... (Q-609), XIX ს.

1519. ხვალისა მეფე არაბთა: კულავ პურობს არ ღაფალია: ტარიელს უთხრა შენი მზე :საჭვრეტლად სატურფალია: მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა: და ეგე დედოფალია: ჴამს ყურსა გვეგდოს საყურლად: ჩვენ თქვენი ნატერფალია:

1520. აწ მეფეო არ ეგების: ჩვენი სხდომა თქვენად სწორად: საჴელმწიფო საჯდომი და: სხვა დაუდგა ტახტი შორად: ქვემოდ დასხნა ავთანდილ: და მისი ცოლი მათად სწორად: პირველ ძღვენი ტარიასთვის: მოიღიან იდვის გორად:

1521. არაბთა მეფე მასპინძლობს: იქს ოდენ მასპინძლობასა: ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ: არ იხმობს ჴელმწიფობასა: გასცემს და უქებს ყველაჲი: უხობა იეფობასა: ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს: ჩვეული ვით მეფობასა:

1522. მეფესა ქმრითურთ პატივი: ჰქონდა ინდოთა ქალისა: სიყვარული და ჩუქება: ვით სიძისა და სძალისა: რომე სძღვნა არა ეგების: თქმა არცა ნაათალისა: თვითო სკიპტრა და პორფირი: და გვირგვინები თვალისა:

1523. კვლაუ უძღვნა ძღვენი ორთავე: მზგავსი მათისა ბედისა: ათასი თვალი ნაშობი: რომანულისა დედისა: კულავ მარგალიტი ათასი: მართ ვითა კვერცხი ბატისა: ათასი ცხენი ტაიჭი: სიდიდით მსგავსი ქედისა:

1524. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი: მარგალიტი თავ შედგმული: ცხრა ტაიჭი ძვირ ფასისა: უნაგრითა შეკაზმული: ინდოთ მეფე თაყუანისცემს: ლაღი ბრძენი არ მახმული: მადლი ჰკადრა ფხიზელურად: თუცა იყო ღვინო სმული:

1525. რას ვაგრძელებდე გარდახდეს: დღენი ერთისა თვისანი: თამაშობდიან არ იყვნეს: ყოლა გაყრანი სმისანი: ტარიელს სძღვნიან უცხონი: თვალნი ლალისა ქვისანი: მათ ყოვლთა მათნი ელვანი: ჰფარვენ მართ ვითა მზისანი:

1526. ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და: იყვის ფიფქისა მთოელად: ავთანდილ როსტანს წინაშე: გაგზავნა დასათხოველად: შესთვალა შენი სიახლე: კმა ჩემად ლხინად ყოველად: მტერთა აქუ[ს] ჩემი სამეფო: ვიცი მუნ შიგან მძოველად:

1527. უცებნი მოსრნის მცოდნელთა: ცოდნამან ჴელოვნებამან: ვეჭვ მოქცეს თქვენცა დაღრეჯა: ჩემმან რასაცა ვნებამან: წავიდე ავი არ მიყოს: მე აქა დაყოვნებამან: ადრე კულავ გნახნე მორჭმულნი: ინებოს ღ~თისა ნებამან:

1528. როსტევან ჰკადრა მეფეო: რად ხართ რასაცა რიდითა: რაცა გიჯობდეს იქმოდით: გასჭვრეტდით გაიცდიდითა: ავთანდილ თანა წამოგყუეს: წადით ლაშქრითა დიდითა: თქვენთა მტერთა და ორგულთა: დაფრეწდით დაცასჭრიდითა:

1529. ავთანდილ უთხრა ტარიელს: ესე სიტყვები ორები: მან უთხრა გაე ნუ უბნობ: შეცევ ბროლისა ყორები: ახალ შეყრილსა მთვარესა: მზეო ვით მოეშორები: ავთანდილ უთხრა მაგითა: შენგან არ მოვიღორები:

1530. არ დია გინდა დამაგდო: წახვიდე ჩემად მზრახებით: ცოლი უყვარსო გამწირა: იყო ამისად მსახავად: მე დავრჩე შენი გაყრილი: თავისა მე ვაგლახ ავად: კაცსა მოყვრისა გაწირვა: ახ მოუხდების ახ ავად:

1531. ტარიელს უგავს სიცილი: ბროლსა ვარდითა ფრქვევასა: უბრძანა ვიტყვი უშენოდ: შენისა უფრო მე ვასა: რადგან გწადიან შემამყევ: დამწამებ ნურას თნევასა: ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა: ყოვლგნით მისთანა წვევსა:

1532. შეყარნა სპანი არაბეთს: აღარა ხანსა ზმულია: კაცი ოთხმოცი ათასი: ყველაჲი დაკაზმულია: კაცსა და ცხენსა ემოსა: აბჯარი დარაზმულია: არაბთა მეფე მათითა: გაყრითა ნაღველ ჭმულია:

1533. ერთმანერთისა გაყრილნი: ქალნი ორნივე დობილნი: ერთმანერთისა დად ფიცნი: სიტყვისა გამონდობილი: მკერდითა მკერდსა შეკრულნი: ყელისა გარდაჭდობილნი: ტიროდეს მათთა მჭვრეტელთა: გულნიცა ესხნეს წდობილნი:

1534. მთვარე ცისკრისა ნიავსა: რა თანა შეესწოროსა: ორნივე სწორად ნათობენ: მოშორდეს მოეშოროსა: არა თუ იგი მოშორდეს: მართ ცამან მოაშოროსა: მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან: ხამს თავი იქედგოროსა:

1535. მათდავე სახედ რომელსა: ესენი დაუბადიან: იგივე გაყრის სიშორე: არა თუ ნებით სწადიან: ვარდსა სწებვენ და აპობენ: ტირან და ცრემლნი ჩადიან: მათთა გამყრელთა ყუელთა: სიცოცხლე არ იქადიან:

1536. ნესტან დარეჯან თქვა: ნეტამც ყოლე არ შემოგცნებოდი: მზისა გამყრელი გაყრითა: აწ ასრე არ დავდნებოდი: ამბავსა სცნევდი მაცნევდი: წიგნითა მეუბნებოდი: ვითა მე შენთვის დამწვარვარ: აგრე შენ ჩემთვის დნებოდი:

1537. თინათინ უთხრა ჱე მზეო: შენთა მჭვრეტელთა ლხინებო: რამცა გაგწირე თუ ვითა: გაყრასა მოვითმინებო: ღ~თისაგან დღეთა თხოვისა: ნაცვლად სიკუდილი ვინებო: აგრემცა მივი რაზომსა: ცრემლსა მე დავიდინებო:

1538. კულავ აკოცეს ერთმანერთსა: გაიყარნეს იგი ქალნი: ქვე დამდგომმან წამავალსა: ვერ მოსწყვიტნა ყოლე თვალნი: იგი იჭურეტს უკუღმავე: ედებოდა ამით ალნი: რომე მწადდეს ვერ დავსწერენ: მე სიტყვანი ნაათალნი: