... (Q-609), XIX ს.

1347. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა: დავარდა და თაყვანის სცა: იგინიცა გარდაუხდეს: მოეხვივნეს აკოცესცა: ფრიდონ ღ~თსა ჴელაპყრობით: უსაზომო მადლი მისცა: დიდებულნი აკოცებდეს: იცნობდიან იგი ვისცა:

1348. ფრიდონ უთხრა რასა სდეგით: მოგელოდი უწინარე: მე მზა ვარო სამსახური: თქვენი რამცა დავიზარე: ჰგვანდა თუმცა შეყრილ იყვნეს: ორნი მზენი ერთი მთვარე: ერთმანერთი დააშვენეს: გაემართნეს იქცეს გარე:

1349. ფრიდონის სახლსა გარდაჴდეს: ორნივე ტურფად გებულსა: ახლოს დაისვამს ავთანდილს: მისა ძმად შეფიცებულსა: ტარიელ დაჯდა საჯდომსა: ოქსინო გარდაგებულსა : მათ უძღუნეს იგი აბჯარი: ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა:

1350. უთხრეს ჯერთ ჟამად არა გვაქუს: სხვა შენთვის არმაღანია: მაგრა ტურფანი მრავალნი: ქვე სადმე გვისხენ სხვანია: მან დასდვა პირი მიწასა: არ დაიყოვნა ხანია: ჩემთვის ამისი ბოძება: არს თქვენი შესაგვანია:

1351. გამოისვენეს მას ღამით: ფრიდონის მასპინძლობითა: აბანოს ბანნა აავსნა: შესამოსლისა ძღნობითა: დამოსნა ტურფა ტურფითა: ერთმანერთისა მჯობითა: თვალ მარგალიტი ღარიბი: უძღვნა ოქროსა გობითა:

1352. უთხრა თუ ესე სიტყვაა: ავისა მასპინძელისა: ჰგავს მომწყენოდეს სტუმრობა: თქვენ ბრძნისა ვითა ხელისა: მაგრა აწ ყოფნა არა ვარგა: წავლა სჯობს გზისა გრძელისა: თუ ქაჯნი მოგვესწრებიან: საეჭვი არს სიძნელისა:

1353. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა: კარგნი გვინდან და ცოტანი: სამასი კაცი გვეყოფის: წავიდეთ მართ მეოტანი: ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა მეომრად: დავაგნეთ ჴრმალსა კოტანი: მას ადრე ვჰპოებთ ვისიცა: მოგვკლავს ალვისა მოტანი:

1354. ქაჯეთს ერთხელ კვლაც ვყოფილვარ: ნახავთ თქვენცა გემაგრების: ყოვლგნით კლდეა გარეშემო: მტერი ვერა მოადგების: თუ იდუმალ არ შეუალთ: ცხადად შებმა არ ეგების: მით ლაშქარი არად გვინდა: რაზმი მალვით ვერ მოგვყვების:

1355. იგინიცა დაემოწმნეს: ამა მისა ნაუბარსა: მუნ დააგდეს ქალი ასმათ: ფრიდონ მისცემს საჩუქარსა: თვით სამასსა ცხენოსანსა: წაიტანდეს გმირთა დარსა: ბოლოდ ღ~თი გაუმარჯვებს: ყოვლსა პირველ შენაზარსა:

1356. ზღვა გაიარეს სამთავე: ერთგან ძმად შეფიცებულთა: ფრიდონ გზა იცის იარეს: დღისით და ღამით რებულთა: ფრიდონ თქვა ვახლავთ არეთა: ჩვენ ქაჯეთს მიახლებულთა: აქათგან ღამით ვლა გვინდა: მით არას გამჟღავნებულთა:

1357. ამა ფრიდონის თათბირთა: სამნივე ერთგან ზმიდიან: რა გაუთენდის დადგიან: და ღამით ფიცხლა ვლიდიან: მივიდეს აჩნდა ქალაქი: მცველთა ვერ დასთვალვიდიან: გარე კლდე იყო გუშაგთა: ჴმა ჯარვით გაადიდიან:

1358. გვირაბის კარსა ჭაბუკი: ათი ათასი მცველია: მათ ლომთა ნახეს ქალაქი: მთვარე დგას მუნ ნათელია: თქვეს ვითათბიროთ ვითა ვთქუათ: აწ გამორჩევა ძნელია: ასი ათასსა აჯობებს: თუ გამორჩევით მქმნელია:

თათბირი ნურადინ ფრიდონისა ქაჯეთის ციხეს რომ მოადგეს:

1359. ფრიდონ თქვა ვიტყვი სიტყვასა: ვეჭვ ჩემი არ დამცდარია: ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი: დიდთაგან საომარია: პირისპირ ომი არ ძალ გვაქვს: არ ჟამი საკვეხარია: ათას წელ ვერსით შევუვალთ: თუ ზედ დაგვიხშან კარია:

1360. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი: სამუშაითოდ მზრდიდიან: მასწავლნეს მათი საქმენი: მახტუნებდიან მწვრთიდიან: ასრე გავიდა საბელსა: რომ თვალნი ვერ მამკიდიან: ვინცა მიჭვრეტდიან ყმაწვილნი: იგიცა ინატრიდიან:

1361. აწ ვინცა იცით უკეთე: შეტყორცა საგდებელისა: მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ: წვერი საბლისა გრძელისა: მაზედა გავლა ადვილად მიჩანს: მართ ვითა ველისა: თქვენ ჭირად გიყო შიგანთა: პოვნა კაცისა მრთელისა:

1362. აბჯრითა გავლა არად მჩანს: ჭირად გატანა ფარისა: შიგან ჩავხტები კისკასად: ვეცემი მსგავსად ქარისა: ლაშქართა დავხოც გავახვამ: ნახოთ გაღება კარისა: თქვენცა მუნ მოდით სადაცა: გესმას ზრიალი ზარისა:

თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის ციხის შეპარვით შესვლისა და აღებისა:

1363. ავთანდილ უთხრა ჱე ფრიდონ: მოყვასნი ვერ გიჩივიან: ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვ: არა წყლულნი გტკივიან: სთათბირობ ძნელთა თათბირთა: მტერთა ივაგლახივიან: მაგრა თუ გესმის გუშაგნი: რა ახლო ახლო ყივიან:

1364. რა გახვიოდე გუშაგთა: ესმას აბჯრისა ჩხერება: გიგრძნობენ თოკსა მოჰკვეთენ: ამისი ხამს დაჯერება: წაგიხდეს ცუდად ყველაი: დაგრჩეს ცუდიღა ფერება: ეგე თათბირი არ ვარგა: სხვაებრ ვქნათ თავის ტერება: