... (Q-609), XIX ს.

1328. ჰინდოთ მეფე მხიარული: ასმათს რასმე უბრძანებდა: ერთმანერთსა ეხვეოდეს: სიხარული ატირებდა: ვარდსა ზედან ყორნის ბოლო: ნამსა თხელსა აპკურებდა: კაცსა ღ~თი არ გასწირავს: თუმცა კაცი შეიგებდა:

1329. ღ~თსა მისცეს დიდი მადლი: თქვეს გვიყოო რაცა სჯობდა: აწყა ვსცანით უარესსა: პირი თქვენი არ გაბრჭობდა: ინდოთ მეფე ჴელ განაპყრობით: მხიარული ამას ჰხმობდა: ქვაბს შევიდეს მხიარულნი: ასმათ რასმე მასპინძლობდა:

1330. ტარიელ ეტყვის ავთანდილ: ისმინე სიტყვა ასები: გიამბობ რასმე ამბავსა: მოამბვედ ნუ გენასები: მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ: დავხოცენ დევთა დასები: მას აქათ მათი აქა ძეს: საჭურჭლე ძვირ ნაფასები:

1331. მე აგრე არა მინახავს: მართ ვითა არა მნდომია: მოდი და გავხსნათ შევიგნეთ: საჭურჭლე თუ რა ზომია: იამა ადგეს ორნივე: არცა ქვე ასმათ მჯდომია: დალეწეს კარი ორმოცი: მათგან არ ზედან ომია:

1332. პოვეს საჭურჭლე უსახო: კულავ უნახავი თვალისა: მუნ იდვა რიყე თვალისა: ჴელ წმიდად განათალისა: ჩნდის მარგალიტი ოდენი: ბურთისა საბურთალისა: ვინცა ქნა რიცხვი ოქროსა: ვერვისგან დანათვალისა:

1333. იგი სახლი ორმოცივე: შიგან იყო გატენილი: პოეს ერთი ზარადახანი: აბჯრისათვის ახლად ქნილი: მუნ აბჯარი ყოვლი ფერი: ასრე იდვა ვითა მწნილი: შიგან ერთი კიდობანი: დაბეჭდილი არ გახსნილი:

1334. ზედა ეწერა აქა ძეს: აბჯარი საკვირველიო: ჯაჭუ მუზარადი აბჯარი: ჴმალი ბასრისა მჭრელიო: თუ ქაჯნი დევთა შეებნენ: იყოს დღე იგი ძნელიო: უმისჟამისოდ ვინც გახსნას: იყოს მეფეთა მკულელიო:

1335. კიდობანი გაჴსნეს პოეს: მუნ აბჯარი სამი ტანი: რასაცა ვით შეიმოსენ: მეომარნი სამნი ყმანი: ჯაჭვი ჴრმალი მუზარადი: საბარკული მათი გვანი: ზურმუხტისა ბუდებითა: იყვნეს ვითა ლუსკუმანი:

1336. თითომან თვითო ჩაიცვეს: თავის თავს გამოსცდიდიან: ჯაჭუ მუზარადსა აბჯარსა: მართ ვერა ვერ მოჰკიდიან: ჴმალი რკინასა მოჰკრიან: ვით ბანბის მკედსა სჭრიდიან: მათ უღირს ყოვლად ქუეყანად: შევატყევ არ გაჰყიდიან:

1337. თქვეს ესე ნიშნად გვეყოფის: ვართო კარგითა ბედითა: ღ~თნ მოგხუედნა თვალითა: ზეგარდმო მონახედითა: აიღეს იგი აბჯარი: თავის თავისა ქედითა: თვითო მათ ერთი ფრიდონის: საძღვნობლად შეკრეს ღვედითა:

1338. ოქროც რამე წაიტანეს: მარგალიტი ღარიბები: გამოვიდეს გამობეჭდეს: ორმოცივე საჭურჭლები: ავთანდილ თქუა ამას იქით: დავამაგრო ჴრმალსა ნები: ამას ღამე არსად წავალ: რა გათენდეს არ დავდგები:

1339. აქა მხატვარო დახატე: ძმად უმტკიცესად ძმობილნი: იგი მიჯნურნი მნათობთა: სხვისა ვერვისგან სწრობილნი: ორნივე გმირნი მოყმენი: მამაცობისა ცნობილნი: რა ქაჯეთს მივლენ გასინჯოთ: ომი ლახვართა სობილნი:

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასვლა ფრიდონისას:

1340. რა გათენდა გაემართნეს: წაიტანეს ასმათ თანა: ნურადინის ქვეყანამდი: შეისვიან მათ უკანა: მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად: ცხენი მისცა არ უძღვანა: ავთანდილ კმა ყოლაოზად: სხვამცა ვინღა წაიტანა:

1341. იარეს და ზედა შეჰჴდეს: ნურადინის მეჯოგეთა: ჯოგი ნახეს მოეწონა: ფრიდონისთვის ეაგეთა: მუნ ავთანდილს ჰინდო ეტყვის: გაქნევ კარგთა სიშმაგეთა: მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ: ჯოგსა მისსა მოვადგეთა:

1342. ჯოგი წაუღოთ მოსრულნი: ვესმით ჯოგისა წაღებად: გამოემართვის საომრად: ჴელთა სისხლისა დაღებად: ანაზდად გვიცნობს გაჰკრთების: გულსა შეელმის დაღებად: ამოა კარგი ლაღობა: ლაღსავე შეიქს ლაღებად:

1343. დაიწყეს პყრობა ტაიჭთა: ფრიდონის უკეთესებსა: მუნ მეჯოგეთა ფანოსი: შეექნა ეკრა კვესებსა: უყივლეს ვინ ხართ მოყმენო: ვინ იქთ საქმესა ზესებსა: ჯოგი მისია ვინ მტერსა: ჰკრავს ჴრმალსა არ აკვნესებსა:

1344. მათ მშვილდები დაიწვადეს: მეჯოგეთა გაეკიდნეს: მეჯოგენი მიიზახდეს: ჴმანი მათნი გაადიდნეს: გვიშველეთო გვიშველეთო: მეკობრეთა ამოგვწყვიტნეს: ჴმა შეიქნა შეიყარნეს: ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდნეს:

1345. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა: შეკაზმული გამოვიდა: ჴმა შეიქნა შეიყარნეს: რაზმი ველთა დაჰფარვიდა: იგი მზენი მოეგებნეს: ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა: დაეხურა ზარადები: პირსა მათსა უფარვიდა:

1346. რა ტარიელ ფრიდონ იცნა: აწ ვნახეო ვინცა მინა: მუზარადი მოიხადა: გაიღიმდა და გაიცინა: ფრიდონს უთხრა რასა ლამი: ჩვენი მოსლვა რას გეწყინა: პურად ავი მასპინძელი: მოგვეგებვი ომად წინა: