... (Q-609), XIX ს.

1289. ამა მონათა ჩემზედა: გარდაუხდელი გულია: ამოდ მსახურეს თქვენიმცა: გული ამათთვის სრულია: ქება რად უნდა მას ვინცა: თქვენთანა ხან დაზმულია: მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს: ესე ბრძენთაგან თქმულია:

1290. ესე უსტარი დაწერა: შეკრა და წაცახვია მან: მისცა ფრიდონის მონათა: ვარდმან და თმითა იამან: შესთვალა ზეპირ რაც ჴამდა: სრულად მართ ვითა გიამან: მათ მარგალიტი უჩვენის: ძოწისა კარმან ღიამან:

1291. მონახა პოვა ავთანდილ: ნავი მისისა მხარისა: გამოემართა იგი მზე: პირითა სავსე მთვარისა: მაგრა დაგდება უმძიმდა: ფატმანის გულ მწუხარისა: მისთა გამყრელთა ნაკადი: ჩასდის სისხლისა ღვარისა:

1292. ფატმან უსენ და მონანი: ტირან ცრემლითა ცხელითა: იტყვიან მზეო რა გვიყავ: დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა: რად დაგვაბნელენ შენისა: მოშორვებისა ბნელითა: დაცაგვმარხენო ჴელითა: ჩვენისა დამმარხველითა:

ავთანდილისაგან გულანშაროს წასვლა და ტარიელის შეყრა:

1293. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ: მგზავრითა რათმე ნავითა: პირ მხიარული აცორვებს: მართ ოდენ მარტო თავითა: მას შეყრა ტარიელისა: უხარის მით ამბავითა: ჴელ განპყრობილი გულითა: არს ღ~თისა საესავითა:

1294. მოწურვილ იყო ზაფხული: ქვეყნით ამოსლვა მწვანისა: ვარდის ფურცლობის ნიშანი: დრო მათის პაემანისა: ეტლის ცვალება მზისაგან:შეჯდომა საროს ტანისა: სულთქნა რა ნახა ყვავილი: მან უნახავმან ხანისა:

1295. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი: ცროდეს ბროლისა ცვარითა: ვარდთა აკოცა ბაგითა: მითვე ვარდისა დარითა: უბრძანა გიჭვრეტ თვალითა: გულ ტკბილად შემხედვარითა: მისად სანაცვლოდ მოვილხენ: თქვენთანა საუბარითა:

1296. რა მოეგონის მოყვარე: სდინდიან ცრემლნი მწარენი: ტარიელისკენ იარნა: მან გზანი საწყინარენი: უდაბურნი და უგზონი: უცხონი რამე არენი: სადაცა ნახის დახოცის: ლომ ვეფხნი მოშამბნარენი:

1297. ქვაბნი გამოჩნდეს იამა: იცნა თქვა იგი კლდენია: სადაა ჩემი მოყვარე და: ვისთვის ცრემლი მდენია: ღირს ვარმცა ვნახო პირის პირ: უამბო რაცა მსმენია: არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა: ცუდ ჩემი განავლენია:

1298. თუ მოსრულა უღონიოდ: შინა ხანსა არ დაზმიდა: მინდორს სადმე წავიდოდა: მჴეცისაებრ ველთა ვლიდა: სჯობს თუ შამბ შამბ წავიარო: იგონებდა იხედვიდა: ესე თქვა და მიუქცია: მინდორთაკენ წამოვიდა:

1299. მიაცორვებს და იმღერის: მხიარულითა გულითა: მართ საახელდებ უყივის: ხმითა მით სიხარულითა: ცოტაი წავლო გამოჩნდა: მზე სინათლითა სრულითა: შამბისა პირსა ტარიელ: დგას ჴმლითა მომახულითა:

1300. ტარიელს ლომი მოეკლა: მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა: შამბისა პირსა ქვეითი: დგა ცხენი არა ხლებოდა: ყივილი ავთანდილისა: ესმოდა ეოცებოდა: შეხედნა იცნა გაიქცა: მისკენ მირბოდა ხლტებოდა:

1301. ხრმალი გასტყორცა ტარიელ: მიმართა მისსა ძმობილსა: ყმა ცხენისაგან გარდიჭრა: ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა: მათ ერთმანერთსა აკოცეს: ჰგვანან ყელ გარდაჭდობილსა: ჴმა შაქრის ფერად გაუხდა: ვარდსა ხშირ ხშირად პობილსა:

1302. ტარიელ მოთქვა ტირილით: სიტყვა ნატიფი მჭევრები: სისხლისა ღვარმან შეღება: წითლად გიშრისა ტევრები: ალვისა წყარო ცრემლისა: მორწყავს ნაკადი ბევრები: რადგან შენ გნახე რა გამა: პატიჟი მჭირდეს მე რვები:

1303. ტარიელ ტირს და ავთანდილ: სიცილით ეუბნებოდა: გაღიმდის ძოწი გააპის: კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა: იტყოდა ვსცანო ამბავი: შენ რომე გიამებოდა: აწ გაახლდების ყვავილი: ვარდი აქამდის ჭკნებოდა:

1304. ტარიელ უთხრა ჱე ძმაო: კმარს დღესა რაცა მლხენია: ყოველი ჩემი სალხინო: მინახავს ნახვა შენია: სხვად ნუ ჰყოს ღ~თნ წამალი: არცა რა მოგისმენია: კაცმანცა სოფელს ვით პოვა: რაც არა საქმე ზენია:

1305. რა ტარიელ არ შესჯერდა: ავთანდილცა არ დასწყნარდა: მის ამბისა დაყოვნება: ვეღარ გასძლო აუჩქარდა: გამოიღო რიდე მისი: ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა: რა ტარიელ ნახა იცნა: გამოუღო შემოვარდა:

1306. წიგნი და კიდე რიდისა: იცნა და გაცაშალა მან: პირსა დაიდვა დაეცა: ვარდმან ფერითა მკრთალამან: სულნი გაექცნეს მოდრიკნა: თავი გიშრისა ტალამან: მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი: ვერ კაენ ვერცა სალამან:

1307. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს: უსულოდ ქვე მდებარესა: შეფრინდა შველად მიმართა: მას ტკბილად მოუბარესა: ვერა ვერ არგო დამწვარსა: სრულად ცეცხლ ნადებარსა: მისთა ნიშანთა სიცოცხლე: მართ მისი მიიბარესა: