... (A-656), XIX ს.

1382. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა მათ სამთა შვიდნი მნათობნი ფარვენ ნათლისა სვეტითა ტარიელ შავსა ზედან ზის ტანითა მით წერწეტითა დალივნეს მტერნი ომითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა

1383. ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი და მთათა აღტყდეს ღვარია მოვა და ხევთა მოგრაგნის ისმის ზათქი და ზარია მაგრა რა ზღვათა შეერთვის მაშინ ეგრეცა წყნარია

1384. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთემიუწთომნია მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია მზე მნათობთაცა დაფარავს არცაღა ნათლად ხომნია აწ იყურებდით მსმენელნო გესმნეს ფიცხელნი ომნია

1385. სამთავე სამად გაიყვეს თვითომან თვითო კარები თანა ჰყვა კაცი სამასი ყველაი გმირთა დარები მას ღამით უქმნეს სადარნო უცთრუო არ ნაჩქარები გათენდა გაჩნდეს მიმართეს თავისთავ ქონდა ფარები

1386. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად მათ შიგანთა ვერა უგრძნეს ვერცა დახვდეს გულხმიერად გულსა შიში არა ქონდა ამოდ დგეს და ნებიერად მიდგეს გარეთ მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად

1387. ანაზდად ცხენი გაქუსლეს მათრახმან შექმნა წრიალი რა ნახნეს კარნი გაახვნეს ქალაქით გახდა ზრიალი სამთავე სამგნით მიმართეს თავსა მით უყვეს რიალი ჰკრეს ბუკსა და დაბდაბსა შეიქმნა ბუკთა ტკრციალი

1388. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა კრონოს წყრომით შემხედულმან მოიშორვა სიტკბო მზისა მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა ველნი მკვდართა ვერ იტევდეს გადიადდა ჯარი მკვდრისა

1389. კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა აბჯარსა ფხრეწდის გაცუდდა სიმაგრე ჯავშანქაფისა სამგნითვე კართა შესჯარნეს ჭირნი არ ნახეს კაფისა რა ქალაქს შეხდეს შეიქმნა სიმხარკე ციხეს სწრაფისა

1390. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს მტერნი სრულად აეწყვიდნეს სისხლნი მათნი მოეღვარნეს უყივლეს და ერთმანერთი ნახეს დიდად გაეხარნეს თქვეს ტარიელ რა იქმნაო მისად ჭვრეტად თვალნი არნეს

1391. ერთმანცა არა იცოდა ვერა ცნეს ტარიერისა ციხესა კარსა მიმართეს რიდი არ ქონდა მტერისა მუნ ნახეს რიყე აბჯრისა ნალეწი ხრმალთა წვერისა ათი ათასი ნობათი უსულო მზგავსი მტვერისა

1392. ციხისა მცველი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული თავით ფერხამდის დაჭრილი აბჯარი მუნ დახეული ციხისა კარნი გახმულნი კართა ნალეწი სრეული სცნეს ნაქმრად ტარიელისად თქვეს საქმე არს მისეული

1393. გზანი დახვდეს შეკაფულნი შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა მუზარადი მოეხადა შვენის აკრვა თმასა ლელსა მკერდი მკერდსა შეეწება გარდაეჭდო ყელი ყელსა

1394. ეხვეოდეს ერთმანერთსა აკოცონ და ცრემლნი ღვარნენ ამას ჰგვანდეს ოდეს ერთგან მუშთარ ზუალ შეიყარნენ მზე რა ვარდსა შემოადგეს დაშვენდენ და შუქნი არნენ აქანამდის ჭირნახულთა ამას იქით გაიხარნენ

1395. მათ ერთმანერთსა აკოცეს დგანან ყელგარდაჭდობილნი კვლავ შეეწებნეს ხშირხშირად ვარდნი ბაგეთა პობილნი აწ ესენიცა გავიდეს შეკრბეს სამნივე ძმობილნი მას მზესა მისცეს სალამი წადგეს მართ ვითა ხმობილნი

1396. მზე მოეგება პირითა ტურფითა მოცინარითა აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა ორნივე ერთგან უბნობდეს ტურფითა საუბარითა

1397. ტარიელსცა უსალამეს მას ალვისა მორჩსა ვით ხეს მიულოცეს გამარჯვება ერთმანერთი მოკითხეს არა სჭირდა არ ინებეს რომ აბჯარი არ გაითხეს თავნი მათნი გაალომნეს მათი მბრძოლნი იშვლე ითხეს

1398. სამასისა კაცისაგან ასსამოცი შეყოლოდა ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა მაგრა ერთკერძ უხაროდა მონახეს და არ აცოცხლეს რაცა მბრძოლი დარჩომოდა რომე ჰპოვეს საჭურჭლენი აწმცა თვალვით ვით ითქმოდა

1399. მოკრიფეს ჯორი აქლემი რაცა ვით ჰპოვეს მალები სამიათასსა აკიდეს მარგალიტი და თვალები თვალი ყველაი დათლილი იაგუნდი და ლალები იგი მზე შესვეს კუბოსა არს მათგან განაკრძალები

1400. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია წამოიყვანეს იგი მზე მათიღა წაგვრა ძნელია ზღვათა ქალაქსა დამართეს თუცა გზა მუნით გრძელია თქვეს ფატმან ვნახოთ მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია

1401. ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი შესთვალა მოვალ ტარიელ მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე ჩემი ლახვართა მსობელი მწადიან გნახნე პატივით ვითა მამა და მშობელი