..., 1860 წ.

1296. არ ისმენდა მეფისასა. რასა გინდა უბრძანებდა სხვაგან იყო გული მისი. სხვასა რასმე იგონებდა ვარდსა ერთად შეწებულსა. არაღებდა არცა აჩენდა და მჭვრეტნი მისნი გააკვირნა. რასამცა ვით იაზრებდა.

1297. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ. გული ჩვენი ვით იხსნების ამა ორთა კიდეგანთა. აზრა არა არ იქნების ან მიჯნური ვისიმეა. სიყვარული ეგონების და მისგან კიდე აღარა სცალს. არცა ვისმე გვეუბნების.

1298. ანუ არის ბრძენი ვინმე. მაღალი და მაღლა მხედი არცა ლხინი ლხინად უჩანს. არცა ჭირი ზედან ზედი ვით ზღაპარი ეგრე ესმის. უბედობა თუნდა ბედი და სხვაგან არის სხვაგან ფრინავს. გუნება უც ვითა მტრედი.

1299. ღ~თნ ქნას შინა მოვიდეს. ძე ჩემი გამარჯვებული მე დავახვედრო ესე მზე. მე მისთვის დამზადებული მან ათქმევინოს ნუ თურა. ჩვენცა ვსცნათ გაცხადებული და მუნამდის მთვარე შუქ კრთომით. ჯდეს მზისა მოშორებული.

1300. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ. კარგსა ყმასა გულოვანსა უებროსა ზნე და თვალად. შვენიერსა პირსა ტანსა მაშინ ლაშქარს წასულ იყო. მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა და მამა მისთვის ამზადებდა. მას მნათობთა დასაგვანსა.

1301. მოიღეს ტანსა შემოსეს. შესამოსელი ქალისა მას ზედან შუქნი მრავალნი. ჩნდა მნათობისა თვალისა მუნ ვარდსა ფერი აშვენებს. ბროლისა გამჭუირვალისა და დაადგეს თავსა გვირგვინი. ერთობილისა ლალისა.

1302. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ. საწოლი უფლის წულისა დაუდგეს ტახტი ოქროსი. წითლისა მაღრიბულისა მას ზედა დასუა იგი მზე. ლხინი მჭურეტელთა გულისა. ადგა თუით დიდი ჴელმწიფე. პატრონი სრისა სრულისა

1303. უბრძანა ცხრათა ხადუმთა. დადგომად მცველად კარისად ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად. მსგავსად თავისა გვარისად უბძანა უსენს უზომო. მუქაფა მის მზის დარისად და სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა. მოსამატებლად დარისად.

1304. გააგრძელეს ნადიმობა სმა. შეიქნა მეტად გრძელი ქალი პირმზე ბედსა სწყევლის. რა ბედია ჩემი მკვლელი სადაური სად მოვსულვარ. ვის მივჴვდები ვისთვის ჴელი და რა ვქნა ანუ რა მერგების. სიცოცხლეა ჩემთვის ძნელი.

1305. კვლავცა იტყვის არ დავაჭკნობ. შვენებასა ვარდთა ფერსა ვეცადო რა ნუ თუ ღ~თნ. მე მამრიოს ჩემსა მტერსა სიკვდილამდის ვის მოუკლავს. თავი კაცსა მეცნიერსა და მაშინ უნდა გონებანი. რას მისჭირდეს გონიერსა.

1306. ხადუმნი იჴმო უბრძანა. ისმინეთ მოდით ცნობასა მოღორებულხართ და მცდარხართ. თქვენ ჩემსა პატრონობასა დამცდარა თქვენი ჴელმწიფე. ჩემსა თუ ლამის რძლობასა და ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა. ცუდათ გლახ იცემთ ნობათსა.

1307. არ ვარგვარ თქვენად დედოფლად. ჩემი გზა კიდეგანია მაშოროს ღ~თნ მამაცი. პირად მზე საროს ტანია სხვასა რად მნუკავთ საქმესა. ჩემი საქმენი სხვანია და თქვენთანა ჩემი სიცოცხლე. არ ჩემი შესაგვანია.

1308. უცილოდ თავსა მოვიკლავ. გულსა დავიცემ დანასა თქვენც დაგჴოცს თქვენი პატრონი. სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა ესე სჯობს მოგცე საჭურჭლე. მძიმე მარტყია ტანასა და მე გამაპარეთ გამიშვით. თვარემ დაიწყებთ ნავსვსა.

1309. შემოისხნა მარგალიტი. შემოირტყა რაცა თვალი მოიხადა გვირგვინიცა. გამჭვირვალი ერთობ ლალი მისცა უთხრა გამამიღეთ. გეაჯები გულ მხურვალი და მე გამიშვით ღ~თსა თქვენსა. მიითვალეთ დიდი ვალი.

1310. მონათა მიხვდა სიხარბე. მის საჭურჭლისა ძვირისა დავიწყდა შიში მეფისა. ვითა ერთისა გზირისა გამოპარება დაასკვნეს. მის უებროსა პირისა და ნახე თუ ოქრო რასა იქს. კვერთხი ეშმაკთა ძირისა.

1311. რა ოქრო მისთა მოყვისთა. აროდეს მისცემს ლხენასა დღედ სიკვდილამდის სიხარბე. შეაქცევს კბილთა ღრეჭენასა შესდის და გაედინების. ემდურვის ეტლთა რბენასა და კვლავ აქა სულსა დააბამს. დაუშლის აღმა ფრენასა.

1312. რა ხადუმთა აუსრულდა. საქმე მათი საწადელი ერთმან ტანსა აიხადა. მისცა მისი ჩასაცმელი სხვანი კარნი გამოარნეს. იჯრებოდა დარბაზს მსმელი და დარჩა მთვარე გულისაგან. გავსებული ჩაუნთქმელი.

1313. მონანიცა გარდიხვეწნენ. გაიპარნეს მასვე თანა ქალმან კარსა დამირეკა. ფატმანობა ჩემი ბრძანა გაველ ვიცან მოვეხვივე. გამიკუირდა მეცა განა და შინა ყოლე არ შემამყვა. რად მაწვევო შემანანა.

1314. მიბრძანა თავი ვიყიდე. მოცემულითა შენითა მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს. მოწყალებითა ზენითა ვეღარ დავდგები გამიშვი. გამგზავნე ფიცხლავ ცხენითა და სადამდის სცნობდეს ჴელმწიფე. კაცსა მამწევდეს რბენითა.

1315. შეველ ფიცხლავ საჯინიბოს. ავხსენ ცხენი უკეთესი შეუკაზმე ზედა შევსვი. მხიარული არ მოკვნესი გვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს. მზე მნათობსა უკეთესი და წახდა ჩემი ჭირნახული. ვერ მოვიმკე რაცა მ ვთესი.