..., 1860 წ.

1316. დღე მიიყარა ჴმა გახდა. მოვიდა მისი მდევარი მოიცვეს შიგან ქალაქი. შეიქნა მოსაწევარი მე მკითხეს ვარქვი თუ მპოვოთ. მუნ სახლსა სადამე ვარი და მეფეთა ვიყო შემცოდე. მათთა სისხლისა მზღვევარი.

1317. მონახეს ვერა შეიგნეს. შეიქცეს დაწბილებულნი მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე. და ყოვლნი მისნი [ჴ]ჴლებულნი დაჴედე დარბაისელთა. შევლენის ფრითა ღებულნი და მზე მოგვეშორვა მას აქეთ. ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი.

1318. მის მთვარისა სადაობა. აწ გიამბო საქმე კვლავცი აწ პირველათ ესე გითხარ. რას მექადდა ისი კაცი მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი. იგი იყო ჩემი ვაცი და კაცსა დასვრის უგულობა. და დიაცსა ბოზი ნაცი.

1319. მით არ ვჯერ ვარ ქმარსა ჩემსა. მჭლე არის და თვალად ნასი ისი კაცი ჩაჩნაგული. დარბაზს იყო მეტად ხასი ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი. არ მაცვისა თუცა ფლასი და ნეტარ ძი ვინ სისხლი მისი. შემახვრიტა ერთი თასი.

1320. ესე ამბავი მასთანა. ვთქვი დიაცურად ჴელურად ჩემსავე მოსვლა მის მზისა. და გაპარება მელურად გამჟღავნებასა მექადდა. არ მოყვარულად მტერულად და აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ. იშ თავი ვიხსენ მე სრულად.

1321. დამექადის რაზომ ჯერცა. წავიკიდით თავის წინა ოდეს გიხმე არ მეგონა. მე იმისი ყოფნა შინა მოსულიყო მოსვლა ეთქვა. შენცა მოხველ შემეშინა და ამად გკადრე ნუ მოხვალო. მოგაგებე მონა წინა.

1322. აღარ დაბრუნდით მოხვედით. შუქნი თქვენ ჩემთვის არენით შეიყარენით ორნივე. ჩემ ზედა დაი ჯარენით ამად შევშინდი ღონენი. ვეღარა მოვიგვარენით და იმას გლახ ჩემი სიკვდილი. გულითა სწადდა არ ენით.

1323. თუცა იგი არ მოგეკლა. მისულიყო დარბაზს მითა შემასმენდა ჯავრიანი. გული ედვა ცეცხლებრ წვითა მეფე მწყრალი გარდასწმენდდა. სახლსა ჩემსა გარდაგვითა და შვილთა დამაჭმევდა. დამქოლევდა მერმე ქვითა.

1324. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს. მადლსა გკადრებდე მე რასა რომელმან დამხსენ მშვიდობით. იმა გველისა მზერასა აწ ამას იქით ვნატრიდე. ჩემსა ეტლსა და წერასა და აღარ ვეშიშვი სიკუდილისა. ჰაი ჩავიჭერ ქვე რასა.

1325. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის. წიგნსაცა აგრე სწერია მოყვარე მტერი მოყვრისა. მტრისაგან უფრო მტერია არ მიენდობის გულითა. თუ კაცი მეცნიერია და ნუღარ იშიშვი იმისგან. აწ იგი მკვდართა ფერია.

1326. იგივე მითხარ მას აქეთ. ქალი გაგზავნე შენ ოდეს რაცაღა გეცნას ამბავი. ანუ რა მისი გსმენოდეს კვლავ იტყვის ფატმან ტირილით. და თვალთა ცრემლი სდენოდეს და წახდესო შუქი რომელი. მზისაებრ ველთა ფენოდეს.

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა.

1327. ვაი საწუთროვო სიცრუვით. თავი სატანას ადარე შენი ვერავინ ვერა სცნეს. შენი სიმუხთლე სადარე პირი მზისაებრ საჩინო. სად უჩინო იყავ სადარე და მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა. ოხრად ჩანს ყოვლი სადარე.

1328. ფატმან იტყვის მომეშორვა. მზე მნათობი სრულა ჴმელთა სიცოცხლე და სულდგმულობა. მონაგები ჩემთა ჴელთა მას უკანით გაუწყვეტლად. დება მჭირდა ცეცხლთა ცხელთა და ვერ გავახმე წყარო ცრემლთა. თვალთა ჩემთა გარდმომღვრელთა.

1329. სახლნი და შვილნი მამძულდა. ვჯდი უგულოსა გულითა მას ვიგონებდი მღვიძარე. რა მიმეძინის ლულითა უსენ გამტეხი ფიცისა. მიჩანს უსჯულო სჯულითა და ვერ მიმეახლოს საახლოდ. პირმან კრულისა კრულითა.

1330. დღესა ერთსა საღამო ჟამ. ჩასვლა იყო ოდენ მზისა წავდეგ წინა დარაჯითა. კარი მიჩნდა ხანა გზისა ვიგონებდი სევდა მკლევდა. მისისავე გონებისა და ვთქვი კრულია ზენარი. ყოვლისავე მამაცისა.

1331. მოვიდა საითმე ღარიბი. მონა მოყვისითა სამითა მონა მონურად მოსილი. სხვანი მგზავრულად სამითა სასმელ საჭმელი მოიღეს. ქალაქს ნასყიდი დრამითა და სმიდეს სჭამდეს და უბნობდეს. სხდეს მხიარული ამითა.

1332. მე უყურებდი უჭვრეტდი. თქვეს ამოდ გავიხარენით მაგრამ ჩვენ აქა მოყვასნი. უცხონი შევიყარენით არცარა ვიცით ვინ ვართო. ანუ სით მოვიარენით და ხამს ერთმანერთსა ამბავი. ჩვენიცა უთხართ ბარენით.

1333. მათ სხვათა მათი ამბავი. თქვეს ვითა მგზავრთა წესია მონამან უთხრა ჱე ძმანო. განგება რამე ზესია მე მარგალიტსა მოვიმკი და. თქვენ ქვრიმა დაგითესია და ჩემი ამბავი ამბავთა. თქვენთაგან უკეთესია.

1334. დულარდუხტ არის დიაცი. მაგრამ კლდე ვითა ლოდია ვისაც არ დაჰკოდს ჴმა მისი. ვერავის დაუკოდია მას უსხედს წვრილი ძმის წულნი. როსა და ერთი როდია და აწ იგი ქაჯთა ჴელ მწიფედ. ქვე ზის მორჭმული წოდია.