... (Q-609), XIX ს.

1539. როსტან მათითა გაყრითა: ხელთაგან უფრო ხელდების: ათასჯერ იტყვის ვაგლახსა: არ სულთქმა უერთხელდების: ცხელი სდის წყარო ცრემლისა: მართ ვითა ქვაბი ცხელდების: ტარიელ არის დაღრეჯით: ფიფქი ნასდების თხელდების:

1540. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს: მეფე ხვევნით და კოცებით: იტყვის თუ თქვენი სიახლე: მიჩნს აქამდისცა ოცებით: რადგან მოგშორდი დავრჩები: პატიჟთა გაასოცებით: შენგან მოგვეცა სიცოცხლე: შენგანვე დავიხოცებით:

1541. ტარიელ შეჯდა მეფისა: გამყრელი გამომსალამე: სრულად ლაშქართა სდიოდა: ცრემლი მინდორთა სალამე: მზე შენ გელმისო საომრად: და თავი შენ მას ალამე: უბრძანა თქვენთვის მტირალსა: ყოლა არ მიჩნდეს სალა მე:

1542. გაემართნეს და წავიდეს: დია სპითა და ბარგითა: ტარიელ ფრიდონ ავთანდილ: თავითა მეტად კარგითა: კაცი ორმოცი ათასი: ჰყვა ცხენებითა ვარგითა: მივლენ სამნივე გულითა: ერთმანერთისა მარგითა:

1543. სამთავე ვლეს ღ~თო მათებრ: სხვა ნურა ნუ დაბადოსა: მოეგებნიან მტერობა: ვერავინ დაიქადოსა: მინდორსა შიგან სადილად: გარდახდეს უდილადოსა: ვითა მართებდათ პურობდეს: ღვინოსა სვემდეს არ დოსა:

1544. ტარიელს და ცოლსა მისსა: მიხვდა მათი საწადელი: შვიდი ტახტი სახელმწიფო: საშვებელი გაუცდელი: მათ პატიჟთა დაავიწყებს: ლხინი ესე აწინდელი: ყოლა ლხინთა ვერ იამებს: კაცი ჭირთა გარდუხდელი:

1545. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი: ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს: ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს: ქოსნი ჴმასა დაატკბობდეს: მისცეს კლიტე საჭურჭლეთა: თავთა მათთა მიანდობდეს: ესეაო მეფე ჩვენი: იზახდეს და ამას ჴმობდეს:

1546. ავთანდილ და ფრიდონისთვის: ორნი ტახტნი დაამზადნეს: ზედა დასხდეს ჴელმწიფურად: დიდებანი უდიადნეს: ღმერთმან სხვანი ჴორციელნი: მათებრნიღა რად დაბადნეს: ამბობდიან ჭირთა მათთა: ყუელაკასა გაუცხადნეს:

1547. სმა პურობა გახარება: ქნეს ჯალაბი გაადიდეს: ვითარიცა ქორწილობა: ჴამს ეგეთსა გარდიხდიდეს: მათ ოთხთავე თავის თავის: ძღვენსა სწორად მიართმიდეს: გლახაკთათვის საბოძვარსა: საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს:

1548. სრულნი ჰინდონი ავთანდილს: და ფრიდონს მწედ ხადიან: თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი: მართ იმას მოიტყოდიან: ვითა პატრონსა სჭვრეტდიან: რაც სწადდის მას იქმოდიან: სადარბაზობლად ნიადაგ: მათ წინა მოვიდოდიან:

1549. ჰინდოთ მეფე უბრძანებდა: ასმათს მისსა შეკდომილსა: რაცა შენ ჰქენ არ უქმნია: არ გამზრდელსა არცა ზრდილსა: აწ ინდოეთს სამეფოსა: მეშვიდესა ერთსა წილსა: ზედა დაგსვამ შენი იყოს: გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა:

1550. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთევ: სამეფოსა ეპატრონე: მუნიდაღმე გვმსახურებდი: თავი შენი დაგვამონე: ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: შენგან არის ჩემი ღონე: მონებისა უკეთესი: რამც ვიშოვნე რამც ვიქონე:

1551. ერდგან სამთავე ძმობილთა: დაყვნეს ცოტაი დღენია: თამაშობდჲიან უსახო: მოუდიოდეს ძღვენია: რა მარგალიტი ღარიბი: რა უკეთესი ცხენია: მაგრა ავთანდილს სურვილმან: დაღრეჯა დააჩენია:

1552. ტარიელ ცნა ამა ყმისა: ცოლისათვის მოესურვა: უბრძანებდა გული შენი: გაღანამცა მამემდურვა: აწ ვაგლახ მე ჭირნი შენნი: გონებამან შვიდი თუ რვა: მოგშორდები ლხინი ჩემი: საწუთრომან დამიშურვა:

1553. კულავ ფრიდონცა დაეთხოვა: წავიდეო სახლსა ჩემსა: ზ~ა ზ~ა დავსტკეპნიდე: დარბაზსა და ამა თემსა: სამსახურსა მიბრძანებდი: უხუცესი ვითა მრწემსა: თქვენისათვის ასრე მამსურდების: წყაროსათვის ვით ირემსა:

1554. როსტანისთვის წაატანა: ძღვნად ტურფები ჯუბაჩები: კულავ ჭურჭელი თვალთა თლილთა: არ კოვზები არ ჯამები: ჩემაგიერ მიუტანე: წაო ნურას მეუბნები: ავთანდილ თქუა არა ვიცი: მე უშენოდ ვით დავრჩები:

1555. ქალსა ქალმან გაუგზავნა: ყაბაჩა და ერთი რიდე: რომე ჩაცმა დაბურვასა: ვინ ღირს იყო მათგან კიდე: ერთი თვალი წამღებელსა: ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე: ღამე მზეებრ განანათლოს: ჩნდის სადაცა შეხედვიდე:

1556. ავთანდილ შეჯდა წავიდა: ტარიას გაესალამა: იგი ორნივე გაყრისა: დაწვა ცეცხლისა ალამა: სრულად ჰინდონი მისტირან: ცრემლმან მინდორი დალამა: ავთანდილ იტყვის მამკლაო: სოფლისა მე სამსალამა:

1557. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ: იარნეს დღენი მცირენი: გზამან გაყარნა წავიდეს: თავის თავ ანატირენი: კარგად მოუხდეს მათ მათნი: საქმენი დანაპირენი: ავთანდილ მიჰჴდა არაბეთს: ნახა არ ცუდნი ჭირენი:

1558. გამოეგებნეს არაბნი: სამეფო დააშვენა მან: ნახა მზე მისი მირიდა: მისთა სურვილთა წყენამან: მის თანა ტახტსა დავეჯდა: ალხინა მჭვრეტთა ლხენამან: გააჴელმწიფა გჳრგვინი: ზეცით მოსრულმან ზენამან: