... (Q-609), XIX ს.

1403. ზღვათა მეფე გარდაიხდის: მუნ ქორწილსა მეტად დიდსა: ქაჯეთიცა დაუმადლა: არ გაუშვა დღესა შვიდსა: უხვად გასცემს საბოძვარსა: საჭურჭლესა ანაკიდსა: პერპერასა დაპანტულსა: ზედა სცვეთდენ ვითა ხიდსა:

1404. მუნ იდვის გორი ლარისა: სტავრისა და ატლასისა: ტარიელს უძღვნა გვირგვინი: ვერ დანადები ფასისა: იაგუნდისა მრთელისა: ყვითლისა მეტად ხასისა: კულავ ერთი ტახტი ოქროსა: წითლისა მართ ხალასისა:

1405. ნესტან დარეჯანს ყაბაჩა: უძღვნა შემკული თვალითა: იაგუნდითა წითლითა: ბადახშითა და ლალითა: დასხდეს ორნივე ქალ ყმანი: პირითა ელვა მკრთალითა: მათნი მჭვრეტელნი დაიწუნეს: ცეცხლითა მართ ახალითა:

1406. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა: უსაზომო დიდი ძღვენი: ძვირფასისა უნაგირი: უკეთესი თვითო ცხენი: თვითო კაბა თვალიანი: უცხო ფერთა შუქთა მფენი: მოახსენეს მადლი რა ვჰთქვათ: სვიანამცა დავლა თქვენი:

1407. ტარიელ მადლსა გარდიხდის: ტურფა სიტყვითა ენითა: დიდად ვიამე მეფეო: პირველ ნახვითა თქუენითა: მერმე აგვავსენ მრავლითა: ტურფა ფერითა ძღვენითა: ვიცი შორი შორ არ ჩავლა: ჩვენ თქვენი კარგად ვჰქენითა:

1408. ზღვათა მეფე მოახსენებს: ჴელმწიფეო ლომო ქველო: მოახლეთა სიცოცხლეო: ვერ მჭვრეტელთა შორით მკვლელო: მსგავსი თქუენი რამცა მეძღვნა: შვენიერო სანახველო: რა მოგშორდე რა მერგების: საჭვრეტელად სასურველო:

1409. ტარელ ფატმანს უბრძანა: მე თავი შენი მიდია: დავ გული შენი ჩემზედა: გარდაუჴდელი დიდია: აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე: ქაჯეთით ამიკიდია: მამიცემია წაიღე: არ კიდე მომიყიდია:

1410. ფატმან ხათუნ თაყვანისცა: ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა: მე მეფეო შენი ნახვა: მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა: რა მოგშორდე რა ვიქნები: მე დამაგდებ ვითა რეტსა: ახ ნეტარძი მოახლეთა: ვაგლახ თქუენსა ვერა მჭვრეტსა:

1411. ზღვათა მეფესა ეტყვიან: ორნივე შუქთა მაფენი: კბილნი ბროლნი და ბაგენი: სადაფთა მოსადაფენი: უთქვენოდ მყოფთა არ გვინდა: ნიშაგნი ნაჩანგ დაფენი: მაგრა გაგვიშვენ ჟამია: წავიდეთ ვართ მოსწრაფენი:

1412. შენ იყავ მამა მშობელი: და ჩვენი საესავიო: მაგრა ამასცა ვიაჯით: გვიბოძოთ ერთი ნავიო: მეფემან ბრძანა არა მშურს: სამიწოდ თქვენად თავიო: რადგან ისწრაფი რა გკადრო: წა გიწინამძღვრდეს მკლავიო:

1413. მეფემან ნავი ხომალდი: მოკაზმა ზღვისა კიდესა: გამოემართა ტარიელ: გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა: თავსა იცემდეს იგლეჯდეს: თმა წვერსა გაიყრიდესა: ფატმანის ცრემლთა შედენით: თვით ზღვაცა გაადიდესა:

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისვლა:

1414. გამოვლნეს ზღუანი სამთავე: ერთგან ძმად შენაფიცართა: კულავ ამტკიცებდეს სიტყვათა: მათ პირველ დანამტკიცართა: შვენის მღერა და სიცილი: მათ მისთა არ უიცართა: ბაგეთათ შუქი შეადგის: ზედან ბროლისა ფიცართა:

1415. მუნით კაცი ასმათს თანა: მათ გაგზავნეს მახარობლად: კულავ ფრიდონის თავადთასა: ნაომართა მათთა მთხრობლად: მანდა მოვა მოიმაღლებს: მზე მნათობთა მამაგრობლად: ჩვენ დამზრალნი აქანამდის: აწ ვიქინებთ დაუზრობლად:

1416. იგი მზე შესვეს კუბოსა: იარეს გზა ზღვის პირისა: მიყმაწვილობდეს უხარის: მათ გარდახდომა ჭირისა: მივიდეს სადა ქუეყანა: იყო ნურადინ გმირისა: მოეგებნიან ისმოდის: ჴმა სიმღერისა ხშირისა:

1417. მუნ მიეგება ყოველნი: ფრიდონის დიდებულები: ასმათი სავსე ლხინითა: მას აღარ აჩნდა წყლულები: ნესტან დარიჯს მოიჭდო: რომე ვერ გახსნის ცულები: აწ გაუსრულა ყოველი: მან მისი ნაერთგულები:

1418. ნესტან დარეჯან ეხვევის: პირსა აკოცებს პირითა: უბრძანა ჩემო ვაგლახ მე: შენცა აგავსე ჭირითა: აწ ღ~თნ მოგვცა წყალობა: ვსცან მისი არ სიძვირით ა: მე გულსა შენსა ეზომსა არ ვიცი გარდვიხდი რითა:

1419. ასმათ ჰკადრა მადლი ღ~თსა: ვარდნი ვნახენ არ დაზრულნი: ბოლოდ ესრე გააცხადნა: გონებამან დაფარულნი: სიკუდილიცა სიცოცხლედ მჩანს: ოდეს გნახენ მხიარულნი: სჯობს ყოვლთა მოყვარულთა: პატრონ ყმანი მოყვარულნი:

1420. დიდებულთა თაყვანისცეს: მოახსენეს დიდი ქება: რომე ღ~თნ გაგვახარნა: კურთხეულა მისი ღ~თება: ჩვენ გვიჩვენა პირი თქუენი: აღარა გვწვავს ცეცხლთა დება: წყლულსა მისგან დაკოდილსა: მასვე ძალ უც განკურნება:

1421. მოვიდეს და პირი ჴელსა: დასდვეს აგრე გარდაკოცნეს: მეფე ეტყვის ძმათა თქვენთა: თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს: იგი შვებას საუკუნოს: ცხადად პოვეს არ იოცნეს: ერთსა მიხუდეს საზიაროდ: დიდებანი იასოცნეს: