..., 1860 წ.

უსეინისაგან ნესტან დარეჯანის გამჟღავნება მეფის წინაშე.

1277. რა გარდახდა ხანი დიდი. გამოვიდა ღამე დღენი უსენ მითხრა არ მინახავს. ძოღანდლიდგან მეფე ჩვენი მივეზირებ წავალ ვნახავ. უდარბაზო უძღვნა ძღვენი და მოვახსენე დია ღ~თო ბრძანებაა დია თქვენი.

1278. უსენ ტაბაკსა დააწყო. მარგალიტი და თვალები დავედრე დარბაზს დაგვხვდები. დარბაისელნი მთვრალები ამა ქალაქისა ამბავსა. მამკლავ თუ არ ეკრძალები და კულავ შემამფიცა არ ვეტყვი. თავსაცა მეცეს ჴმალები.

1279. უსენ მივიდა ჴელმწიფე. დახვდა ნადიმად მჯდომელი უსენ არიფი მეფისა. მეფეცა მისი მდომელი წინა მივიდა შეიძღვნა. ძღვენი მიართვა რომელი და აწ ნახეთ მთვრალი ვაჭარი. ცქაფი უწვრთელი რომელი.

1280. რა უსენმა მეფის წინა. სხვა მრავალი დოსტაქანი კვლავ შესვეს და კვლავ აუვსეს. სხვა ფარჩანი სხვა ჭიქანი დაავიწყდა იგი ფიცი. რა მუსაფი რა მაქანი და მართლა თქმულა არა მართებს. ყვავსა ვარდი ვირსა რქანი.

1281. უთხრა დიდმან ხემწიფემან. უჭკოოსა უსენ მთვრალსა დია მიკვირს საძღვნოდ ჩემად. სით მოიღებ ამა თვალსა მარგალიტსა დიდროანსა. უსახოსა პოებ ლალსა და ვერ გარდვიხდი თავმან ჩემმან. ძღვენსა შენსა ნაათალსა.

1282. თაყვანისცა უსენ ჰკადრა. ჱე მაღალო ხელმწიფეო ზეცით შუქთა მომფენელო. მარჩენელო არსთა მზეო რაცა სხვა მაქვს ვისი არის. ოქრო გინა საჭურჭლეო და დედის მუცლით რა გამამყვა. მბოძებია თქვენგნით მეო.

1283. ამას გკადრებ თავმან თქვენმან. არა გმართებს მადლი ძღვნისა სხვა რამე მყავს სასძლოთ თქვენთვის. შესართავი თქვენის ძისა მას უცილოდ დამიმადლებთ. ოდეს ნახოთ მსგავსი მზისა და მაშინ მეტად გამამართლოთ. თქვენ ბრძანება ნეტარ ძისა.

1284. რას ვაგრძელებდე გატეხა. ფიცი სიმტკიცე რჯულისა უამბო პოვნა ქალისა. მჭვრეტთაგან მზედ სახელისა მეფესა მეტად იამა. მიეცა გული ლხენისა და უბრძანა დარბაზს მოყვანა. სრულ ყო უსენის თქმულისა.

1285. მე აქა ჩემა ამოდ ვჯექ. მუნამდის არ მიკვნესია შემოდგა კარსა მეფისა. მონათა უხუცესია თანა ჰყვა მონა სამოცი. ვით ჴელმწიფეთა წესია და მოვიდეს დია გავკვირდი. ვთქვი საქმე რამე ზესია.

1286. მისალამეს ფატმან მითხრა. ბრძანებაა მზისა სწორთა დღეს რო მელი უსენ შესძღვნა. ქალი მსგავსი მზეთა ორთა აწ მამგვარე წავიყვანოთ. გზა არ გვინდა მეტად შორთა და ესე მესმა დამტყდეს ცანი. რისხვა ღ~თისა გორთა.

1287. მე გაკვირვებით კვლავ ვკითხე. რა ქალი გინდა რომელი მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა. პირი ელვათა მკრთომელი არას მარგებდა დავასკვენ. დღე ჩემი სულთა მჴდომელი და ავთრთოლდი ავდექ ვეღარა. ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.

1288. შეველ ვნახე იგი ტურფა. მტირალი და ცრემლ დასხმულად მოვკვდე მზეო ბედმან შენმან. ვით მიმუხთლა ხედავ სრულად ცა მობრუნდა რისხვით ჩვენკენ. იავარ მყო ამფხვრა სრულად და შემასმინელ მეფე გითხოვბს. ვარ ამისთვის გულ მოკლულად.

1289. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს. ეგე რაზომცა ძნელია ბედი უბედო ჩემზედა. მიწყივ ავმისა მქნელია კარგი რამ გჭირდეს გიკვირდეს. ავი რა საკვირველია და სხვა და სხვა ჭირი ჩემზედა. არ ახალია ძვნელია.

1290. თვალთა ვითა მარგალიტი. გარდმოყარა ცრემლი ხშირი ადგა ასრე გულ უშიშრად. ვეფხვიაო ანუ გმირი ლხინი ლხინად აღარ უჩნდა. მართ აგრევე ჭირად ჭირი და მთხოვა გარე აჯიღითა. მოიბურა ტანი პირი.

1291. შეველ საჭურჭლეს რომელსა. ფასი არ დაედებოდა თვალ მარგალიტი ავიღე. რაც ოდენ ამეღებოდა თვითო და თვითო თვითოსა. ქალაქსა ეფასებოდა და მიველ და წელთა შევარტყი. შავგული ვისთვის კვდებოდა.

1292. ვარქვი ჩემო განღა სადმე. გეხმარების ესე გვარი მას მონასა ჴელთა მივეც. იგი ტუფა გზისა დარი სცნა მეფემან მოეგება. ჰკრა ტაბლაკსა გახდა ზარი და იგი მივა თავმოდრეკით. წყნარი არის მოუბარი.

1293. ზედ მოატყდენ მჭვრეტელნი. გახდა ზათქი და ზარება ვერ იჭირევდენ სარანგნი. მუნ იყო არ სიწყნარებია იგი რა ნახა მე ფემან. საროსა მსგავსი ნარება და გაკრთომით უთხრა ჱე მზეო. აქ ვითა მოიარება.

1294. ვითა მზემან მისნი მჭვრეტნი. შექნა თვალისა მფარველად მეფემან ბრძანა გამჴადა. ნახული მე უნახველად ღ~თისაგან კიდე ვინ იყო. კაცი ამისად მსახველად და მართებს ამისსა მიჯნურსა. ხელი თუ რბოდეს გლახ ველად.

1295. გვერცა დაისვა ეუბნა. ტკბილისა საუბარითა მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ. მოსული ვისთა გვარითა მან არა გასცა პასუხი. პირითა მზისა დარითა და თავ მოდრეკილი მტირალი. ქვე ზის გულითა წყნარითა.