... (A-656), XIX ს.

1440. იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა აივსო სახლი სტავრითა და ოქსინოთა ლბილითა ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყვითა ტკბილითა

1441. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა ყოველ დღესა მიართმიდის უფასოსა ძღვენსა მზასა დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა აჰა მიხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა

1442. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღეერთ სიტყვები გულისა არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა არ გემუქფების სიცოცხლე არცა მოცემა სულისა მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა

1443. ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება შენ მიდი კითხე რა უნდა მან ქმნას ამისი ცხადება ვითა დამივსო სახმილი ეგრე მისიცა კმა დება

1444. უთხრა ძმაო რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირნახულსა ღმერთი მოგცემს წყალობასა მისგან ზეცით შესახულსა თუ ვერა ვიქ საწადელსა შენსა შენთვის გაზრახულსა არა ვნახავ სახლსა ჩემსა არ დარბაზსა არცა ხულსა

1445. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა ანუ რით მოგეხმარები ვარჩევ წავიდეთ არაბეთს იყავ ჩემიცა მარები ტკბილი სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა საომარები თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ მე ჩემსა არ ვექმარები

1446. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა მას გაეცინნეს გაღიმდა შვენოდა მხიარულობა თქვა თუ მეშველი რად გვინდა მჭირს არავისგან წყლულობა ჩემი მზე არცა ქაჯთა ყავს არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა

1447. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღმრთისა ნებითა საკრძალავი და უკადრი ლაღი არვისგან ვნებითა არცა რა უმძიმს ქაჯთაგან არცა გრძნეულთა გრძნებითა მას ზედან შველა რად მინდა რად მეჭვ რასაცა თნებითა

1448. რა მოვა ჩემთვის განგება ზეცით მოსრულნი ზენანი ღ~თი აწადებს მომივლენ გულსა სახმილთა ლხენანი მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი უმისჟამისოდ ცუდნია ჩემგან მი და მო რბენანი

1449. მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი ჩემგან თხრობილი მადლი რად უნდა მეფეო ხარ რაზომ გინდა ლმობილი ვარ მუცლითგანვე დედისათ თქვენად სამონოდ შობილი ღ~თნ მუნამდის მიწა მყოს ვირ მეფე იყო ცნობილი

1450. გებრძანა შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა მუნა მე ხრმალი არ მიკვეთს არცა სივრცელე ენისა მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა

1451. ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე ინდოეთს გნახო მორჭმული საჯდომთა ზედა მჯდომარე გვერდსავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე მებრძოლნი თქვენნი მოგესრნენ არვინ ჩნდეს მუნ მეომარე

1452. რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი მაშინღა მივალ არაბეთს მომხვდენ მის მზისა ხლებანი ოდესცა სწადდეს დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი სხვად თქვენგან არა არ მინდა მძულან რასაცა თნებანი

1453. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი მან ბრძანა მაგას არა ვიქმ ამას არ უნდა მისანი ვითა მან ჰპოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალგულნი ძმისანი

1454. მიდი უთხარ ჩემ მაგიერ სიტყვა ჩემგან არნათნები მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები ვეჭვ მრავალი დამეხოცოს მონა მისგან საყვარლები ვითხოვ ხოლე შენდობასა ეგეთივე მოვბრუნდები

1455. ესე უთხარ ამის მეტსა მოციქულობ ნურას ნუო ხვალე წასლვა არ დავშალო არცა საქმე გავათუო მე არ მიზამს არაბთ მეფე რომე სიტყვა გავაცრუო ამოდ ვსთხოვო ქალი მისი შევეხვეწო შევაგუო

1456. უანბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა არ დადგებისო ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა მას დაუმძიმდა მოედვა კვლავ გულსა კვამლ ალმულობა ასრე ხამს რიდი მეფეთა ყმათაგან მოკრძალულობა

1457. ავთანდილ მივა მუხლმოყრით ტარიას შესახვეწელად ფერხთა ეხვევის აკოცებს აღარ შეხედავს ზე წელად ეტყვის კმა რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად კვლავ ანუ მის ერთგულობისა გამტეხლად დაცამლეწელად

1458. რასაცა ლამი არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია მე მისთვის ხელი ვით გავძრა ვინ ჩემთვის ფერ ნამკრთალია ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია

1459. ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს ვაჲ თუ გაწყრეს გაგულისდეს კუშტი გულსა შეაურვებს ამბავსაცა დამიძვირებს ჭვრეტისათვის მომასურვებს შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს