... (Q-1335), XVIII ს.

1312. მას მთუარისა სადაობა კვლა გიამბო საქმე კულაცი აწ უწინა ესე გითხრა რას მექადდა ისი კაცი მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი იგი იყო ჩემი ვაცი კაცსა დასურის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი

1313. მით არ ჯერვარ ქმარსა ჩემსა მჭლე არის და თუალად ნასი ისი კაცი ჩაშნიგირი დარბაზს იყო მეტად ხასი ჩუენ გ[ვ]იყვარდა ერთმანერთი არ მაცუია თუცა ფლასი ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემიხურიტა ერთი თასი

1314. ესე ამბავი მას[..]ანა ვთქუი დიაცურად ხელურად ჩემსავე მოსულა მის მზისა და გაპარება მელურად გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად მტერულად აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ იშ თავი ვიხსენ მე რულად

1315. დამექადის რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა ოდეს მეჴმე არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა მოსრულიყო მოსულა ეთქუა შენცა მოხუელ შემეშინა ამად გკადრე ნუ მოხუალო მოგაგებე მონა წინა

1316. აღარ დაჰბრუნდით მოხუედით შუქნი თქუენ ჩემთვის არენით შეიყარენით ორნივე ჩემზედა დაიჯარენით ამად შევშინდი ღონენი ვეღარა მოვაგუარენით იმას გლახ ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა არ ენით

1317. თუმცა ისი არ მოგეკლა მისრულიყო დარბაზს ვითა შემასმენდა ჯავრიანი გული ედვა ცეცხლებრ სწვიდა მეფე მწყრალი გარდასწმენდდა სახლსა ჩემსა გარდაგუითა შვილთა ღმერთო დამაჭმევდა დამქოლვიდა მერმე ქუითა

1318. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს მადლსა გკადრ[..]დეს მე რასა რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გულისა მზერასა აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა აღარ ვიშიშვი სიკუდილისა ჰაი ჰაი ქუე ჩავიჭერ ასა

1319. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის წიგნსაცა აგრე სწერია მოყუარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია არ მიენდობის გულითა თუ კაცი მეცნიერია ნუღარ იშიშვი იმისგან აწ იგი მკუდართა ფერია

1320. იგივე მითხარ მას აქათ ქალი გაგზავნე შენ ოდეს რაცაღა გეცნას ამბავი ანუ რა მისი გსმენოდეს კვლა იტყვის ფატმან ტირილით კვლა თუალთათ ცრემლი სდენოდეს წახდესო შუქნი რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა

1321. ვაი საწუთროო სიცრუვით თავი სატანას ადარე შენი ვერავინ ვერა ცნას შენი სიმუხთლე სად არე პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ სად არე მით ხედავ ბოლოდ სოფელს[ა] ოხრად ჩანს ყოვლი სად არე

1322. ფატმან იტყვის [..]ომეშორვა მზე მნათობი სრულად ჴმელთა სიცოცხლე და სულდგმულობა მონაგები ჩემთა ჴელთა მას უკანით გაუწყუეტლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა ვერ გავ[ა]ხმი წყარო ცრემლთა თუალთათ ჩემთა გადამომღურელთა

1323. სახლი და შვილი მამძულდეს ვჯდი უგულოთა გულითა მას ვიგონებდი მღუიძარე რა მიმეძინის ლულითა უსენ გამტეხი ფიცისა მიჩნს უსჯულოთა სჯულითა ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა

1324. დღესა ერთსა საღამო ჟამ ჩასულა იყო ოდენ მზისა წავდეგ წინა დარიჯაგთა კარი მიჩნდა ხანდაგისა ვიგონებდი სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა ვჰთქუი კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა

1325. მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყუსითა სამითა მონა მონურად მოსილი სხუანი მგზავრულად ხამითა სასუმელ საჭმელი მოიღეს ქალაქს ნასყიდი დრამითა სუმიდეს ჭამდეს და უბნობდეს სხდეს მხიარული ამითა

1326. მე უყურებდი უჭრეტდი თქუეს ამოდ გავიხარენით მაგრა ჩვენ აქა მოყუზნი უცხონი შევიყარენით არცარა ვიცით ვინ ვინ ვართ ანუ სით მოვიარენით ჴამს ერთმანერთსა ამბავი ჩუენიცა უთხრათ ბარენით

1327. მათ სხუათა მათი ამბავი თქვეს ვითა მგზავრთა წესია მონამან უთხრა ჰე ძმანო განგება რამე ზესია მე მარგალიტსა მოგიმკი თქუენ ქურიმი დაგითესია ჩემი ამბავი ამბავთა მაგათგან უკეთესია

1328. მე ვარო მონა მეფისა მაღლისა ქაჯთა მფლობლისა მათ მიხუდა ცემა სენისა მათისა დამამხობლისა მოგვიკუდა შემწე ქურივისა შემწყნარებელი ობლისა აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის უკეთესი მშობლისა

1329. დულარდუხტ არის დიაცი მაგრა კლდე ვითა ლოდია ვისცა არ დაჰკოდს ჴმა მისი ვერავის დაუკოდია მას უსხენ წურილნი ძმის წულნი როსან და ერთი როდია აწ იგი ქაჯეთს ჴელმწიფედ ქვე ზის მორჭმული წოდია

1330. გუესმა ამბავი ზღუათ იქით სიკვდილი დისა მათისა შეიჭირვებდეს ვაზირნი დაშალეს ქნა ხალვათისა ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა ჴმელთა მნათისა როშაქ მონაა თავადი მონისა ბევრ ათასისა