... (Q-1335), XVIII ს.

1292. თუალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი ადგა ასრე გულ უშიშრად ვეფჴი იყო ანუ გმირი ლხინი ლხინად არად უჩნდა მართ აგრევე ჭირად ჭირი მთხოვა გარე აჯაღითა მოიბურა ტანი პირი

1293. შევე საჭურჭლეს რომელსა ფასი არ დაიდებოდა თუალ მარგალიტი ავიღე რაც ოდენ ამეღებოდა თუითო და თუითო თავისა ქალაქსა ეფასებოდა მიველ მას წელთა შევარტყი შაუ გული ვისთვის კდებოდა

1294. ვარქვი ჩემო განღა სადმე გეჴმარების ესე გუარი მათ მონათა ჴელთა მივეც პირი მზისა დასადარი ცნა მეფემან მოეგება ჰკრეს ტაბლაკსა გაჰჴდა ზარი იგი მივა თავ მოდრეკით წყნარი არის მოუბარი

1295. ზედა მიატყდა მჭურეტელი გაჰჴდა ზათქი და ზარები ვერ იჭირვებდეს სარანგნი მუნ იყო არ სიწყნარები იგი რა ნახა მეფემან საროსა მსგავსი ნარები გაჰკრთომით უთხრა ჰე მზეო აქა ვით მოიგუარები

1296. ვით მზემან მისნი მჭურეტელნი შექნნა თვალისა მფახუელად მეფემან ბრძანა გამხადა ნახული მე უნახუელად ღ~თისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახუელად მართებს ამისთა მიჯნურთა ხელნი თუ რბოდენ ახ ველად

1297. გუერდსა დაისუა ეუბნა ტკბილითა საუბარითა მითხარო ვინხარ ვისი ხარ მოსრული ვისით გუარითა მან არა გასცა პასუხი პირითა მზისა დარითა თავ მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა

1298. არ ისმენდა მეფისასა რასა გინდა უბრძანებდა სხუაგან იყო გული მისი სხუასა რასმე იგონებდა ვარდი ერთგან შეეწება მარგალიტსა არადებდა მჭურეტნი მისნი გააკვირვნა რასამცა ვინ იაზრებდა

1299. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ გული ჩუენი რათ იჴხსნების ამ ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქნების ან ვისიმე მიჯნურია სიყუარული ეგონების მისგან კიდე არ ვისად სცალს ვეღარცავის ეუნების

1300. ანუ არის ბრძენი ვინმე მაღალი და მაღლად მხედი არცა ლხინი ლხინად უჩანს არცა ჭირი ზედა ზედი ვით ზღაპარი ასრე ე{ს}მის უბედობა თუნდა ბედი სხუაგან არის სხუაგან ფრინავს გონება უც ვითა ტრედი

1301. ღ~თნ ქნას შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული მე დავახვედრო ისი მზე და მისთუის დამზადებული მან ათქმევინოს ნუთურა ჩუენცა ვსცნათ გაცხადებული მუნამდის მთუარე შუქ კრთომით ჯდეს მზისა მოშორებული

1302. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა გულოვანსა უებროსა ზნე და თუალად შუენიერსა პირსა ტანსა მაშინ ლაშქარს წასრულიყო მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა მამა მისთუის ამზადებდა მას მნათობთა დასაგუანსა

1303. მოიღეს ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თუალისა დაადგეს თაუსა გუირგუინი ერთობილისა ლალისა მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა

1304. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ საწოლი უფლის წულისა დაუდგეს ტახტი ოქროსა წითლისა მაღრიბულისა ადგა თუით დიდი ჴელმწიფე პატრონი სრისა სრულისა მას ზედა დასუა იგი მზე ლხინი მჭურეტელთა გულისა

1305. უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომლად მცველად კარისა[დ] ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად მსგავსად მათისა გუარისა[დ] უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზის დარისად სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად

1306. გააგრძელეს ნადიმობა სუმა შეიქნა მეტად გრძელი ქალი პირმზე ბედსა ეტყუის რა ბედი მიც ჩემი მკულელი სადაური სად მოსრულვარ ვის მიხვდების ვისთუის ხელი რა ვქნა რა ვყო რა მერგების სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი

1307. კულავცა {იტყვის} ნუ დავაჭკნობ შვენებასა ვარდთა ფერსა ვეცადო რას ნუთუ ღ~თნ მომარიოს ჩემსა მტერსა სიკუდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა რა მისჭირდეს მაშინ უნდან გონებანი გონიერსა

1308. ხადუმნი უხმნა უბრძანა ისმინეთ მოდით ცნობასა მოღორებულხართ დამცდარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა დამცდარა თქუენი პატრონი ჩემსა თუ ჰლამის სძლობასა ჩემთუვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად გლახ იცემს ნობასა

1309. შევე ფიცხლად საჯინიბოს ავხსენ ცხენი უკეთესი შეუკაზმე ზედა შევსუი მხიარული არ მომკუნესი ჰგუანდა ოდეს ლომსა შეჯდეს მზე მნათობთა უკეთესი წაჴდა ჩემი ჭირნახული ვერ მოვიმკე რაცა ვსთესი

1310. დღე მიიყარა ჴმა გახდა მოვიდა მისი მ[.]დევარი მოიცვეს შიგან ქალაქი შეიქმნა მოსაწევარი მე მკითხეს ვარქიი თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა სადა მე ვარი მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღუევარი

1311. მონახეს ვერა შეიგნეს შეიქცეს დაწბილებულნი მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი დაჰჴედენ დარბაზის ერთა შევლენ ისფერით ღებულნი მზე მოგუეშორა მას აქათ ჩუენ ვართ სინათლე კლებულნი