... (Q-609), XIX ს.

1500. ტარიელსცა მოახსენა: შესხდეს ქალსა მიეგებნეს: მათ სამთავე გოლიათთა: მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს: მიხვდეს მათსა საწადელსა: იგი პოეს რაცა ძებნეს: ჴელი ახადეს ჴმალთა მათთა: არა ცუდად წელთა ებნეს:

1501. მეფემან ქალს უსალამა: მან შორით გარდახდომილმან: დაუყუნა თვალნი ელვამან: მისთა ღაწვთაგან კრთომილმან: გამოეგება აკოცა: კუბოსა შიგან ჯდომილმან: დაუწყო ქება მეფემან: თვით ვერას ვერ მიხდომილმან:

1502. ეტყვის მზეო ვითა გაქო: ნათელო და დარიანო: შენთვის ხელნი გონებანი: არა ცუდათ არიანო: მზიანო და მთვარიანო: ეტლად რაო და რიანო: თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით: არ ვარდნო და არ იანო:

1503. გაკვირდეს ყოვლნი მხედველნი: მისთა ელვათა ფენასა: ვით მზემან დაყუნა მჭვრეტელთა: თვალნი ნათლისა ჩენასა: მისგან დამწვარნი მისცნიან: გულნი ჭვრეტითა ლხენასა: სითცა გამოჩნდის იქმოდეს: ჯარნი მუნითკენ რბენასა :

1504. შინა წავიდეს ყოველნი: შესხდეს თავისა დარებად: ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი: მის მზისა დასადარებად: არ მიიხდომის სიტურფე: არს მათგან მიუმხვდარებად: ადრე მივიდეს მეფისა: სახლად სამყოფად არებად:

1505. შევიდეს ნახეს თინათინ: მჭვრეტთა მამცემი ჭირისა: სკიპტროსან გვირგვინოსანსა: შვენოდა ცმა პორფირისა: მისრულთა პირსა შეადგა: ელვა მისისა პირისა: შევიდა მეფე ინდოთა: იგი მზე მსგავსი გმირისა:

1506. ტარიელ და ცოლმან მისმან: ქალსა მდაბლად უსალამეს: მოეგებნეს აკოცეს და: საუბარი დააამეს: იგი სახლი გაანათლეს: არ ნათელი შეაღამეს: ბროლ ბალახში გააღაწვეს: და გიშერი აწამწამეს:

1507. თინათინ ზედა აწვივა: ტახტსა მეფეთა ზეთასა: ტარიელ უთხრა შენ დაჯე: სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა: დღეს ტახტი შენი შენ გმართებს: მეტად ყოველთა დღეთასა: მე ლომი ლომთა დაგისვა: გვერდსა შენ მზეთა მზეთასა:

1508. ორთავე ჴელი მოჰკიდეს: და დასვეს ტახტსა თავისსა: გვერცა დაუსვეს ავთანდილ: სურვილსა მოეკლა ვისსა: უნახავსა და ნახულსა: სჯობს ყოვლსა სანახავისსა: ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა: ნუცა თუ რამინს და ვისსა:

1509. ქალსა შესწბა გაუკვირდა: ავთანდილის გვერცა ჯდომა: ფერი ჰკრთა და გაუფიცხდა: შე და გამო გულმან კრთომა: მეფე ეტყვის შვილო ჩემგან: გაქუს სირცხვილი ნუ რა ზომა: ბრძენთა უთქუამს სიყვარული: ბოლოდ მისი არ წახდომა:

1510. აწ შვილნო ღ~თნ თქვენ მოგცეს: ათას წელ დღეთა გრძელობა: სვე სვიანობა დიდობა: კულავ ჭირთა გარდუხდელობა: ცამცა ნუ შეგცულის მოგხვდების: თვით მისებრ შეუცვლელობა: თქვენთა ჴელითა მეღირსოს: მიწათა შემომყრელობა:

1511. მართ მეფემან სპათა ბრძანა: ავთანდილის თაყუანება: ესეაო მეფე თქვენი: ასრე იქმნა ღ~თისა ნება: დღეს ამას აქუს ტახტი ჩემი: მე სიბერე ვითა სნება: ჩემად სწორად მსახურებდით: დაიჭირეთ ჩემი მცნება:

1512. ლაშქარნი და დიდებულნი: დადრკეს მდაბლად ეთაყუანნეს: მოახსენეს მიწად ვექმნეთ: ვინცა მიწად მიგვიყვანნეს: მორჩილ ქმნილნი დაგვადიდნეს: ურჩნი მკუდართა დაგვაგვანნეს: მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს: გულნი ჩვენნი აგულოვნნეს:

1513. ტარიელც უთხრა ქებითა: იმედისა გათავება: ქალსა ეტყვის შემიყრიხართ: აღარა გწვავს ცეცხლთა დება: ქმარი შენი ძმაა ჩემი: მწადს აგრევე თქვენი დება: ორგულთა და შემცილეთა: შენთა მე ვქნა გაფლიდება:

აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთ მეფისაგან:

1514. მას დღე ავთანდილ ჴელმწიფე: ზის და ჴელმწიფე ზენია: მას თანა მჯდომსა ტარიელს: შვენიან სინაზენია: ნესტანდარეჯან ახლავს თინათინს: ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია: გავს თუ ცა მოდრკა ქვეყანად: შეყრილან ოთხნი მზენია:

1515. დაიწყეს მორთმა პურისა: ლაშქართა მის მესავსისა: ზროხა და ცხვარი დაკლული: არს უმრავლესი ხავსისა: შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა: მათისა შესამგზავსისა: მათ ყოვლთა შუქი ანათობს: პირისა მზისა მსგავსისა:

1516. იაგუნდისა ჯამები: იყვის ლალისა ჭიქები: კულავ უცხო ფერთა ჭურჭელთა: სხდის უცხო უცხო სიქები: მის ქორწილისა მაქები: კაცი ბრძენთაგან იქები: მჭვრეტელო გულსა ეტყოდი: ნუ აეხსნები იქ ები:

1517. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით: ისმოდის ხმა წინწილისა: შეყრით ძეს გორი ოქროთა: და ბადახშისა თლილისა: მსმელთათვის წყარო ღვინისა: ასგან სდის მსგავსი მილისა: ბინდით ცისკრამდის სმა იყო: გარდაჴდა ჟამი დილისა:

1518. არა დარჩა უსაბოძვრო: არ კოჭლი და არ საპყარი: მოდიოდა მარგალიტი: მოფანტული მონაყარი: გაბედითდა წასაღებლად: ატლასი და ოქრო მყარი: სამ დღე იყო ინდოთ მეფე: ავთანდილის ვით მაყარი: