... (A-656), XIX ს.

1460. ტარიელ უთხრა სიცილით მან მზემან შუქნაფენამან ხელი მოჰკიდა ავთანდილს ამართა ააყენა მან მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან მაგრა სჯობს შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან

1461. დია მძულს მეტი მოყვრისა შიში კრძალვა და რიდობა მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულმძიმობა დიდობა თუ მოყვარია გულისა ქნას ჩემკენ მონაზიდობა თვარა მე ჩემდა იგ მისდა დია სჯობს კიდისკიდობა

1462. მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა არ ეწყინების სტუმრობა შენისა ჩემ შემყრელისა რამცა რა ვკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა

1463. ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით რადგან ბოლო შეყრავეა სიშორესა ვით ეთნებით დააშვენეთ ერთმანერთი თავისთავის ნუ დასჭნებით

1464. რა ავთანდილ ტარიასგან ცნა წასლვასა არ დაშლიდა არა ჰკადრა შეცილება საუბარსა ზედა რთვიდა ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა თანა წაჰყვა გაღანამცა მათ თანავე გზასა ვლიდა

ტარიელისაგან ქვაბსავე მისვლა და საჭურჭლეთა ნახვა

1465. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენ დიონოს გააცხადებს ღ~თი კარგსა მოავლინებს ავ ბოროტსა არ დაბადებს ავსა წამერთ შეამოკლებს კარგსა ხანგრძლად გააკვლავდებს თავსა მისსა უკეთესსა უზადოყოფს არ აზადებს

1466. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი იგი მზენი თანა მიყავს პირი მზისა ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი დანათხზენი მუნ ბადახშსა აშვენებდეს სინატიფე სინაზენი

1467. იგი მზე უჯდა კუბოსა და ეგრე არონინებდეს მინადირობდეს ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს სადაცა დახვდის ქვეყანა მჭვრეტელთა მოალხინებდეს მოეგებნიან სძღვნობდიან აქებდეს არ აგინებდეს

1468. მას გვანდეს თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა ბრძნად მოუბარეთა შიგან მათ დიდთა მინდორთა ყოვლგნით კაცმიუმხვდარეთა სად ყოფილიყო ტარიელ მიხვდეს მის კლდისა არეთა

1469. ტარიელ ბრძანა მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ მჭირდა სადამდის ხელობა მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან მას უც ხორცისა ხმელობა მე რომე გიძღვნი ტურფათა აქოთ ლარისა ჭრელობა

1470. მივიდეს შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა ასმათს უცს ხორცი ირმისა იქმს მასპინძლობაკვეთასა ამხანაგობდეს ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა მოიარეს ქვაბოვანი შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა

1471. მოიარეს ქვაბოვანი თამაშობდეს მხიარულნი ჰპოვნეს იგი საჭურჭლენი ტარიასგან დაბეჭდულნი ვერცა ვისგან დანათვალნი ვერცა ვისგან შეგებულნი არ იტყვიან არა გვაქვსო იგ ამისთვის გულნაკლულნი

1472. უბოძა ტურფა მრავალნი მათ მათი შესადარები კვლავ ფრიდონისნი აავსნა სპა ყვა თუ სპასალარები აივსო კაცი ყველაი მაშინ მათ თანა ნარები მაგრა ძეს რომე საჭურჭლე გვანდა კაცდაუკარები

1473. ფრიდონს უთხრა ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების მაგრა თქმულა კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების შენი იყოს ყველაკაი შენ წაიღე ვითა გხვდების

1474. ფრიდონ მდაბლად თაყვანისცა ჰკადრა მადლი მეტისმეტი მე მეფეო რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს ვინმცა იყო ვითა კეტი ჩემი ლხინი მუნამდისა ვირე ვიყო შენი მჭვრეტი

1475. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად აწ მუნითცა გაემართნეს არაბეთით მივლად გზისად ავთანდილა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად

1476. მიხვდეს არაბთა საზღვარსა რა ვლეს მრავალნი ხანები დახვდა სოფლები ციხები ხშირ ხშირად თანისთანები მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები

1477. ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა შესთვალა გკადრებ მეფეო სურვილთა სიიეფესა მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქვენსა სეფესა გიჩვენებ ვარდსა კოკობსა უფრჭვნელსა მოუკრეფესა

1478. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა ცდა შეპყრობისა ავი ქმენ შემოტევება ცხენისა მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა დავხოცე მონა მრავალი მსახური სრისა თქვენისა