... (S-4988), XVII-XVIII სს.

1298. დამექადის჻ რაზომჯერცა჻ წავიკიდნით჻ თავის჻ წინა: ოდეს჻ მეჴმე჻ არ჻ მეგონა჻ მე჻ იმისი჻ ყოფა჻ შინა: მოსრულ჻ იყო჻ მოსლვა჻ ეთქუა჻ შენცა჻ მოხველ჻ შემეშინა: ამად჻ გკადრე჻ ნუ჻ მოხვალო჻ მოგაგებე჻ მონა჻ წინა:

1299. აღარ჻ დაბრუნდით჻ მოხუედით჻ შუქნი჻ თქუენ჻ ჩემთვის჻ არენით: შეიყარენით჻ ორნივე჻ ჩემ჻ ზედა჻ დაიჯარენით: ამად჻ შევშინდი჻ ღონენი჻ ვეღარა჻ მოვიგვარენით: იმას჻ გლახ჻ ჩემი჻ სიკუდილი჻ გულითა჻ სწადდა჻ არ჻ ენით:

1300. თუმცა჻ ისი჻ არ჻ მოგეკლა჻ მისრულიყო჻ დარბაზს჻ ვითა: შემასმენდა჻ ჯავრიანი჻ გული჻ ედვა჻ ცეცხლებრ჻ სწვითა: მეფე჻ მწყრალი჻ გარდასწმედდა჻ სახლსა჻ ჩემსა჻ გარდაგვითა: შვილთა჻ ღ~თო჻ დამაჭმევდა჻ დამქოლვიდა჻ მერმე჻ ქვითა:

1301. მუქაფა჻ ღმერთმან჻ შემოგზღოს჻ მადლსა჻ გკადრებდე჻ მე჻ რასა: რომელმან჻ დამჴსენ჻ მშვიდობით჻ იმა჻ გველისა჻ მზერასა: აწ჻ ამას჻ იქით჻ ვნატრიდე჻ ჩემსა჻ ეტლსა჻ და჻ წერასა: აღარ჻ ვიშიშვი჻ სიკუდილისა჻ ჰაი჻ ჰია჻ ჩავიჭერ჻ ქუე჻ რასა:

1302. ავთანდილ჻ უთხრა჻ ნუ჻ გეშის჻ წიგნსაცა჻ აგრე჻ სწერია: მოყუარე჻ მტერი჻ ყოვლისა჻ მტრისაგან჻ უფრო჻ მტერია: არ჻ მიენდობის჻ გულითა჻ თუ჻ კაცი჻ მეცნიერია: ნუღარ჻ იშიშვი჻ იმისგან჻ აწ჻ იგი჻ მკუდართა჻ ფერია:

1303. იგივე჻ მითხარ჻ მას჻ აქათ჻ ქალი჻ გაგზავნე჻ შენ჻ ოდეს: რაცაღა჻ გეცნას჻ ამბავი჻ ანუ჻ რა჻ მისი჻ გსმენოდეს: კულავ჻ იტყუის჻ ფატმან჻ ტირილით჻ კულავ჻ თვალთა჻ ცრემლი჻ სდენოდეს: წაჴდესო჻ შუქნი჻ რომელნი჻ მზისაებრ჻ ველთა჻ ჰფენოდეს:

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა:

1304. ვაი჻ საწუთროო჻ სიცრუვით჻ თავი჻ სატანას჻ ადარე: შენი჻ ვერავინ჻ ვერა჻ ცნას჻ შენი჻ სიმუხთლე჻ სად჻ არე: პირი჻ მზისაებრ჻ საჩინო჻ სად჻ უჩინო჻ ჰყავ჻ სად჻ არე: მით჻ ვხედავ჻ ბოლოდ჻ სოფელსა჻ ოჴრად჻ ჩანს჻ ყოვლი჻ სად჻ არე:

1305. ფატმან჻ იტყუის჻ მამეშორა჻ მზე჻ მნათობი჻ სრულად჻ ჴმელთა: სიცოცხლე჻ და჻ სულდგმულობა჻ მონაგები჻ ჩემთა჻ ჴელთა: მას჻ უკანით჻ გაუწყვეტლად჻ დება჻ მჭირდის჻ ცეცხლთა჻ ცხელთა: ვერ჻ გავაჴმი჻ წყარო჻ ცრემლთა჻ თვალთათ჻ ჩემთა჻ გადამღურელთა:

1306. სახლი჻ და჻ შვილი჻ მამძულდა჻ ვჯდი჻ უგულოთა჻ გულითა: მას჻ ვიგონებდი჻ მღვიძარე჻ რა჻ მიმეძინის჻ ლულითა: უსენ჻ გამტეხი჻ ფიცისა჻ მიჩს჻ უსჯულოთა჻ სჯულითა: ვერ჻ მიმიახლოს჻ საახლოდ჻ კრულმან჻ პირითა჻ კრულითა:

