... (A-656), XIX ს.

1499. თუ შეგერთო ერთი მონა თქვენთვის არცა მაშინ მშურდა ვინ მცა გკადრა შეცილება უშმაგო მცა ვით მოგმდურდა თუ ავთანდილ არ მიყვარდა ასრე მისთვის რად მომსურდა დია ღ~თო წინაშე ვარ ესე ჩემგან დადასტურდა

1500. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა დადრკა მდაბლად ეთაყვანა პირსა ზედან დაეფინა კვლავ მეფემან თაყვანისსცა წამორევლო წადგა წინა ერთმანერთი მოიმადლეს მართ ერთსაცა არ ეწყინა

1501. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის მახარობლად გაექანა ესდენ დიდი სიხარული გაეხარნეს მასცა განა წავიდა და წამოუძღვა მოიყვანა მოყვა თანა მაგრა ირცხვის მეფისაგან შუქი ბნელად მოევანა

1502. მეფე ადგა მოეგება ყმა გარდახდა რა მივიდა ხელთა ჰქონდა ხელმანდილი პირსა მითა იფარვიდა მზე ღრუბელსა მოფარვოდა ქუშდებოდა ვარდსა ზრვიდა მაგრა მისსა შვენებასა რა მცა ვითა დაფარვიდა

1503. მეფე კოცნასა ლამოდა აღარა ცრემლნი სდენიან ავთანდილ ფერხთა ეხვევის შუქნი ქვე დაუფენიან უბრძანა ადექ ნუ ირცხვი შენ ზნენი გამოგჩენიან რადგან მერჩიო ნუ მერცხვი გაე რასაღა გრცხვენიან

1504. მოეხვია გარდუკოცნა მას პირისა არემარე ვინ გიშერი დააჯოგა და წამწამი არემარე დამივსეო ცეცხლი ცხელი მაგრა წყალი არე მარე ვინ გიშერი დააჯოგა და წამწამი არემარე

1505. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა ახლოს უზის ეუბნების აკოცებს და უჭვრეტს პირსა იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიხვდა ვითა ღირსა მაშინღაა ლხინი ამო რა გარდიხდის კაცი ჭირსა

1506. ყმა მეფესა მოახსენებს მიკვირს სხვასა რად რას ბრძანებ რად არ გინდა ნახვა მზისა ანუ რადღა აგვიანებ მიეგებვი მხიარული სახლსა თქვენსა მოიყვანებ შემოიმოს შუქთა მისთა ნათლად გარე მოივანებ

1507. ტარიელსცა მოახსენა შესხდეს ქალსა მიეგებნეს მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს მიხვდეს მათსა საწადელსა იგი პოვეს რაცა ძებნეს ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა არა ცუდად წელთა ებნეს

1508. მეფემან ქალს უსალამა მან შორით გარდახდომილმან დაჰყვნა თვალნი ელვამან მისთა ღაწვთაგან კრთომილმან გამოეგება აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან დაუწყო ქება მეფემან თვით ვერას ვერმიხვდომილმან

1509. ეტყვის მზეო ვითა გაქო ნათელო და დარიანო შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო მზიანო და მთვარიანო ეტლად რაო და რიანო თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით არ ვარდნო და არ იანო

1510. გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა ვით მზემან დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭვრეტითა ლხენასა სითცა გამოჩნდის იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა

1511. შინა წავიდეს ყოველნი შესხდეს თავისა დარებად ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად არ მიიხვდომვის სიტურფე არს მათგან მიუმხვდარებად ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად არებად

1512. შინა წავიდნენ ყოველნი შესხდნენ თავისა დარებად ჰქონდათ შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებლად არ მიიხდომის სიტურფე არს მათგან მიუმხვდაებლად ადრე მივიდეს მეფისა ახლად სამყოფლად სარებლად

1513. შევიდეს ნახეს თინათინ მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა სკიპტროსან გვირგვინოსანსა შვენოდა ცმა პორფირისა მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა შევიდა მეფე ინდოთა იგი მზე მსგავსი გმირისა

1514. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს მოეგებნეს აკოცეს და საუბარი დააამეს იგი სახლი გაანათლეს არ ნათელი შეაღამეს ბროლ ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს

1515. თინათინ ზედა იწვივნა ტახტსა მეფეთა ზეთასა ტარიელ უთხრა შენ დაჯე სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ მზესა მზეთასა

1516. ორთავე ხელი მოჰკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა გვერდსა დაუსვეს ავთანდილ სურვილსა მოეკლა ვისსა უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა ნუ ეჭუ მიჯნურთა მათებრთა ნუცა თუ რამინს და ვისსა

1517. ქალსა შესწბა გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე და გამო გულმან კრთომა მეფე ეტყვის შვილო ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა ბრძენთა უთქვამს სიყვარული ბოლოდ მისი არწახდომა

1518. აწ შვილო ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა სვესვიანობა დიდობა კვლავ ჭირთა გარდუხდელობა ცამცა ნუ შეგცვლის მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა თქვენით ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა