... (H-66), 1832 წ.

1270. აწ საყვარელსა მიუწერ: გულ ამოსკვნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის: ვის ედებოდა ვის ალი დაწერა წიგნი მსმენელთა: გულისა გასაგმირალი ვარდი გააპის გამოჩნდის: მუნ ბროლი გამომჭვირვალი

1271. ჱე ჩემო ესე უსტარი: არს ჩემგან მონაღვაწები ტანი კალმად მაქვს კალამი: ნაღველთა ამონაწები მე გული შენი ქაღალდად: გულსავე ჩემსა ვაწები გულო შავ გულო დაბმულხარ: ნუ აეხსნები აწ ები

1272. ხედავცა ჩემო სოფელი: რათა საქმეთა მქნელია რაზომცა ნათობს სინათლე: ჩემთვის ეგრეცა ბნელია ბრძენნი იცნობენ სწუნობენ: მით მათგან საწუნელია უშენოდ ჩემი სიცოცხლე: ვაჲ მე რა დიდი ძნელია

1273. ხედავ ჩემო ვით გაგვყარნა: სოფელმან და ჟამმან კრულმან ვეღარ გნახე საყვარელი: მხიარული მხიარულმან ნეტარ რა ქნას უშენომან: გულმან შენგან დალახრულმან გაგიცხადა დამალული: გონებამან დაფარულმან

1274. შენმან მზემან აქანამდის: შენ ცოცხალ არ მეგონე ჩემი მეთქვა გარდასრულდა: სიცოცხლე და ყოვლი ღონე აწ რა მესმა შემოქმედი: ვადიდე და ღ~თსა ვმონე ჩემი ყველა აქანამდის: ჭირი ლხინსა შევაწონე

1275. შენი სიცოცხლე მეყოფის: ჩემად იმედად გულისად გულისა ერთობ წყლულისა: და ასრე დადაგულისად მომიგონებდი გახსოვდე: მე შენთვის დაკარგული სად ვზი მზრდელი სიყვარულისა: მის ჩემგან დანერგულისად

1276. სხვად ჩემო ჩემი ამბავი: ჩემგან არ მოგეწერების ენა დაშვრების მოსმენით: არვისგან დაიჯერების ფატმან წამგვარა გრძნეულთა: ღ~თიმცა მის ეტერების აწ კვლავ ქმნა იგი სოფელმან: რაცა მას შეეფერების

1277. აწ სოფელმან უარესი: ჭირი ჭირსა მომისართა არ დასჯერდა ბედი ჩემი: მას პატიჟთა მრავალ გვართა კვლავცა მიმცა შესაპყრობლად: ქაჯთა ძნელად საომართა ბედმან გვიყო ყველაკაი: ჩემო რაცა დაგვემართა

1278. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა: თვალნი ძლივ გარდასწვდებიან გზა გვირაბითა შემოვა: ცველნი მაზედა დგებიან დღისით და ღამით მოყმენი: ნობათსა არ დასცდებიან მათთა შემბმელთა დახოცენ: მართ ცეცხლად მოედებიან

1279. ნუთუ ესენი გეგონენ: სხვათა მებრძოლთა წესითა ნუცა მე მამკლავ ჭირითა: ამისგან უარესითა შენ მკვდარსა გნახავ დავიწვი: ვითა აბედი კვესითა მოგშორდი დამთმე გულითა: კლდისაგანც უმაგრესითა

1280. შენ საყვარელო ნუ სჭმუნავ: ჭმუნვითა ამისთანითა ჩემი სთქვა სხვათა მიხვდების: იგი ალვისა ტანითა არამ სიცოცხლე უშენო: ვარ აქამდისცა ნანითა ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ: ანუ მოვიკლავ დანითა

1281. შენმან მზემან უშენოსა: არვის მიხვდეს მთვარე შენი შენმან მზემან ვერვის მიხვდეს: მოცავიდენ სამნი მზენი აქა თავსა გარდავიქცევ: ახლოს მახლვან დიდნი კლდენი სული ჩემი შეივედრე: ზეცით მამხვდენ ნუთუ ფრთენი

1282. ღ~თსა შემვედრე ნუთუ კვლავ: დამჴსნა სოფლისა შრომასა ცეცხლსა წყალსა და მიწასა: ჰაერთა თანა ძრომასა მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე: მივხვდე მას ჩემსა ნდომასა დღისით და ღამით ვხედვიდე: მზისა ელვათა კრთომასა

1283. მზე უშენოდ ვერ იქმნების: რადგან შენ ხარ მისი წილი გაღანამცა მას იახლე: მისი ეტლი არ თუ წბილი მუნა გნახო მანდვე გსახო: გამინათლო გული ჩრდილი თუ სიცოცხლე მწარე მქონდეს: სიკვდილიმცა მქონდეს ტკბილი

1284. მე სიკვდილი აღარ მიმძიმს: შემოგვედრებ რადგან სულსა მაგრა შენი სიყვარული: ჩავიტანე ჩამრჩა გულსა მომეგონოს მოშორვება: მემატების წყლული წყლულსა ნუმცა მტირ და ნურცა მიგლოვ: ჩემო ჩემსა სიყვარულსა

1285. წადი ინდოვეთს მიმართე: არგე რა ჩემსა მშობელსა მტერთაგან შეიწრებულსა: ყოვლგნით ჴელ აუპყრობელსა გულსა ალხინე ჩემისა: მოშორვებისა მთმობელსა მომიგონებდი მტირალსა: შენთვის ცრემლ შეუშრობელსა

1286. რაცა ვიჩივლე ბედისა: ჩემისა კმა საჩივარად ცან სამართალი მართალი: გულისა გულსა მივარად შენთვის მოვჰკვდები გავხდები: ყორანთა დასაყივარად ვირე ცოცხალ ვარ გეყოფი: სატირლად და სატკივარად

1287. აჰა ინიშნე ნიშანი: შენეულისა რიდისა გარდმიკვეთია ალამი: ჩემო ერთისა კიდისა ესეღა დამრჩეს სანაცვლოდ: მის იმედისა დიდისა რისხვით მობრუნდა ბორბალი: ჩვენ ზედა ცისა შვიდისა

1288. ესე წიგნი საყუარელსა: მისსა თანა მინაწერი რა დაწერა გარდაკვეთა: მათ რიდეთა ერთი წვერი თავ მოხდილსა დაუშვენდა: სისხო სიგრძე თმათა წვერი ალვისაგან სული მოქრის: ყორნის ფრთათათ მონაბერი

1289. იგი მონა წამოვიდა: გულანშაროს მიმავალი წამ ერთ მიხვდა ფატმანისსა: დღე იარა არ მრავალი რა ავთანდილს გაუსრულდა: საქმე მისი სასურვალი ჴელ აპყრობით ღ~თსა მადლობს: ცნობა სრული არა მთვრალი