1307. დღესა჻ ერთსა჻ საღამო჻ ჟამ჻ ჩასულა჻ იყო჻ ოდენ჻ მზისა: წავდეგ჻ წინა჻ დარიჯაგთა჻ კარი჻ მიჩნდა჻ ხანაგისა: ვიგონებდი჻ სეუდა჻ მკლევდა჻ მისისავე჻ გონებისა: ვთქუი჻ კრულია჻ ზენაარი჻ ყოვლისამცა჻ მამაცისა:

1308. მოვიდა჻ სითმე჻ ღარიბი჻ მონა჻ მოყუსითა჻ სამითა: მონა჻ მონურად჻ მოსილი჻ სხვანი჻ მგზავრულად჻ ხამითა: სასმელ჻ საჭმელი჻ მოიღეს჻ ქალაქს჻ ნასყიდი჻ დრამითა: სმიდეს჻ ჭამდეს჻ და჻ უბნობდეს჻ სხდეს჻ მხიარულნი჻ ამითა:

1309. მე჻ უყურებდი჻ უჭვრეტდი჻ თქუეს჻ ამოდ჻ გავიხარენით: მაგრა჻ ჩუენ჻ აქა჻ მოყვასნი჻ უცხონი჻ შევიყარენით: არც჻ არა჻ ვიცით჻ ვინ჻ ვინ჻ ვართ჻ ანუ჻ სით჻ მოვიარენით: ჴამს჻ ერთმანერთსა჻ ამბავი჻ ჩვენიცა჻ უთხრათ჻ ბარ჻ ენით:

1310. მათ჻ სხვათა჻ მათი჻ ამბავი჻ თქვეს჻ ვითა჻ მგზავრთა჻ წესია: მონამან჻ უთხრა჻ ჰე჻ ძმანო჻ განგება჻ რამე჻ ზესია: მე჻ მარგალიტსა჻ მოვიმკი჻ თქუენ჻ ქურიმი჻ დაგითესია: ჩემი჻ ამბავი჻ ამბავთა჻ თქუენთაგან჻ უკეთესია:

1311. მე჻ ვარო჻ მონა჻ მეფისა჻ მაღლისა჻ ქაჯთა჻ მფლობლისა: მათ჻ მიუდა჻ ცემა჻ სენისა჻ მათისა჻ დამამხობლისა: მოგვიკვდა჻ შემწე჻ ქურივისა჻ შემწყნარებელი჻ ობლისა: აწ჻ შვილთა჻ მისთა჻ და჻ მისი჻ ზრდის჻ უკეთესი჻ მშობლისა:

1312. დულარდუხტ჻ არის჻ დიაცი჻ მაგრამ჻ კლდე჻ ვითა჻ ლოდია: ვისცა჻ არ჻ დაჰკოდს჻ ჴმა჻ მისი჻ ვერავის჻ დაუკოდია: მას჻ უსხენ჻ წურილნი჻ ძმისწულნი჻ როსან჻ და჻ ერთი჻ როდია: აწ჻ იგი჻ ქაჯეთა჻ ჴელმწიფედ჻ ქვე჻ ზის჻ მორჭმული჻ წოდია:

1313. გვესმა჻ ამბავი჻ ზღუათ჻ იქით჻ სიკუდილი჻ დისა჻ მათისა: შეიჭირვებდეს჻ ვაზირნი჻ დაშალეს჻ ქნა჻ ხალვათისა: ვითა჻ ვჰკადროთო჻ დავსება჻ პირისა჻ ჴმელთა჻ მნათისა: როშაქ჻ მონაა჻ თავადი჻ მონისა჻ ბევრ჻ ათასისა:

1314. როშაქ჻ ბრძანა჻ მოცავინმკლავს჻ მე჻ ტირილსა჻ არ჻ დავხუდები: მინდორს჻ წავალ჻ ვიმეკობრებ჻ ალაფითა჻ ავივსები: შინა჻ მოვალ჻ შოებული჻ ადრე჻ ზედა჻ მოვესწრები: მეფე჻ დისა჻ დატირებად჻ წავიდოდეს჻ წაცავჰყვები:

1315. გვითხრა჻ მისთა჻ ხელისათა჻ წავალ჻ თანა჻ წამომყევით: წაგვიტანა჻ მონა჻ ასი჻ ყუელაკაი჻ მისგან჻ რჩევით: დღისით჻ მზისით჻ ვმეკობრობდით჻ ღამეთაცა჻ ვიყვნით჻ თევით: დია჻ ვლეწეთ჻ ქარავანი჻ ლარი჻ ჩვენკე჻ გარდმოვდევით:

1316. მინდორ჻ მინდორ჻ მოვდიოდით჻ ჩუენ჻ ღამესა჻ დია჻ ბნელსა: დიდნი჻ რამე჻ სინათლენი჻ გამოგვიჩნდა჻ შუა჻ ველსა: ვთქუით჻ თუ჻ მზეა჻ ნუთუ჻ ზეცით჻ ჩამოჭრილა჻ ზედა჻ ჴმელსა: დაბნეულნი჻ მივეცენით჻ გონებასა჻ ჩვენსა჻ მსჯელსა: