... (H-741), XIX ს.

1289. შენ საყვარელო ნუ სჭმუნავ: ჭმუნვითა ამისთანითა: ჩემი სთქვა სხვათა მიხვდების: იგი ალვისა ტანითა: არამ სიცოცხლე უშენო: ვარ აქამდისცა ნანითა: ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ: ანუ მოვიკლავ დანითა:

1290. შენმან მზემან უშენოსა: არვის მიხვდეს მთვარე შენი: შენმან მზემან ვერვის მიხვდეს: მოცავიდენ სამნი მზენი: აქა თავსა გარდავიქცევ: ახლოს მახლვან დიდნი კლდენი: სული ჩემი შეივედრე: ზეცით მამხვდენ ნუთუ ფრთენი:

1291. ღ~თსა შემვედრე ნუთუ კვლავ: დამხსნა სოფლისა შრომასა: ცეცხლსა წყალსა და მიწასა: ჰაერთა თანა ძრომასა: მამცნეს ფრთენი და ავჰფრინდე: მივხვდე მას ჩემსა ნდომასა: დღისით და ღამით ვხედვიდე: მზისა ელვათა კრთომასა:

1292. მზე უშენოდ ვერ იქნების: რადგან შენ ხარ მისი წილი: გაღანამცა მას იახლე: მისი ეტლი არ თუ წბილი: მუნა გნახო მანდვე გსახო: გამინათლო გული ჩრდილი: თუ სიცოცხლე მწარე მქონდეს: სიკვდილიმცა მქონდეს ტკბილი:

1293. მე სიკვდილი აღარ მიმძიმს: შემოგვედრებ რადგან სულსა: მაგრა შენი სიყვარული: ჩავიტანე ჩამრჩა გულსა: მომეგონოს მოშორვება: მემატების წყლული წყლულსა: ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ: ჩემო ჩემსა სიყვარულსა:

1294. წადი ინდოეთს მიმართე: არგე რა ჩემსა მშობელსა: მტერთაგან შეიწრებულსა: ყოვლგნით ხელ აუპყრობელსა: გულსა ალხინე ჩემისა: მოშორვებისა მთმობელსა: მომიგონებდი მტირალსა: შენთვის ცრემლ შეუშრობელსა:

1295. რაცა ვიჩივლე ბედისა: ჩემისა კმა საჩივარად: სცან სამართალი მართალი: გულისა გულსა მივარად: შენთვის მოვკვდები გავხდები: ყორანთა დასაყივარად: ვირემ ცოცხალ ვარ გეყოფი: სატირლად და სატკივარად:

1296. აჰა ინიშნე ნიშანი: შენეულისა რიდისა: გარდმიკვეთია ალამი: ჩემი ერთისა კიდისა: ესეღა დამრჩეს სანაცვლოდ: მის იმედისა დიდისა: რისხვით მობრუნდა ბორბალი: ჩვენზედა ცისა შვიდისა:

1297. ესე წიგნი საყვარელსა: მისსა თანა მინაწერი: რა დაწერა გარდაკვეთა: მათ რიდეთა ერთი წვერი: თავ მოხდილსა დაუშვენდა: სისხო სიგრძე თმათა წვერი: ალვისაგან სული მოქრის: ყორნის ფრთათათ მონაბერი:

1298. იგი მონა წამოვიდა: გულანშაროს მიმავალი: წამ ერთ მიხდა ფატმანისსა: დღე იარა არ მრავალი: რა ავთანდილს გაუსრულდა: საქმე მისი სასურვალი: ჴელ აპყრობით ღ~თსა მადლობს: ცნობა სრული არა მთვრალი:

1299. ფატმანს უთხრა გამისრულდა: ჟამად საქმე საწადელი: დიდი შენი მოჭირვება: ჩემგან არის გარდუხდელი: წავალ დგომად აღარა მცალს: დრო მოსულა შარშანდელი: ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო: მათი მომსპობ ამწყვედელი:

1300. ხათუნმან უთხრა ჱე ლომო: ცეცხლი აწ უფრო ცხელდების: მოეშორვების ნათელსა: გული ამისთვის ბნელდების: ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა: ხელი ეგრეცა ხელდების: თუ ქაჯნი მოგესწრებიან: მუნ მისლვა გაგიძნელდების:

1301. ყმამან ფრიდონის მონანი: უხმნა მასთანა ხლებულნი: უბრძანა მკუდარნი აქამდის: აწყა ვართ დაცოცხლებულნი: ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე: წყლულნი მით ვაგლახებულნი: რაცა გვინდოდა მისითა: სმენითა გაახლებულნი:

1302. მიდით და ფრიდონს უამბეთ: ამბავი არ ნაცქაფავი: მე ვერა ვნახავ ვისწრაფი: გზა ჩემი არს ნასწრაფავი: მან გაახაფოს ხმა ხაფი: კვლავ უფრო განახაფავი: თქვენ მოგცე ლარი ყველაი: მე ჩემი ნაალაფავი:

1303. ჩემსა ზედა დიდი არის: ვალი თქვენგან დანადები: მადლსა სხვაებრ გარდავიხდი: თუღა ფრიდონს შევეყრები: აწ წაიღეთ ყველაკაი: მეკობრეთა წანაღები: ამის მეტსა ვერას მოგცემ: ვიცი ამად გეძუნწები:

1304. სახლი არ მახლავს არ ძალ მაქუს: გაცემა საბოძვარისა: მისცა მართ სავსე ხომალდი: რიცხვი ტურფათა ჯარისა: უბრძანა წადით წაიღეთ: გზა წავლეთ მისვე არისა: ფრიდონს მიართვით უსტარი: ჩემგან ძმად ნაფიცარისა:

წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონის წინაშე:

1305. დაწერა ფრიდონ მაღალო: სვე სრულო მეფეთ მეფეო: ლომისა მსგავსო ძალ გულად: მზეო შუქ მოიეფეო: მოვლენილო და მორჭმულო: მტერთა სისხლისა მჩქეფეო: უმცროსმან ძმამან შორი შორ: სალამი დავიყეფეო:

1306. ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა: ნაცვალი ჭირ ნახულისა: კარგა მოხდომა საქმისა: ჩემისა გაზრახულისა: მიცნია მართლად ამბავი: პირისა მზედ სახულისა: დამარჩენელი ლომისა: მის ქვესკნელს დამარხულისა:

1307. იგი მზე ქაჯთა მეფესა: ჰყავს ქაჯეთს პატიმარია: მუნ მისლვა მიჩანს თამაშად: თუცა გზა საომარია: ნარგიზთათ წვიმა ბროლისა: წვიმს ვარდი ნაწვიმარია: ჯერ ქალსა ქაჯნი არ ახლვან: მაგრა სპა უამარია: