... (Q-609), XIX ს.

1422. თუცა მე მათი დახოცა: მტკივის და სატკივარია: მაგრა მათ მიხვდა უკუდავი: მუნ დიდი საჩუქარია: ესე თქვა ნელად ატირდა: და წვიმა თოვლსა არია: ნარგისთათ იძვრის ბორიო: ვარდსა ზრავს იანვარია:

1423. მუნ ატირდეს ყველაკანი: რა ტირილად იგი ნახეს: რაცა ვისრა დაჰკლებოდა: მათ ტირილით სულთქმით ახეს: დადუმდეს და მოახსენეს: რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს: თქვენთა მჭვრეტთა მღერა მართებს: რასათვისმცა ივაგლახეს:

1424. ვინ ღირსა თქვენსა ეგზომსა: ტირილსა შეჭირვებასა: თქვენ[თ]ვის სიკუდილი დია სჯობს: მიწათა ზედან რებასა: კულავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა: ნურათ იქთ გამწარებასა: ღ~თიმცა მუქფად მოგიზღავს: ათასსა გახარებასა:

1425. ავთანდილცა მიუმტკივნა: იტყვის დიდსა სიმძიმილსა: მათ შეასხეს ქება უთხრეს: თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა: რადგან მიხვდა დაკარგული: ლომი მზესა წახდომილსა: აღარა ვსტირთ სატირალსა: აღარ დავსდებთ თვალთა მილსა:

1426. მივიდეს სადა ქალაქი: დიდი მულღაზანზარია: სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა: გახდა ზათქი და ზარია: დაბდაბისა და ქოსისა: ხმა ტურფად შენათხზარია: მოატყდეს მოქალაქენი: დააგდეს მუნ ბაზარია:

1427. შუკათა მოდგნეს ვაჭარნი: ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია: შორს უარებდეს სარანგნი: ჴელთა აქუს მათ აბჯარია: მოიჯრებოდეს ჯალაბნი: სარანგთა დამსაჯანია: მათდა საჭვრეტლად მიშვება: მუნ მათგან სააჯარია:

1428. გადახდეს ფრიდონისასა: სრა ნახეს მოსაწონები: გამოეგება მრავალი: ოქროს სარტყლითა მონები: ფერხთა საფენლად ოქსინო: მართ მათგან არს ნაქონები: თავსა აყრიდეს ოქროსა: ხვეტს ჯარი მუნ ნარონები:

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან:

1429. მათ ქალ ყმათათვის საჯდომი: დაედგა თეთრ ძოწეული: წითელ ყვითლითა თვალითა: ზედა კეკლუცად ფრქვეული: ავთანდილისთვის ყვითელი: და შავი ერთგან რეული: მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელნი: ვსცან მათი სული ლეული:

1430. მგოსანნი მოდგეს ისმოდა: ხმა სიმღერისა ტკბილისა: ქორწილი ქნეს და გამრავლდა: ძღნობა ლარისა ლბილისა: ფრიდონის პურად კარგისა: არ მასპინძლისა წბილისა: ნესტან დარეჯანს უშვენის: ღიმილი ჩენა კბილისა:

1431. მოიღეს ძღვენი უსახო: ფრიდონის არ ალქატისა: ცხრა მარგალიტი სიდიდით: მართ ვითა კვერცხი ბატისა: კულავ ერთი თვალი სამგზავსო: მზისა შუქ მონამატისა: მას წინა ღამით ძალ ედვის: მხატვარსა ხატვა ხატისა:

1432. კულავ უძღუნა თვითო ფარღული: გარდასაყრელი ყელისა: მრგვლად გათლილისა თვალისა: იაგუნდისა მრთელისა: კულავ მოაქვს ერთი ტაბაკი: მძლედ საჭირავი ჴელისა: ავთანდილისთვის ლომისა: ძღვენი ფრიდონის ქუელისა:

1433. იგი ტაბაკი სავსეა: მარგალიტითა სხვილითა: ავთანდილს უძღუნა ყველაი: არა სიტყვთა წბილითა: აივსო სახლი სტვირითა: და ოქსინოთა ლბილითა: ტარიელ მადლი უბრძანა: ლაღმან სიტყვითა ტკბილითა:

1434. ფრიდონისგან უსაზომო: ქორწილია დღესა რვასა: ყოვლთა დღეთა მიართმიდეს: უფასოსა ძღვენსა მზასა: დღე და ღამე არ გასწყვეტდის: ჩაღანა და ჩანგი ხმასა: აჰა მიხვდეს შესაფერნი: ყმა ქალსა და ქალი ყმასა:

1435. ტარიელ ფრიდონს უბრძანა: დღე ერთ სიტყვები გულისა: არს გული თქვენი საჩემო: უფროსი ძმისა სრულისა: არ გემუქფების სიცოცხლე: არცა მოცემა სულისა: მე თქვენგან ვჰპოვე მოკვდავმან: ჩემი წამალი წყლულისა:

1436. ავთანდილისგან შენც იცი: ჩემთვის თავისა დადება: აწ მე მაქუს ნაცვლად მისისა: მოხმარებისა წადება: შენ მიდი ჰკითხე რა უნდა: მან ქნას ამისი ცხადება: ვითა დამივსო სახმილი: ეგრე მისიცა კმა დება:

1437. უთხრა ძმაო რა გარდიხდის: შენგან ჩემსა ჭირნახულსა: ღ~თი მოგცემს წყალობასა: მისგან ზეცით შესახულსა: თუ ვერა ვიქ საწადელსა: შენსა შენთვის გაზრახულსა: არა ვნახავ სახლსა ჩემსა: არ დარბაზსა არცა ხულსა:

1438. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა: ანუ რით მოგეხმარები: ვარჩევ წავიდეთ არაბეთს: იყავ ჩემიცა მარები: ტკბილი სიტყვითა გავმართოთ: და ჴმლითა საომარები: თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ: მე ჩემსა არ ვექმარები:

1439. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს: ტარიას მოციქულობა: მას გაეცინნეს გაღიმდა: შვენოდა მხიარულობა: თქვა თუ მეშველი რად მინდა: მჭირს არავისგან წყლულობა: ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს: არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა:

1440. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის: მორჭმული ღ~თისა ნებითა: საკრძალავი და უკადრი: ლაღი არვისგან ვნებითა: არცა რა უმძიმს ქაჯთაგან: არცა გრძნეულთა გრძნებითა: მას ზედა შველა რად მინდა: რად მეჭვ რასაცა თნებითა: