაფა ჩემმაგიერი჻ შესხდეს და შინა წავიდეს: მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი჻ აწ გავეაძღო სოფელმან: ასმათ აქამდის მშიერი჻

1350. ქვაბისა კარსა ასმათი: მარტო ზის არ ბარგოსანი჻ შეხედნა იცნა ტარიელ: თანა ყმა ჭარმაგოსანი჻ ორნივე ტურფად იმღერდეს: ვით იადონი მგოსანი჻ მაშინვე იცნა ავარდა: შიშველი პერანგოსანი჻

1351. აქამდის მიწყივ ენახა: ქვაბს მისულა მოტირალისა჻ აწ გაუკჳრდა დანახვა: სიცილით მომღერალისა჻ ზარ აღებული ავარდა: ცნობა უც ვითა მთვრალისა჻ არ იცის სმენა ამბისა: ჯერთ მისგან სასურვალისა჻

1352. მათ რა ნახეს შემოჰყივლეს: სიცილით და კბილთა ჩენით჻ ჱე ასმათო მოგვივიდა: მოწყალება ღ~თისა ზენით჻ ვპოვეთ მთვარე დაკარგული: რაცა გწადდა იგი ვქენით჻ აწ გავხედით ბედისაგან: ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით჻

1353. ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა: ასმათის მოსახვეველად჻ მან მიჰყო ხელი ალვასა: შტო მოჰყვა მოსარხეველად჻ ყელსა და პირსა აკოცებს: არის ცრემლისა მფრქვეველად჻ რა სცანო რა ჰქენ მიამბე: ვტირ შენი მოაჯე ველად჻

1354. ავთანდილ ასმათს უსტარი: მისცა მისისა ზრდილისა჻ ალვისა შტო დამჭნარისა: მთვარისა ფერ მიჴდილისა჻ უთხრა თუ ნახე ნაწერი: მის პატიჟ გარდაჴდილისა჻ მზე მოგვეახლა მოგვეცა: ჩვენ მოშორვება ჩრდილისა჻

1355. ასმათ რა ნახა უსტარი: ცნა მისი დანაწერობა჻ გაჰკჳრდა ზარმან აიღო: ათრთოლებს ვითა ხელობა჻ ტერფით თხემამდის გაუხდა: მას დიდი საკჳრველობა჻ იტყჳს რა ვნახე რა მესმის: არსცა ამისი მრთელობა჻

1356. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის: ეგე ამბავი მრთელია჻ ლხინი მოგვეცა მოგვშორდა: ყოველი ჭირი ძნელია჻ მზე მოგვეახლა უკუნი: ჩვენთვის აღარა ბნელია჻ ბოროტსა ჰსძლია კეთილმან: არსება მისი გრძელია჻

1357. ჰინდოთ მეფე მხიარული: ასმათს რასმე უბრძანებდა჻ ერთმანერთსა ეხვეოდეს: სიხარული ატირებდა჻ ვარდსა ზედან ყორნის ბოლო: ნამსა თხელსა აპკურებდა჻ კაცსა ღ~თი არ გასწირავს: თუმცა კაცი შეიგებდა჻

1358. ღ~თსა მისცეს დიდი მადლი: თქვეს გვიყოო რაცა სჯობდა჻ აწყა ვსცანით უარესსა: პირი თქვენი არ გაბრჭობდა჻ ჰინდოთ მეფე ჴელ აპყრობით: მხიარული ამას ჰჴმობდა჻ ქვაბს შევიდეს მხიარულნი: ასმათ რასმე მასპინძლობდა჻

1359. ტარიელ ეტყჳს ავთანდილ: ისმინე სიტყვა ასები჻ გიამბობ რასმე ამბავსა: მოამბვედ ნუ გენასები჻ მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ: დავჴოცე დევთა დასები჻ მას აქათ მათი აქა ძეს: საჭურჭლე ძვირ ნაფასები჻

1360. მე აგრე არა მინახავს: მართ ვითა არა მნდომია჻ მოდი და გავხსნათ შევიგნეთ: საჭურჭლე თუ რა ზომია჻ იამა ადგეს ორნივე: არცა ქვე ასმათ მჯდომია჻ დალეწეს კარი ორმოცი: მათგან არ ზედა ომია჻

1361. ჰპოვეს საჭურჭლე უსახო: კულავ უნახავი თვალისა჻ მუნ იდვა რიყე თვალისა: ჴელ წმიდად განათალისა჻ ჩნდის მარგალიტი ოდენი: ბურთისა საბურთალისა჻ ვინცა ქნა რიცხვი ოქროსა: ვერვისგან დანათვალისა჻

1362. იგი სახლი ორმოცივე: შიგან იყო გატენილი჻ პოეს ერთი ზარადახანი: აბჯრისათვის ახლად ქნილი჻ მუნ აბჯარი ყოვლი ფერი: ასრე იდვა ვითა მწნილი჻ შიგან ერთი კიდობანი: დაბეჭდილი არ გახსნილი჻

1363. ზედა ეწერა აქა ძეს: აბჯარი საკჳრველიო჻ ჯაჭუ მუზარადი აბჯარი: ჴმალი ბასრისა მჭრელიო჻ თუ ქაჯნი დევთა შეებნენ: იყოს დღე იგი ძნელიო჻ უმისჟამისოდ ვინც გახსნას: იყოს მეფეთა მკულელიო჻

1364. კიდობანი გაჴსნეს ჰპოვეს: მუნ აბჯარი სამი ტანი჻ რასაცა ვით შეიმოსენ: მეომარნი სამნი ყმანი჻ ჯაჭვი ჴრმალი მუზარადი: საბარკული მათი გვანი჻ ზურმუხტისა ბუდებითა: იყვნეს ვითა ლუსკუმანი჻

1365. თითომან თვითო ჩაიცვეს: თავის თავს გამოსცდიდიან჻ ჯაჭუ მუზარადსა აბჯარსა: მართ ვერა ვერ მოჰკიდიან჻ ჴმალი რკინასა მოჰკრიან: ვით ბანბის მკედსა სჭრიდიან჻ მათ უღირს ყოვლად ქუეყანად: შევატყევ არ გაჰყიდიან჻

1366. თქუეს ესე ნიშნად გვეყოფის: ვართო კარგითა ბედითა჻ ღ~თნ მოგხუედნა თვალითა: ზეგარდმო მონახედითა჻ აიღეს იგი აბჯარი: თავის თავისა ქედითა჻ თვითო მათ ერთი ფრიდონის: საძღვნობლად შეკრეს ღვედითა჻