... (S-2781), XIX ს.

1309. ჩემსა ზედა დიდი არის ვალი თქუჱნგან დანადები მადლსა სხვაებრ გარდავიხდი თუღა ფრიდონს შევეყრები აწ წაიღეთ ყუჱლაკაი მეკობრეთა წანაღები ამის მეტსა ვერას მოგცემ ვიცი ამად გეძუნწები

1310. სახლი არ მაქუს არ ძალმაქვს გაცემა საბოძვარისა მისცა მართ სავსე ხომალდი ურიცხვი ტურფათა ლარისა უბრძანა წადით წაიღეთ გზა წავლეთ მისვე არისა ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან ძმადნაფიცარისა

ავთანდილისაგან ფრიდონის წინაშე მიწერილი წიგნი

1311. დაწერა ფრიდონ მაღალო სვესრულო მეფეთმეფეო ლომისა მსგავსო ძალგულად მზეო შუქმოიეფეო მოვლენილო და მორჭმულო მტერთა სისხლისა მჩქეფეო უმცროსმან ძმამან შორიშორ სალამი დავიყეფეო

1312. ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა ნაცვალი ჭირნახულისა კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედსახულისა დამარჩენელი ლომისა მის ქუჱსკნელს დამარხულისა

1313. იგი მზე ქაჯთა მეფესა ყავს ქაჯეთს პატიმარია მუნ მისულვა მიჩანს თამაშად თუმცა გზა საომარია ნარგიზთათ წვიმა ბროლისა წვიმს ვარდი ნაწვიმარია ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან მაგრა სპა უამარია

1314. გულმხიარული ვიხარებ ამად არ ცრემლი მმილდების სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების რაცა მოგინდეს უცილოდ იქმთ იგი არ აგცილდების არ თურე კაცმან დაგიდგნას ვეჭუ კლდეცა გაგილბილდების

1315. აწ შემინდევ ვერა გნახე შორს ამისთვის წაგიარე გზაგზა ყოვნა აღარა მცალს პატიმრად ა იგი მთვარე ადრე მოვალთ მხიარულნი ჩვენი ნახვა გაიხარე ამის მეტი რაღა გკადრო ძმასა ძმურად მოეხმარე

1316. ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია ამოდ მმსახურეს თქვენიმცა გული ამათთვის სრულია ქება რად უნდა მას ვინცა თქვენთანა ხანდაზმულია მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს ესე ბრძენთაგან თქმულია

1317. ესე უსტარი დაწერა შეკრა და წაცახვია მან მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან შესთუალა ზეპირ რაც ხამდა სრულად მართ ვითა გია მან მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან

1318. მონახა პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთუარისა მაგრამ დაგდება უმძიმდა ფატმანის გულმდუღარისა მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა

1319. ფატმან უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა იტყვიან მზეო რა გვიყავ დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა დაცაგვმარხეო ხელითა ჩვენისა დამმარხველითა

წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა

1320. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა პირმხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა ხელგანპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა

1321. მოწურვილ იყო ზაფხული ქვეყნით ამოსულა მწვანისა ვარდის ფურცლობის ნიშანი დრო მათის პაემანისა ეტლის ცუალება მზისაგან შეჯდომა სარატანისა სულთქნა რა ნახა ყვავილი მან უნახავმან ხანისა

1322. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა ვარდთა აკოცა ბაგითა მითვე ვარდისა დარითა უბრძანაგიჭურეტ თუალითა გულტკბილად შემხედვარითა მისად სანაცულოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა

1323. რა მოეგონის მოყუარე სდინდიან ცრემლნი მწარენი ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი უდაბურნი და უგზონი უცხონი რამე არენი სადაცა ნახის დახოცის ლომვეფხნი მოშამბნარენი

1324. ქუაბნი გამოჩნდეს იამა იცნა თქვა იგი კლდენია სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია ღირს ვარმცა ვნახო პირისპირ უამბო რაცა მსმენია არ მოსრულ იყოს რაღა ვქმნა ცუდ ჩემი განავლენია

1325. თუ მოსრულა უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა მინდორს სადმე წავიდოდა მხეცისაებრ ველთა ვლიდა სჯობს თუ შამბშამბ წავიარო იგონებდა იხედვიდა ესე სთქუა და მიუქცია მინდორთაკე წამოვიდა

1326. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა მართ სახელდებით უყივის ხმითა მით სიხარულითა ცოტაი წავლო გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა შამბისა პირსა ტარიელ დგას ხრმლითა მომახულითა