... (A-656), XIX ს.

1558. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე სამეფოსა ეპატრონე მუნ ღამე გვმსახურებდი თავი შენი დაგვამონე ასმათ ფერხნი გარდუკოცნა შენგანაო ჩემი ღონე მონობისა უკეთესი რამც ვიშოვე რამც ვიქონე

1559. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია თამაშობდიან უსახო მოუდიოდის ძღვენია რა მარგალიტი ღარიბი რა უკეთესი ცხენია მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია

1560. ტარიელ სცნა ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა უბრძანებდა გული შენი განაღამცა მომემდურვა აწ ვაგლახ მე ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა მოგშორდები საწუთრომან ლხინი ესე დამიშურვა

1561. კვლავ ფრიდონცა დაეთხოვა წავიდეო სახლსა ჩემსა ზედასზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა თქვენთვის ასრე მომსურდების წყაროსათვის ვით ირემსა

1562. როსტანისთვის წაატანა ძღვნად ტურფა ჯუბაჩები კვლავ ჭურჭელი თვალთა თლილთა არ კოვზები არ ჩამჩები ჩემ მაგიერ მიუტანე წაო ნურას მეურჩები ავთანდილ თქვა არა ვიცი მე უშენოდ ვით დავრჩები

1563. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე რომე ჩაცმა დაბურვასა ვინმც ღირს იყო მათგან კიდე ერთი თვალი წამღებელსა ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე ღამე მზეებრ გაანათლის ჩნდის სადაცა შეხედვიდე

1564. ავთანდილ შეჯდა წავიდა ტარიას გაესალამა იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეცხლისა ალამა სრულად ინდონი მისტირან ცრემლმან მინდორი დალამა ავთანდილ იტყვის მომკლაო სოფლისა მე სამსალამა

1565. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი გზამან გაყარნა წავიდეს თავისთავ ანატირენი კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი ავთანდილ მიხდა არაბეთს ნახნა არ ცუდნი ჭირენი

1566. გამოეგებნეს არაბნი სამეფო დააშვენა მან ნახა მზე მისი მირიდა მისთა სურვილთა წყენამან მას თანა ტახატსა დავეჯდა ალხინა მჭვრეტთა ლხენამან გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან

1567. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს ერთმანერთსა ნახვიდიან საწადელნი გაუსრულდეს ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა დავეწყლულდეს მოიმატნეს სამეფონი გახელმწიფდეს გამორჭმულდეს

1568. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლ ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს ავთა მქმნელნი დააშინნეს კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს

1569. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა გარდახდეს გავლეს სოფელი ნახეთ სიმუხთლე ჟამისა ვის გრძლად გონია მისთვისცა არის ერთისა წამისა ვსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა

1570. ქართველთა ღმრთისა დავითის ვის მზე მსახურებს სარებლად ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად ორგულთა მათთა დამწველად ერთგულთა გამახარებლად

1571. დავითის ქნანი ვითა ვთქვი სიჩალხე სიხაფეთანი ესე ამბავნი უცხონი უცხოთა ხელმწიფეთანი პირველ ზნენი და საქმენი ქებანი მათ მეფეთანი ვპოვე და ლექსად გარდავთქვენ ამითა ვილაყფეთანი

1572. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი რასა ვინ ეძებთ რას აქნევთ ბედია მაყივნებელი ვის არ შეუცვლის კარგია ორისავ იყოს მხლებელი

1573. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა აბდულმესია შავთელსა ლექსი მას უქეს რომელსა დილარგეთ სარგის თმოგველსა მას ენადაუშრომელსა ტარიელ მისსა რუსთველსა მისთვის ცრემლ შეუშრომელსა

1574. აწ დაიბეჭდა სტამბაში პირველ ნაწერი ხელისა ნაწერი ესე ლამაზი ვითამ სტამბა მთელისა ხელმწიფის ნიკოლოზის ბრძანებით და სიბრძით კეთილ მქნელისა ნაღვაწი ქუთაის სასულიეროს მოწაფის მწერალი მიქიაშვილისა

1575. დაესრულა ესე წიგნი ქორონიკონს უნსა სმულსა ყველაკასა უხაროდა რიტორსა და ხმა უსულოსა სამღოთა და საეროცა ვისცა აქვს სმენა გულსა უსწავლელსა სიბრძნეს მისცემს გონიერსა გულს უსრულსა