... (Q-609), XIX ს.

1441. რა მოვა ჩემთვის განგება: ზეცით მოსრულნი ზენანი: ღ~თი იწადებს მომივლენ: გულის სახმილთა ლხენანი: მაშინვე დამხვდნენ მოკუდავსა: მზისა ელვათა ფენანი: უმისჟამისოდ ცუდია: ჩემგან მი და მო რბენანი:

1442. მიდი და ჰკადრე ტარიელს: პასუხი ჩემგან თხრობილი: მადლი რად უნდა მეფეო: ხარ რაზომ გინდა ლმობილი: ვარ მუცლითგანვე დედისა: თქვენად სამონოდ შობილი: ღ~თნ მუნამდის მიწა მყოს: ვირ მეფე იყო ცნობილი:

1443. გებრძანა შეყრა მწადიან: საყვარელისა შენისა: ეგე არს მზგავსი გულისა: ლმობიერისა თქუენისა: მუნა მე ჴმალი არ მიკვეთს: არცა სივრცელე ენისა: მიჯობს მოლოდნა საქმისა: მის განგებისა ზენისა:

1444. ესეა ჩემი საწადი: და ჩემი მოსანდომარე: ჰინდოეთს გნახო მორჭმული: საჯდომთა ზედა მჯდომარე: გვერცავე გიჯდეს მნათობი: პირი ელვათა მკრთომარე: მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს: არვინ ჩნდეს მუნ მეომარე:

1445. რა გამისრულდენ ესენი: ჩემნი გულისა ნებანი: მაშინღა მივალ არაბეთს: მამხვდეს მის მზისა ხლებანი: ოდისცა სწადდეს დამივსნეს: ამა ცეცხლისა დებანი: სხვა თქვენგან არა არ მინდა: მძულან რასაცა თნებანი:

1446. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს: ესე სიტყვანი ყმისანი: მან ბრძანა მაგას არა ვიქ: ამას არ უნდა მისანი: ვითა მან პოა მიზეზი: ჩემისა სულთა დგმისანი: ეგრევე მანცა სამისოდ: ნახნეს ძალ გულნი ძმისანი:

1447. მიდი უთხარ ჩემაგიერ: სიტყვა ჩემგან არ ნათნები: მე შენისა გამზრდელისა: უნახავად არ დავდგები: ვეჭვ მრავალი დამეხოცოს: მონა მისგან საყვარლები: ვითხოვ ხოლო შენდობასა: ეგეთიღა მოვბრუნდები:

1448. ესე უთხარ ამის მეტსა: მოციქულობ ნურას ნუო: ხვალე წასლვა არ დავშალო: არცა სიტყვა გავათუო: მე არ მიზამს არაბთ მეფე: რომე სიტყუა გავიცრუო: ამად ვთხოვო ქალი მისი: შევეხვეწო შევაგუო:

1449. უამბო ფრიდონ ავთანდილს: ტარიას მოციქულობა: არ დადგებისო ცუდია: შენგან ცდისაღა თქმულობა: მას დაუმძიმდა მოედვა: კულავ გულსა კვამლ ალმულობა: ასრე ჴამს რიდი მეფეთა: ყმათაგან მოკრძალულობა:

1450. ავთანდილ მივა მუხლ მოყრით: ტარიას შესახვეწელად: ფერხთა ეხვევის აკოცებს: აღარ შეხედავს ზე წელად: ეტყვის კმა რაცა შევცოდე: როსტანს წლეულად მე წელად: კულავ ნუ მიქ ერთგულობისა: გამტეხლად დაცამლეწელად:

1451. რასაცა ლამი არ მოგცემს: მას ღ~თისა სამართალია: გამზრდელსა ჩემსა ვით ვკადრო: მე საქმე სამუხთალია: მე მისთვის ხელი ვით გავძრა: ვინ ჩემთვის ფერ ნამკრთალია: ვით მოიხმაროს მონამან: პატრონსა ზედა ხრმალია:

1452. ეგე საქმე მე და ჩემსა: საყუარელსა შეგვამდურვებს: ვაჲ თუ გაწყრეს გაგულისდეს: კუშტი გულსა შიაურვებს: ამბავსაცა დამიძვირებს: ჭურეტისათვის მამასურვებს: შენდობასა ჴორციელი: კაცი ვერა დამიურვებს:

1453. ტარიელ უთხრა სიცილით: მან მზემან შუქ ნაფენამან: ჴელი მოკიდა ავთანდილს: ამართა ააყენა მან: მიყოო კარგი ყუელაი: მომართებამან შენამან: მაგრა სჯობს შენცა გალხინოს: ჩემან შენითა ლხენამან:

1454. დია მძულს მეტი მოყურისა: შიში კრძალვა და რიდობა: მძულს გაუწყვედლად კუშტობა: და სულ მძიმობა დიდობა: თუ მოყვარეა გულისა: ქნას ჩემკენ მონაზიდობა: თვარე მე ჩემად იგ მისად: დია სჯობს კიდის კიდობა:

1455. მე ვიცი გული საშენოდ: შენისა საყვარელისა: არ ეწყინების სტუმრობა: შენისა მე შემყრელისა: რადმცა რა ვკადრე მეფესა: თხრობა რასაცა ჭრელისა: ოდენ ნახვისა მათისა: ნატვრა მაქუს სანატრელისა:

1456. ამას ოდენ მოვახსენებ: მუდარით და შეპოვნებით: რომე მოგცეს ქალი მისი: მან მისითა მოგონებით: რადგან ბოლო შეყრავეა: სიშორესა ვით ეთნებით: დააშვენეთ ერთმანერთი: თავის თავის ნუ დასჭკნებით:

1457. რა ავთანდილ ტარიასგან: ცნა წასვლასა არ დაშლიდა: არა ჰკადრა შეცილება: საუბარსა ზედან რთვიდა: ფრიდონ კაცსა დარჩეულსა: სათანაოდ გარდასთვლიდა: თანა წაჰყვა გაღანამცა: მას თანავე გზასა ვლიდა:

ტარიელისაგან ქვაბსვე მისვლა მეორედ და საჭურჭლეთა ნახვა:

1458. ამ საქმესა დაფარულსა: ბრძენ დიონოს გააცხადებს: ღ~თი კეთილს მოავლინებს: არ ბოროტსა არ დაბადებს: ავსა წამ ერთ შეამოკლებს: კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს: თავსა მისსა უკეთესსა: უზადო ჰყოფს არ აზადებს:

1459. ფრიდონისით გაემართნეს: იგი ლომნი იგი მზენი: თანა მიჰყავს პირი მზისა: ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი: ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო: ჩაწყობილი დანათხზენი: მუნ ბალახშსა აშვენებდეს: სინატიფე სინაზენი: