... (Q-609), XIX ს.

1460. იგი მზე უჯდა კუბოსა: და აგრე არონინებდეს: მინადირობდეს ნადირსა: მუნ სისხლსა დაადინებდეს: სადაცა დახვდის ქვეყანა: მჭვრეტელთა მოალხინებდეს: მოეგებნიან სძღნობდიან: აქებდეს არ აგინებდეს:

1461. მას გვანდეს თუცა სამყაროს: მზე უჯდა შუა მთვარეთა: იარნეს დღენი მრავალნი: ლაღთა ბრძნათ მოუბარეთა: შიგან მათ დიდთა მინდორთა: ყოვლგნით კაც მიუმხუდარეთა: სად ყოფილ იყო ტარიელ: მიხვდა მის კლდისა არეთა:

1462. ტარიელ ბრძანა მე მმართებს: დღეს თქვენი მასპინძელობა: მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ: მჭირდა სადამდის ხელობა: მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან: მას უც ხორცისა ხმელობა: მე რომე გიძღვნი ტურფათა: აქოთ ლარისა ჭრელობა:

1463. მივიდეს შიგან გარდაჴდეს: ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა: ასმათს უცს ჴორცი ირმისა: იქს მასპინძლობა კვეთასა: ამხანაგობდეს ლაღობდეს: წასვლასა მათ საქმეთასა: ღმერთსა მადლობდეს შეცულასა: ლხინად ჭირისა დღეთასა:

1464. მოიარეს ქვაბოვანნი: თამაშობდეს მხიარულნი: პოვნეს იგი საჭურჭლენი: ტარიასგან დაბეჭდულნი: ვერცა ვისგან დანათვალნი: ვერცა ვისგან შეგებულნი: არ იტყვიან არა გვაქვსო: იგ ამისთვის გულ ნაკლული:

1465. უბოძა ტურფა მრავალი: მათ მათი შესადარები: კულავ ფრიდონისნი აავსნა: სპა ჰყუა თუ სპასალარები: აივსო კაცი ყველაი: მაშინ მათ თანა ნარები: მაგრა ძეს რომე საჭურჭლე: გვანდა კაც დაუკარები:

1466. ფრიდონს უთხრა ვალი შენი: ჩემგან ძნელად გარდიხდების: მაგრა თქმულა კარგის მქნელი: კაცი ბოლოდ არ წაჴდების: აწ საჭურჭლე რაზომიცა: აქა ძეს და ან იდების: შენი იყოს ყუელაკაჲი: შენ წაიღე ვითა გხვდების:

1467. ფრიდონ მდაბლად თაყუანისცა: ჰკადრა მადლი მეტის მეტი: მე მეფეო რად გგონივარ: უჭკუო და აგრე რეტი: მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს: ვინმცა იყო ვითა კეტი: ჩემი ლხინი მუნამდისა: ვირე ვიყო შენი მჭვრეტი:

1468. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა: მოსასხმელად აქლემისად: სახლსა მისსა მისაღებლად: მის ყველასა საჭურჭლისად: აწ მუნითგან გაემართნეს: არაბეთით მივლად გზისად: ავთანდილა გალეული: შესაყრელად მთვარე მზისად:

1469. მიხვდეს არაბთა საზღვარსა: რა ვლეს მრავალნი ხანები: დახვდა სოფლები ციხები: ხშირ ხშირად თანის თანები: მუნ შიგა მყოფსა ემოსა: ტანსა ლურჯი და მწვანები: ავთანდილისთვის ყველაი: ცრემლითა არს ნაბანები:

1470. ტარიელ კაცი გაგზავნა: წინაშე როსტან მეფესა: შესთვალა გკადრებ მეფეო: სურვილთა სიიეფესა: მე მოვალ მეფე ინდოთა: დარბაზსა თქვენსა სეფესა: გიჩვენებ ვარდსა კოკობსა: უფრჭკუელ მოუკრეფელსა:

1471. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა: ნახვა მიწისა შენისა: ცდა შეპყრობისა ავი ჰქენ: შემოტევება ცხენისა: მე შენთა სპათა ვაჩვენე: ნიშანი რამე წყენისა: დავხოცე მონა მრავალი: მსახურნი სრისა თქუენისა:

1472. აწ ამად მოვალ წინაშე: დავჰყარენ ჩემნი გზანია: შემინდოთ რაცა შეგცოდეთ: ჰქნეთ გაწყრომისა კმანია: ძღვენი არა გვაქვს გმოწმობენ: ფრიდონ და მისნი ყმანია: ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ: მე თქვენთვის მამიტანია:

1473. რა მიუვიდა მეფესა: მახარობელი ჟამისა: ვით გაეხარნეს ვერ იტყვის: ენა ერთისა წამისა: თინათინს ღაწვთა ემატა: ელვა შუქისა სამისა: ბროლსა და ლალსა აშვენებს: მუნ ჩრდილი წარბ წამწამისა:

1474. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა: სიცილი თქართქარებისა: ლაშქარნი რბოდეს მი და მო: ქნა სწადდა მათკენ რბენისა: დაიწყეს მოსხმა ცხენისა: მოღება უნაგრებისა: შესხდეს სიმრავლე მოყმისა: მკლავ ფიცხელ გულ მაგრებისა:

1475. მეფე შეჯდა გაეგებნეს: თავადნი და სრულად სპანი: ვისცა ესმის მოვიდიან: მას წინაშე სხვაგნით სხვანი: ყველაკაჲი ღ~თსა მადლობს: გაამაღლნეს მათნი ჴმანი: თქვეს ბოროტსა უმყოფოა: კეთილნია შენთვის მზანი:

1476. რა ერთმანერთი აუჩნდა: მისაგებ მოსაგებავი: ავთანდილ ეტყვის ტარიელს: სიტყუათა დანაზებავთა: აგერა ხედავთ მინდორთა: მტვერითა შენაღებავთა: ამად მედების სახმილი: გულსა ეცხება ებავთა:

1477. ისია ჩემი გამზრდელი: და თქუენდა მოგებებულა: იქი ვერ მივალ მრცხვენიან: გულსა სახმილი დებულა: ჩემად არაკად სულდგმული: კაცი არ გაწბილებულა: რასაცა მიზამთ თქვენ იცით: ფრიდონ თქვენადვე ხლებულა:

1478. ტარიელ უთხრა კარგსა იქ: შენ პატრონისა კრძალვასა: აწ დავდექ იქი ნუ მოხვალ: იქმცა უჩემოდ ხალვასა: მე მივალ უთხრობ მეფესა: შენგან თავისა მალვასა: ვეჭვ ღ~თითა ადრე შეგყარო: მზესა მას ტანად ალვასა:

1479. მუნ დადგა ლომი ავთანდილ: დაიდგა მცირე კარავი: ნესტან დარეჯან მუნვე დგას: იგია მჭვრეტთა მზარავი: მისთა წამწამთა ნიავი: ქრის ვითა ქარი არავი: წავიდა მეფე ინდოთა: მისრული მიუპარავი: