... (A-656), XIX ს.

1326. ავთანდილს მადლი უბრძანა ქმნა უყო საუბარისა მე შენი ქება ვითა ვთქვა ბრძენთაგან საქებარისა ვითა ზე მთისა წყარომან მომრწყე ყვავილი ბარისა დამწყვიდე დენა ცრემლისა ნარგისთა ნაგუბარისა

1327. მე ვერა გიყო ნაცვალსა ღმერთი გარდიხდის ციერი ზეგარდმოთ მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი შესხდეს და შინა წავიდეს მათ ლხინი ქონდა ძლიერი აწ გავეაძღოს სოფელმან ასმათ ადრითგან მშიერი

1328. ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის არბარგოსანი შეხედნა იცნა ტარიელ თანა ყმა ჭარმაგოსანი ორნივე ტურფად იმღერდეს ვით იადონი მგოსანი მაშინვე იცნა ავარდა მოშლილი პერანგოსანი

1329. აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა ზარაღებული ავარდა ცნობა უც ვითა მთრვალისა არ იცის სმენა ანბისა ჯერთ მისგან სასურვალისა

1330. მათ რა ნახეს შემოყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით ჰე ასმათო მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით ვჰპოვეთ მთვარე დაკარგული რაცა გვწადდა იგი ვქმენით აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით

1331. ავთანდილ ცხენსა გარდახდა ასმათის მოსახვევლად მან მიჰყო ხელი ალვასა შტო მოყვა მოსარხევლად ყელსა და პირსა აკოცებს არის ცრემლისა მფრქვეველად რა სცანო რა ჰქენ მიამბე ვსტირ შენი მოაჯე ველად

1332. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა ალვისა შტოდამჭნარისა მთვარისა ფერმიხდილისა უთხრა თუ ნახე ნაწერი მის პატიჟგარდახდილისა მზე მოგვეახლა მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა

1333. ასმათ რა ნახა უსტარი ცნა მისი დანაწერობა გაჰკვირდა ზარმან აიღო ათრთოლებს ვითა ხელობა ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა იტყვის რა ვნახე რა მესმის არს მცა ამისი მრთელობა

1334. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის ეგე ამბავი მრთელია ლხინი მოგვეცა მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია მზე მოგვეახლა უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია

1335. ჰინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა ერთმანერთსა ეხვეოდეს სიხარული ატირებდა ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა კაცსა ღ~თი არ გასწირავს თუმცა კაცი შეიგებდა

1336. ღ~თსა მისცეს დიდი მადლი თქვეს გვიყოო რაცა სჯობდა აწღა ვცანით უარესსა პირი თქვენი არ გაბრჭობდა ჰინდოთ მეფე მხიარული ხელგანპყრობით ამას ხმობდა ქვაბს შევიდეს მხიარულნი ასმათ რასმე მასპინძლობდა

1337. ტარიელ ეტყვის ავთანდილს ისმინე სიტყვა ასები გიანბობ რასმე ამბავსა მოამბვედ ნუ გენასები მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ დავხოცე დევთა დასები მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირნაფასები

1338. მე აგრე არა მინახავს მართ ვითა არა მნდომია მოდი და გავხსნათ შევიგნეთ საჭურჭლე თუ რა ზომია იამა ადგეს ორნივე არცა ქვე ასმათ მჯდომია დალეწეს კარი ორმოცი მათგან არ ზედა ომია

1339. ჰპოვეს საჭურჭლე უსახო კვლავ უნახავი თვალისა მუნ იდვა რიყე თვალისა ხელწმიდად განათალისა ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა ვერვისგან დანათვალისა

1340. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი ჰპოვეს ერთი ზარდახანა აბჯრისათვის სახლად ქმნილი მუნ აბჯარი ყოვლიფერი ასრე იდვა ვითა მწნილი შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდული არგახსნილი

1341. ზედა ეწერა აქა ძეს აბჯარი საკვირველიო ჯაჭვ მუზარადი ალმასი ხრმალი ბასრისა მჭრელიო თუ ქაჯნი დევთა შეებნენ იყოს დღე იგი ძნელიო უმისჟამისოდ ვინც გახსნას არის მეფეთა მკლველიო

1342. კიდობანი გახსნეს პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი ჯაჭვი ხრმალი მუზარადი საბარკული მათი მგვანი ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი

1343. თვითომან თვითო ჩაიცვეს თავის თავს გამოსცდიდიან ჯაჭვ მუზარადსა აბჯარი მართ ვერა ვერ მოკიდიან ხრმალი რკინასა მოკრიან ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან მათ უღირს ყოვლად ქვეყანად შევატყვე არ გაყიდიან

1344. სთქვეს ესე ნიშნად გვეყოფის ვართო კარგითა ბედითა ღ~თნ მოგვხედნა თვალითა ზეგარდმო მონახედითა აიღეს იგი აბჯარი თავისთავისა ქედითა თვითო მათ ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა

1345. ოქროც რამე წაიტანეს მარგალიტი ღარიბები გამოვიდეს გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები ავთანდილ სთქუა ამას იქით დავამაგრო ხრმალსა ნები ამას ღამე არსად წავალ რა გათენდეს არ დავდგები