... (A-656), XIX ს.

1306. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა მართ სახელდებით უყივის ხმითა მით სიხარულითა ცოტაი წავლო გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა შამბისა პირსა ტარიელ დგა ხრმლითა მომახულითა

1307. ტარიელს ლომი მოეკლა მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა შამბისა პირსა ქვეითი დგა ცხენი არა ხლებოდა ყივილი ავთანდილისა ესმოდა ეოცებოდა შეხედნა იცნა გაიქცა მისკე მირბოდა ხლტებოდა

1308. ხრმალი გატყორცა ტარიელ მიმართა მისსა ძმობილსა ყმა ცხენისაგან გარდიჭრა ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა მათ ერთმანერთსა აკოცეს ჰგვანან ყელგარდაჭდობილსა ხმა შაქრის ფერად გაუხდა ვარდსა ხშირ ხშირად პობილსა

1309. ტარიელ მოსთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი მჭევრები სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს ნაკადი ბევრები რადგან შენ გნახე რა მგამა პატიჟი მჭირდეს მევ რები

1310. ტარიელ სტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა გაღიმდის ძოწნი გააპის კბილთაგან ელვა კრთებოდა ეტყოდა ვსცანო ამბავი შენ რომე გეამებოდა აწ გაახლდების ყვავილი ვარდი აქამდის ჭნებოდა

1311. ტარიელ უთხრა ჰე ძმაო კმა არს დღეს რაცა მლხენია ყოველი ჩემი სალხინო მინახავს ნახვა შენია სხვად ნუ ჰყოს ღმერთმან წამალი არცა რა მოგისმენია კაცმანმცა სოფელს ვით პოვა რაცა არ საქმე ზენია

1312. რა ტარიელ არ შესჯერდა ავთანდილცა არ დაწყნარდა მის ანბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო აუჩქარდა გამოიღო რიდე მისცა ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა რა ტარიელ ნახა იცნა გამოუღო შემოვარდა

1313. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან პირსა დაიდვა დაეცა ვარდმან ფერითა მკრთალამან სულნი გაექცეს მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ ყაენ ვერცა სალამან

1314. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს უსულოდ ქვემდებარესა შეფრინდა შველად მიმართა მას ტკბილად მოუბარესა ვერა ვერ არგო დამწვარსა სრულად ცეცხლ ნადებარესა მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა

1315. ავთანდილ დაჯდა ტირილად ტირს ხმითა შვენიერითა ყორანსა გაგლეჯს ხშირ ხშირად აფრთხობს ბროლისა ჭერითა გახეთქა ლალი გათლილი ანდამატისა კვერითა მუნით წყარონი გამოხდეს ძოწსა ვამსგავსენ ფერითა

1316. პირსა იხოკს ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა რაცა ვქენო არ უქნია არცა შმაგსა არცა რეტსა წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტისმეტსა

1317. მე მოვკალ ჩემი მოყვარე რა მმართებს გაწბილებულსა თავსა ვაბრალობ საქმესა არ დასმით გაგონებულსა ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა თქმულა სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა

1318. უცნობოქმნილი ტარიელ ძევს მსგავსად ნატუსალისად ავთანდილ ადგა გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად მან ჰპოვა სისხლი ლომისა მოაქვს სავსებლად ალისად მკერდსა დაასხა გავეხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად

1319. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა ტარიელ შეკრთა შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა თვალნი აახვნა მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა მზისაგან შუქნაკრთომისა

1320. ზამთარი ვარდთა გაახმობს ფურცელნი შთამოსცვივიან ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს გვალვასა ჩივიან მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან სიცხე სწვავს ყინვა დააზრობს წყლულნი ორჯერვე სტკივიან

1321. აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა ხელია მიწყივ წყლულდების საწუთრო მისი აროდეს მრთელია იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისა მტერია

1322. ტარიელ ნახა ნაწერი კვლავცა მკვლელისა მისისა იკითხავს თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა დაუყვის ცრემლმან სინათლე ბნელად ჩანს შუქი დღისისა ავთანდილ ადგა დაუწყო თხრობა სიტყვისა მქისისა

1323. იტყვის თუ ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად აწ რადღა გვმართებს ტირილი ხამს დავსხდეთ ქმნად ღიმილისად ადეგ წავიდეთ საძებრად მის მზისა წახდომილისად ადრე მიგიყვან მიყვანა არს შენგან მონდომილი სად

1324. ვითა გვმართებს გახარება პირველ აგრე გავიხარნეთ მერმე შევსხდეთ გავემართნეთ ქაჯეთისკე თავნი ვარნეთ ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ მათნი ზურგით დავიყარნეთ უჭირველნი შემოვიქცეთ იგი მძორთა დავადარნეთ

1325. მერმე ტარიელ ამბავსა კითხავს აღარა ჰბნდებოდა შეხედნის თვალნი ამართნის შავთეთრი ელვა კრთებოდა მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა ვინ ღირსა თუ მცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა