... (A-656), XIX ს.

1346. აქა მხატვარო დახატე ძმად უმტკიცესნი ძმობილნი იგი მიჯნურნი მნათობნი სხვასა ვერვისგან სწრობილი ორნივე გმირნი მოყმენი მამაცობისა ცნობილი რა ქაჯეთს მივლენ გასინჯოთ ომი ლახვართა სობილნი

ტარიელისა და ავთანდილისგან წასლვა ფრიდონისასა

1347. რა გათენდა გაემართნეს წაიტანეს ასმათ თანა ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა არ უძღვანა ავთანდილ კმა ყოლაუზად სხვა მცა ვინღა წაიტანა

1348. იარეს და ზედან შეხდეს ნურადინის მეჯოგეთა ჯოგი ნახეს მოეწონა ფრიდონისთვის ეაგეთა მუნ ავთანდილს ჰინდო ეტყვის გაქმნევ კარგთა სიშმაგეთა მოდი ფრიდონს ველაღობნეთ ჯოგსა მისსა მოვადგეთა

1349. ჯოგი წავუღოთ მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად გამოემართვის საომრად ველთა სისხლისა დაღებად ანაზდად გვიცნობს გაკრთების გულსა შელამის დაღებად ამოა კარგი ლაღობა ლაღსა შევეიქმს ლაღებად

1350. დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა ეკრა კვესებსა უყივლეს ვინ ხართ მოყმენო ვინ იქმთ საქმესა ზესებსა ჯოგი მისია ვინ მტერსა კრავს ხრმალსა არ აკვნესებსა

1351. მათ მშვილდები დაიწვადეს მეჯოგეთა გაეკიდნეს მეჯოგენი მიიზახდეს ხმანი მათნი გაადიდნეს გვიშველეთო გვიშველეთო მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს ხმა შეიქმნა შეიყარნეს ფრიდონს კადრეს არ დარიდნეს

1352. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა შეკაზმული გამოვიდა ხმა შეიქმნა შეიყარნეს რაზმი ველთა დაჰფარვიდა იგი მზენი მოეგებნეს ვის ზამთარი ვერ დაზრვიდა დაეხურათ ზარადები პირსა მათსა უფარვიდა

1353. რა ტარიელ ფრიდონ იცნა თქვა ვნახეო ვინცა მინა მუზარადი მოიხადა გაიკთიმა გაიცინა ფრიდონს უთხრა რასა ლამი ჩვენი მოსლვა რას გეწყინა პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა

1354. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა დავარდა და თაყვანისსცა იგინიცა გარდახდეს და მოეხვივნეს აკოცესცა ფრიდონ ღმერთსა ხელაპყრობით უსაზომო მადლი მისცა დიდებულნი აკოცებდეს იცნობდიან იგი ვისცა

1355. ფრიდონ უთხრა რათა სდეგით მოგელოდი უწინარე მე მზა ვარო სამსახური თქვენი რა მცა დავიზარე გვანდა თუ მცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი ერთი მთვარე ერთმანერთი დააშვენეს გაემართნეს იქცეს გარე

1356. ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე ტურფად გებულსა ტარიელ დაჯდა საჯდომსა ოქსინოგარდაგებულსა ახლოს დაისვამს ავთანდილს მისსა ძმადშეფიცებულსა მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა

1357. უთხრეს ჯერთ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია მან დასდვა პირი მიწასა არ დაიყოვნა ხანია ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია

1358. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა აბანოს ბანნა აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა დამოსნა ტურფა ტურფითა ერთმანერთისა მჯობითა თვალმარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა

1359. უთხრა თუ ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა ჰგავს მომწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა ვითა ხელისა მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა წავლა სჯობს გზისა გრძელისა თუ ქაჯნი მოგვესწრებიან საეჭვი არს სიძნელისა

1360. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა კარგნი გვინდან და ცოტანი სამასი კაცი გვეყოფის წავიდეთ მართ მეოტანი ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა მეომართ დავაგნეთ ხრმალთა კოტანი მას ადრე ვპოვებთ ვისიცა მოგვკლავს ალვისა მო ტანი

1361. ქაჯეთს ერთხელ მეც ყოფილ ვარ ნახავთ თქვენცა გემაგრების ყოვლგნით კლდეა გარეშემო მტერი ვერა მოადგების თუ იდუმალ არ შევუხვალთ ცხადად შებმა არ ეგების მით ლაშქარი არად გვინდა რაზმი მალვით ვერ მოგვყვების

1362. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა მუნ დააგდეს ქალი ასმათ ფრიდონ მისცემს საჩუქარსა თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს გმირთა დარსა ბოლოდ ღ~თი გაუმარჯვებს ყოვლსა პირველ შენაზარსა

1363. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა ფრიდონ გზა იცის იარეს დღისით და ღამით რებულთა ფრიდონ თქვა ვახლავთ არეთა ჩვენ ქაჯეთს მიახლებულთა აქადგან ღამით ვლა გვინდა მით არას გამჟღავნებულთა

1364. ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ზმიდიან რა გაუთენდის დადგიან და ღამით ფიცხლად ვლიდიან მივიდეს აჩნდა ქალაქი მცველთა ვერ დასთვალვიდიან გარე კლდე იყო გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან