..., 1860 წ.

1335. გვესმა ამბავი ზღვას იქით. სიკვდილი დისა მათისა შეიჭირვებდეს ვეზირნი. დაშალეს ქნა ხალვათისა ჩვენ ვითა ვკადროთო დავსება. პირისა ჴელთა მნათისა და როშაქ მონაა თავადი. მონისა ბევრ ათასისა.

1336. როშაქ ბრძანა მოცა ვინ მკლას. მე ტირილს არ დავხვდები მინდორს წავალ ვიმოკობრებ. ალაფითა ავივსები მონა მოვალ შოებული. ადრე ზედა მოვესწრები და მეფე დისა დატირებად. წავიდოდეს წაცა ვყვები.

1337. გვითხრა მისთა ჴელისათა. წავალ თანა წამამყევით წაგვიტანა მონა ასი. ყველაკაი შიგან რჩევით დღისით მზისით ვმეკობრობდით. ღამითაცა ვიყვით თევით და დია ვლეწეთ ქარავანი. ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით.

1338. მინდორ მინდორ მოვიდოდით. ჩვენ ღამესა დია ბნელსა დიდი რამე სინათლენი. გამოგვიჩნდა შუა ველსა ვთქვი თუ მზია ნუ თუ ზეცით. ჩამოჭრილი ზედა ჴმელსა და დაბნედილი მივეცენით. გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

1339. ზოგთა თქვეს არის ცისკარი. ზოგთა თქვეს არის მთვარეო მას დარაზმულთა მივმართეთ. ახლოსაც ვნახეთ ბარეო შორს მო ყვარეთ მივედით. შემოვადეგით გარეო და მით ნათლიდაღმე გამოხდა. ჴმა ჩვენი მოუბარეო.

1340. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო. თქვენ სახელი თქვენი თქვენით გულ ანშაროთ მოციქული. ქაჯეთს მივალ მერიდენით ესე გვესმა მოვადეგით. ალყად გარე მოვფირტყენით და პირმზე რამე ცხენოსანი. გავიცადეთ თვალით ჩვენით.

1341. უჭვრიტეთ პირსა მნათობსა. ელვასა მაელვარობსა მისი ციმციმი მზის ებრი. ეფინებოდა არებდსა ძვირ ძვირად გვეუბნებოდა. სიტყვასა რასმე წყნარებსა და კბილთაგან შუქი შეადგა. ზედან გიშრისა სარებსა.

1342. კვლავ ვეუბენით მას მზესა. ტკბილ მოუბარითა ენითა არ მონა იყო ტყუოდა. ჩვენ ესე შევიგენითა როშაქ შეატყო ქალობა. ვერცა წაუდგა ცხენითა და აღარ გაუშვით დაჭირვა. ვკადრეთ ჴელითა ჩვენითა.

1343. კვლავ ვკითხეთ გვითხარ მართალი. საქმე შენ მზეებრ ნათლისა ვისი ხარ ვინ ხარ საით მოხვალ. მანათობელი ბნელისა მან არა გვითხრა გაუშვა. წყარო ცრემლისა ცხელისა და რა საბრალოა გავსილი. მთვარე ჩანთქმული გულისა.

1344. არცარა ცხადივ ამბავი. არცარა დასამალავი არა არ გვითხრა ვინ იყო. ან ვისგან ნამუხთალავი ქუშ ქუშად გვეუბნებოდა. კუშტი თავისა მკრძალავი და ვითა ასპიტი მჭვრეტელთა. მისის თვალითა მლალავი.

1345. როშაქ გვიბრძანა ნუ ჰკითხავთ. აწ თურე არ სათქმელია ამისა საქმე უცხოა. საამბობელადც ძნელია ბედი მეფისა ჩვენისა. არსთაგან სანატრელია და მით რომე ღ~თი მას მისცემს. რაც უფრო საკვირველია.

1346. ესე ღ~თსა მისაგვრელად. მისად ჩვენთვის მოუგვრია მიუტანოდ არღამანად. დაგვიმადლებს მეტად დია თუ დავმალამთ გავმჟღავნდებით. მეფე ჩვენი ამაყია და პირველ მათი შეცოდება. მერმე დიდი აუგია.

1347. მივამოწმენით თათბირნი. არ კიდე გავეკიდენით დავბრუნდი თ ქაჯეთსა მივმართეთ. მას წინა მოვეკიდენით არცარა ვკადრეთ ჴელის ჴელ. არცა თუ წავეკიდენით და იგი ტირს იწვის გულ მდუღრად. ვნახეთ ცრემლისა მოდენით.

1348. მე როშაქს ვკადრე გამიშვი. კვლავ ადრე თქვენი ჴლებელი აწ გულ ან შაროს ქალაქსა. საქმისა რასმე მდებელი მან გამიშვა აქ სადამე. ლარი მაქვს წასაღებელი და თანა წავიტან წაცა ვალ. ზედა ვარ მათი სწრებული.

1349. მათ კაცთა დიდად იამა. ესე ამბავი მონისა მე გავიგონე შემაშრა. ნაკადი ცრემლთა ფონისა მენიშნა ყოვლი ამბავი. ვიცან ჩემისა ღონისა და ცოტა ლხინი მომეცა. მსგავსად დრამისა წონისა.

1350. მოვიყვანე იგი მონა. ახლოს დავსვი ჩემსა წინა ვკითხე მითხარ რას ვიტყოდი. გაგონება მეცა მინა მან იგივე კვლავ მიამბო. რაცა პირველ მამესმინა და მან ამბავმა გამაცოცხლა. სულ მობრძავი დამარჩინა.

1351. მე ორნი შავნი მონანი. მყვანან სავსენი გრძნებითა უჩინოდ მივლენ წამოვლენ მათისა ჴელოვნებითა მოვასხი ქაჯეთს გავგზავნე. უთხარ ნუღარა სდგებითა და მიცანით მისი ამბავი. თქვენითა მოქმედებითა.

1352. სამ დღე მოვიდნენ მიამბო. ფიცხლავ ებიჯათ გზისადა მიუგვრიაო მეფესა. ზღვას იქით წამავალისად ვერვის შეუდგამს საჭვრეტლად. თვალნი მართ ვითა მზისადა და ქვე დაუწინდავს საცოლოდ. როსან ცოტასა ყმისადა.

1353. როსანს შევრთავო დულარ დუხტს. მეფესა უბრძანებია აწ საქორწილოდ არა მცალს. ჯერ გული ცეცხლ ნადებიი შემოქცევი შევირძლობ. ვინ ცისა ზედ ნაქებია და ციხეს დაუსვამს ხადუმნი. ერთიღა უახლებია.

1354. ყოვლნი მცოდნელი გრძნებისა. მას თანა წაუტანია მით რომე გზაა საჭირო. მტერნი საომრად მზანია ქვე დაუყრია მოყმენი. რაც უფრო გულოანია და დაეყოვნების წასვლითა. ჯერეთო ცოტა ხანია.