... (Q-609), XIX ს.

1480. ტარიელცა თაყვანისცა: მივა კოცნად სასალამოდ: მეფე ყელსა აკოცებდა: მართ ბაგისა დასაამოდ: გაკვირვებით ეუბნების: არის მისგან სათამამოდ: შენ მზე ხარო შენი გაყრა: არის დღისა და საღამოდ:

1481. გაეკვირვა მეფე მისსა: თვალადობა სიტურფესა: პირსა უჭვრეტს გაკვირვებით: უქებს მკლავთა სიალფესა: კულავ ფრიდონცა უსალამა: თაყვანისცა მან მეფესა: მას მეფესა ავთანდილის: ნახვისათვის მოსწრაფესა:

1482. მეფე ტარიას ქებასა: დაჰკრთების დაეღონების: ტარიელ ეტყვის მეფეო: აწ გული შენ გემონების: მიკვირს თუ ეგრე სიკეთე: თქვენ ჩემი რად გეგონების: რადგან ავთანდილ შენია: სხვა რად ვინ მოგეწონების:

1483. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახვა: და დაყოვნება ხანისა: მოდი და დავსხდეთ მეფეო: ამოა კორდი მწვანისა: გკადრო მიზეზი მისისა: თქვენს წინა ვერ მოტანისა: ვიაჯი რასმე მე მართებს: მოთხოვა აწ ფარმანისა:

1484. დასხდეს მეფენი მოადგა: გარე სიმრავლე რაზმისა: ტარიელს პირსა ციმციმი: ათქს უნათლესი ბაზმისა: ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა: ყოფა ქცევისა და ზმისა: დაუწყო თხრობა მეფესა: სიტყვისა ბრძნად ნაკაზმისა:

1485. მეფეო თავი მემცრობის: მე მისად მოსახსენებლად: მაგრა მოსრული თქვენს წინა: ვარ შემამხვეწლად მქენებლად: თვით იგი იაჯს რომელი: ჩანს მზეებრ შუქთა მფენელად: ვინ არის ჩემად სინათლედ: და ჩემად გამათენებლად:

1486. აწ ამას გკადრებთ ორნივე: ხვეწით და შემუდარებით: ავთანდილ დამდვა წამალი: მისგან თავისა დარებით: დავიწყდეს რომე პატიჟნი: სჭირდეს ჩვენთავე დარებით: არ გაწყენ გრძელი ამბავი: არს ჩვენგან მივიმდურებით :

1487. თქვენთა უყვარს ერთმანერთი: ქალი მას და იგი ქალსა: მით ვიგონებ საბრალოსა: მტირალსა და ფერ ნამკრთალსა: მუჴლ მოყრილი გიაჯები: ნუღარ აწვევ იმათ ალსა: რომე მისცე ქალი თქვენი: მკლავ მაგარსა გულ ფიქალსა:

1488. ამის მეტსა არას გკადრებ: არ მოკლესა არცა გრძელსა: ამოიღო ჴელმანდილი: მოინასკვა ზედან ყელსა: ადგა მუხლნი დაუყარნა: იაჯების ვითა მზრდელსა: გაუკვირდა ყოვლსა კაცსა: მის ამბისა მამსმენელსა:

1489. რა ტარიელ მუჴლ მოყრილი: ნახა მეფე შეუზარდა: შორს უკუდგა თაყვანისცა: ქვე მიწამდის დაუარდა: მოახსენა ჴელმწიფეო: ლხინი ყოვლი გამიქარდა: თქვენმან აგრე სიმდაბლემან: ნახვა თქვენი ჩამადარდა:

1490. ვით ეგების რაცა გწადდეს: რომე კაცი არ მოგთმინდეს: ანუ მშურდეს ქალი ჩემი: საკუდავად და ტყვედცა გინდეს: გებრძანამცა სახლით თქუენით: ცრემლი არცა მაშინ გდინდეს: სხუა მისებრი ვერა ჰპოვოს: ცათამდისცა გაცაფრინდეს:

1491. მე სიძესა ავთანდილის: უკეთესა ვჰპოებ ვერა: თვით მეფობა ქალსა ჩემსა: მივეც აქუს და მას ეფერა: ვარდი ახლად იფურჩნების: მე ყვავილი დამებერა: რამცა ვკადრე შეცილება: რასაც ოდენ იგი ჯერა:

1492. თუ შეგერთო ერთი მონა: თქვენთვის არცა მაშინ მშურდა: ვინმცა გკადრა შეცილება: უშმაგომცა ვით მოგმდურდა: თუ ავთანდილ არ მიყვარდა: აგრე მისთვის რად მამსურდა: დია ღ~თო წინაშე ვარ: ესე ჩემგან დადასტურდა:

1493. რა ტარიელ მეფისაგან: ესე სიტყვა მოისმინა: დადრკა მდაბლად ეთაყვანა: პირსა ზედან დაეფინა: კულავ მეფემან თაყვანისცა: წამორევლო წადგა წინა: ერთმანერთი მოემადლეს: მათ ერთსაცა არ ეწყინა:

1494. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის: მახარობლად გაექანა: დასხდენ დიდი სიხარული: გაეხარნეს მასცა განა: წავიდა და წამოუძღვა: მოიყვანა მოჰყვა თანა: მაგრა ირცხვის მეფისაგან: შუქი ბნელად მოევანა:

1495. მეფე ადგა მოეგება: ყმა გარდახდა რა მივიდა: ჴელთა ქონდა ჴელმანდილი: პირსა იმით იფარვიდა: მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა: ქუშდებოდა ვარდსა ზრვიდა: მაგრა მისსა შვენებასა: რამცა ვითა დაჰფარვიდა:

1496. მეფე კოცნასა ლამობდა: აღარა ცრემლნი სდენიან: ავთანდილ ფერხთა ეხვევის: შუქნი ქვე დაუფენიან: უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი: შენ ზნენი გამოგჩენიან: რადგან მერჩიო ნუ მერცხჳ: გაე რასაღა გრცხვენიან:

1497. მოეხვია გარდაკოცნა: მან პირისა არე მარე: დამივსეო ცეცხლი ცხელი: მაგრა წყალი არე მარე: ვინ გიშერი დააჯოგა: და წამწმისა არემარე: გვალე შეგყრი ლომო მზესა: თავი მისკენ არე მარე:

1498. მეფე ყელსა ეხვეოდა: მას ლომსა და ვითა გმირსა: ახლოს უზის ეუბნების: აკოცებს და უჭვრეტს პირსა: იგი მზე და ჴელმწიფობა: ასრე მიხვდა ვითა ღირსა: მაშინღაა ლხინი ამო: რა გარდიხდის კაცი ჭირსა:

1499. ყმა მეფესა მოახსენებს: მიკვირს სხვასა რად არ ბრძანებ: რად არ გინდა ნახვა მზისა: ანუ რადღა აგვიანებ: მიეგებვი მხიარული: სახლსა თქვენსა მოიყვანებ: შემოიმოს შუქთა მისთა: ნათლად გარე მოივანებ: