... (Q-609), XIX ს.

1365. სჯობს დადეგით დამალულნი: თქვენ ადგილსა იდუმალსა: ისი კაცნი არ იჭირვენ: მგზავრსა ქალაქს შემავალსა: სავაჭროდა შევეკაზმი: ვიქ საქმესა მე მუხთალსა: ერთსა ჯორსა გარდავკიდებ: მუზარადსა ჯაჭვსა ჴრმალსა:

1366. სამთავე შესვლა არ ვარგა: თუ გვიგრძნან არს სათუები: მე მარტო შევალ ვაჭრულად: და კარგად შევეტყუები: მალვით ჩავიცვამ აბჯარსა: გავჩნდები გავეცრუები: ღ ~თნ ქნას უხვად ვადინო: შიგნით სისხლისა რუები:

1367. შიგნითა მცველთა მოვიცლი: მე უნახავად ჭირისა: თქვენ გარეთ კართა ეცენით: ყოველნი მზგავსად გმირისა: კლიტეთა დავლეწ გავახვამ: ნახოთ გაღება კარისა: თუ რა სხვა გვიჯბს თქუენ ბრძანეთ: ვარ მრჩევლად ამა პირისა:

თათბირი ტარიელისა სამთაგანვე ციხის შეხდომა და აღება:

1368. ტარიელ უთხრა მე თქვენი: ვსცან გმირთა მეტი გმირობა: თქვენსა ძალგულსა თქუენივე: ჰგავს თათბირობა პირობა: ვიცი გწადს ომი ფიცხელი: არ ცუდი ჴრმალთა ღირობა: კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს რა ომმან ქნას გაჭირობა:

1369. მაგრა იყვენით ჩემთვისცა: საქმისა რასმე რჩევითა: ჴმა ესმას ჩემსა ჴელ მქმნელსა: ზედა გარდმოდგეს მზე ვითა: თქუენ გქონდეს ომი ფიცხელი: უომრად მნახოს მე ვითა: ესე მე დამსურის ნუ უბნობთ: სიტყვითა თქუენ სათნევითა:

1370. მაგა თათბირსა ესე სჯობს: ვჰქნათ ჩემი მონახსენები: გავიყოთ კაცი ას ასი: რა ღამე ჩნდეს ნათენები: სამთავე სამგნით მივმართოთ: ფიცხლად დავსწვიპოთ ცხენები: მოგვეგებვიან ვემცრობით: ჩვენ ჴრმალსა მივსცემთ მძლედ ნები:

1371. ფიცხლად შევებნეთ შევსჯარნეთ: ვერ მოგვასწრებენ კარებსა: სამთაგან ერთი შეუვალთ: სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა: მან ერთმან შიგნით შიგანი: მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა: ჴელი კვლაუ ვხადოთ აბჯარსა: მას ჩვენგან მძლედ ნაჴმარებსა:

1372. ფრიდონ უთხრა შემიგია: გამიგია ვიცი მე რა: მაგა ცხენსა ჩემეულსა: მოასწრობენ კართა ვერა: ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი: ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა: თვარა ყოლა არ გიძღვნიდი: ჩემი გითხრა სიძუნწე რა:

1373. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს: საუბართა ესოდენთა: ამაზედან გაიცინნეს: მათ წყლიანთა სიტყვა ბრძენთა: ერთმანეთსა ალაღობნეს: ლაღობათა მათთა ფერთა: გარდახდეს და დაეკაზმნეს: უკეთესთა შესხდეს ცხენთა:

1374. კულავ ერთმანერთსა მიუგეს: სიტყვები არ პირ მკუახები: დაასკვნეს იგი თათბირი: ტარიას განაზრახები: გაიყვეს კაცი ას ასი: ყუელაი გმირთა სახები: ცხენებსა შესხდეს აიღეს: მათ მათი ჩაბალახები:

1375. იგი ჭაბუკნი შუქითა: ვნახენ მზისაცა მეტითა: მათ სამთა შვიდნი მნათობნი: ჰფარვენ ნათლისა სვეტითა: ტარიელ შავსა ზედა ზის: ტანითა მით წერწეტითა: დალივნეს მტერნი ომითა: ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა:

1376. ჩემი აწ ესე ნათქუამი: მათი სახე და დარია: რა ზედა სწვიმდენ ღრუბელი: და მთათა აღტყდეს ღვარია: მოვა და ჴევთა მოგრაგნის: ისმის ზათქი და ზარია: მაგრა რა ზღვათა შეერთვის: მაშინ ეგრეცა წყნარია:

1377. თუცა ფრიდონ და ავთანდილ: სიკეთე მიუწდომნია: მაგრა ტარიას შემბმელნი: არვისგან მოსანდომნია: მზე მნათობთაცა დაჰფარავს: არცაღა ნათლად ჴომნია: აწ იყურებდით მსმენელნო: გესმნენ ფიცხელი ომნია:

1378. სამთავე სამად გაიყვეს: თვითომან თვითო კარები: თანა ჰყუა კაცი სამასი: ყველაი გმირთა დარები: მას ღამით უქნეს სადარნო: უცრუო ანაჩქარები: გათენდა გაჩნდეს მიმართეს: თავის თავ ჰქონდა ფარები:

1379. პირველ ამოდ მიდიოდეს: მგზავრთა რათმე მაგიერად: მათ შიგანთა ვერა უგრძნეს: ვერცა დახვდეს გულ ხმიერად: გულსა შიში არა ჰქონდა: ამოდ დგეს და ნებიერად: მიდგეს გარე მუზარადი: დაიხურნეს ჟამიერად:

1380. ანაზდად ცხენი გაქუსლეს: მათრახმან შექნა წრიალი: რა ნახნეს კარნი გაახვნეს: ქალაქით გაჰჴდა ზრიალი: სამთავე სამგნით მიმართეს: თავსა მით უყუეს რიალი: იკრეს ნობსა და დაბდაბსა: შეიქნა ბუკთა ტკრციალი:

1381. მაშინ ქაჯეთს მოიწია: უსაზომო რისხვა ღ~თისა: კრონოს წყრომით შემხედველმან: მოიშორვა სიტკბო მზისა: მათვე რისხვით გარდუბრუნდა: ბორბალი და სიმგრგვლე ცისა: ველნი მკუდართა ვერ იტევდა: გადიადდა ჯარი მკვდრისა:

1382. კაცსა უკრავად დაბნედდის: ჴმა ტარიელის ჴაფისა: აბჯარსა ფრეწდის გაცუდდეს: სიმაგრე ჯავშან ქაფისა: სამგნითვე კართა შესჯარნეს: ჭირი არ ნახეს კაფისა: რა ქალაქს შეხდეს შეიქნა: სიხარკე ციხეს სწრაფისა:

1383. ავთანდილ და ლომი ფრიდონ: შიგნით ერთად შეიყარნეს: მტერნი სრულად აეწყვიტნეს: სისხლი მათნი მოეღვარნეს: უყივლეს და ერთმანერთი: ნახეს დიდად გაეხარნეს: თქვეს ტარიელ რა იქნაო: მისთვის ჭვრეტად თვალნი არნეს: