... (A-656), XIX ს.

ამა ამბისა დასაწყისი პირველი მოსახსენებლად მშვენიერი სწავლისათვი მოშაირეთასა ტარიელისა და ნესტან დარეჯანის ვეფხისტყაოსნიბით უხმობენ

1. რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა ზეგარდმო არსნი სულითა ჰყვნა ზეცით მონაბერითა ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთვალავით ფერითა მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა

2. ჱე ღმერთო ერთო შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა შენ დამიფარე ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდიდმდე გასატანისა ცოდვათა შემსუბუქება მუნ თანა წასატანისა

3. ვის შვენის ლომსა ხმარება შუბისა ფარ შიმშერისა მეფისა მზის თამარისა ღაწვ ბადახშ თმა გიშერისა მას არა ვიცი შევჰკადრო შესხმა ხოტბისა შერისა რისა ვისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ მიშერისა

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ დათხეული თქვენი ქებანი ვისნი მე არ ავად გამორჩეული მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული ვინცა ისმინოს დაესვას ლახვარი გულსა ხეული

5. მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა ქება წარბთა და წამწამთა თმათა და ბაგე კბილისა ბროლ ბადახჩისა თლილისა მის მიჯრით მიწყობილისა გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა

6. აწ ენა მინდა გამოთქმად გული და ხელოვანება ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს მივსცე გონება მით შევეწივნეთ ტარიელს ტურფადცა უნდა ხსენება მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება

7. მო დავსხდეთ ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობელი მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი დავჯექ რუსთველმან გავლექსე მისთვის გულს ლახვარსობილი აქამდის ამბად ნათქვამი აწ მარგალიტი წყობილი

8. მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს მართ ვითა მზეობა სიბრძნე სიუხვე სიმდიდრე სიყმე და მოცალეობა ენა გონება დათმობა მძლეთა მებრძოლთა მძლეობა ვისცა ეს სრულად არა სჭირს აკლია მიჯნურთ ზნეობა

9. მიჯნურობა არის ტურფა საცოდნელად ძნელი გვარი მიჯნურობა სხვა რამეა არ სიძვისა დასადარი იგი სხვაა სიძვა სხვაა შუა უზის დიდი ზღვარი ნუვინ გარევთ ერთმანერთსა გესმის ჩემი ნაუბარი

10. ხამს მიჯნური ხანიერი არ მეძავი ბილწი მრუში რა მოშორდეს მოყვარესა გაამრავლოს სულთქმა უში გული ერთსა დააჯეროს კუშტი მიხვდეს თუნდა ქუში მძულს უგულო სიყვარული ხვევნა კოცნა მტლაშიმტლუში

11. ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა სთმობდეს გაყრისა თმობასა ესე მღერასა ბედითსა გავს ვაჟთა ყმაწვილობასა კარგი მიჯნური იგია ვინ იქს სოფლისა თმობასა

12. არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა ჭირთა მალვა თავისწინა იგონებდეს ნიადაგმცა ქონდა ხალვა შორით ბნედა შორით კვდომა შორით დაგვა შორით ალვა დასთმოს წყრომა მეფეთაგან მისი ქონდეს შიში კრძალვა

13. ხამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს არ ბედითად ჰაი ზმიდეს მოყვარესა აყივნებდეს არსით აჩნდეს მიჯნურობა არასადა იფერებდეს მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს

14. მას უშმაგო ვით მიენდოს ვინ მოყვარე გაამჩივნოს ამის მეტი რამცა ირგო მას ავნოს და თვითცა ივნოს რათამცაღა ასახელოს რა სიტყვითა მოაყივნოს რა გავა თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს

15. მე რუსთველი ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი ვის მორჩილობს ჯარი სპათა მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი დავუძლურდი მიჯნურთათვის კვლავ წამალი არსით არი ანუ მომცეს განკურნება ანუ მიწა მე სამარი

16. ესე ანბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები ვით მარგალიტი ობოლი ხელითხელ საგოგმანები ვჰპოვე და ლექსად გარდავთქვი საქმე ვქმენ საჭოჭმანები ჩემმან ხელმქმნელმან დავემრთოს ლაღმან და ლამაზმან ნები

17. თვალთა მისგან უნათლოთა ანატრამცა ახლად ჩენა აჰა გული გამიჯნურდა მიხვდომია ველთა რბენა მიაჯეთ ვინ ხორცთა დაწვა კმარის მისცეს სულთა ლხენა სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა

18. რაცა ვის რა ბედმან მისცეს დასჯერდეს და მას უბნობდეს მუშა მიწყივ მუშაკობდეს მეომარი გულოვნობდეს კულავ მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს არცა ვისგან დაიწუნოს არცა სხვასა უწუნობდეს

19. შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი სამხთო საღმრთოდ გასაგონი მსმენელთათვის დიდი მარგი კვლავ აქაცა ეამების ვინცა ისმენს კაცი ვარგი გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად კარგი