... (H-66), 1832 წ.

1290. ფატმანს უთხრა გამისრულდა: ჟამად საქმე საწადელი დიდი შენი მოჭირვება: ჩემგან არის გარდუხდელი წავალ დგომად აღარა მცალს: დრო მოსულა შარშანდელი ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო: მათი მომსპობ ამწყვედელი

1291. ხათუნმან უთხრა ჱე ლომო: ცეცხლი აწ უფრო ცხელდების მოეშორვების ნათელსა: გული ამისთვის ბნელდების ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა: ჴელი ეგრეცა ჴელდების თუ ქაჯნი მოგესწრებიან: მუნ მისლვა გაგიძნელდების

1292. ყმამან ფრიდონის მონანი: უხმნა მასთანა ჴლებულნი უბრძანა მკვდარნი აქამდის: აწყა ვართ დაცოცხლებულნი რაცა გვინდოდა მისითა: სმენითა გახარებულნი ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე: წყლულნი მით ვაგლახებულნი

1293. მიდით და ფრიდონს უამბეთ: ამბავი არ ნაცქაფავი მე ვერა ვნახავ ვისწრაფი: გზა ჩემი არს ნასწრაფავი მან გაახაფოს ჴმა ჴაფი: კვლავ უფრო გასახაფავი თქვენ მოგცე ლარი ყუელაი: მე ჩემი ნაალაფავი

1294. ჩემსა ზედა დიდი არის: ვალი თქვენგან დანადები მადლსა სხვაებრ გარდავიხდი: თუღა ფრიდონს შევეყრები აწ წაიღეთ ყუელაკაი: მეკობრეთა წანაღები ამის მეტსა ვერას მოგცემ: ვიცი ამად გეძუნწები

1295. სახლი არ მახლავს არ ძალ მაქუს: გაცემა საბოძვარისა მისცა მართ სავსე ხომალდი: რიცხვი ტურფათა ჯარისა უბრძანა წადით წაიღეთ: გზა წავლეთ მისვე არისა ფრიდონს მიართვით უსტარი: ჩემგან ძმად ნაფიცარისა

წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონს წინაშე჻

1296. დაწერა ფრიდონ მაღალო: სვე სრულო მეფეთ მეფეო ლომისა მსგავსო ძალ გულად: მზეო შუქ მოიეფეო მოვლენილო და მორჭმულო: მტერთა სისხლისა მჩქეფეო უმცროსმან ძმამან შორი შორ: სალამი დავიყეფეო

1297. ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა: ნაცვალი ჭირ ნახულისა კარგა მოხდომა საქმისა: ჩემისა გაზრახულისა მიცნია მართლად ამბავი: პირისა მზედ სახულისა დამარჩენელი ლომისა: მის ქვესკნელს დამარხულისა

1298. იგი მზე ქაჯთა მეფესა: ჰყავს ქაჯეთს პატიმარია მუნ მისლვა მიჩანს თამაშად: თუცა გზა საომარია ნარგისთათ წვიმა ბროლისა: წვიმს ვარდი ნაწვიმარია ჯერ ქალსა ქაჯნი არ ახლვან: მაგრა სპა უამარია

1299. გულ მხიარული ვიხარებ: ამად არ ცრემლი მმილდების სადაცა შენ და შენი ძმა: ხართ ძნელი გაადვილდების რაცა მოგინდეს უცილოდ: იქთ იგი არ აგცილდების არ თურე კაცმან დაგიდგნა: ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების

1300. აწ შემინდევ ვერა გნახე: შორს ამისთვის წაგიარე გზა გზა ყოვნა აღარა მცალს: პატიმრ არს იგი მთვარე ადრე მოვალთ მხიარულნი: ჩვენი ნახვა გაიხარე ამის მეტი რაღა გკადრო: ძმასა ძმურად მოეხმარე

1301. ამა მონათა ჩემზედა: გარდაუხდელი გულია ამოდ მსახურეს თქვენიმცა: გული ამასთვის სრულია ქება რად უნდა მას ვინცა: თქვენთანა ხან დაზმულია მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს: ესე ბრძენთაგან თქმულია

1302. ესე უსტარი დაწერა: შეკრა და წაცახვია მან მისცა ფრიდონის მონათა: ვარდმან და თმითა იამან შესთვალა ზეპირ რაც ჴამდა: სრულად მართ ვითა გიამან მათ მარგალიტი უჩვენის: ძოწისა კარმან ღიამან

1303. მონახა პოვა ავთანდილ: ნავი მისისა მხარისა გამოემართა იგი მზე: პირითა სავსე მთვარისა მაგრა დაგდება უმძიმდა: ფატმანის გულ მწუხარისა მისთა გამყრელთა ნაკადი: ჩასდის სისხლისა ღვარისა

1304. ფატმან უსენ და მონანი: ტირან ცრემლითა ცხელითა იტყვიან მზეო რა გვიყავ: დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა რად დაგვაბნელენ შენისა: მოშორვებისა ბნელითა დამცა გვმარხენო ჴელითა: ჩვენისა დამმარხველითა

fვთანდილისაგან გულანშაროს წასვლა და ტარიელის შეყრა჻

1305. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ: მგზავრითა რათმე ნავითა პირ მხიარული აცორვებს: მართ ოდენ მარტო თავითა მას შეყრა ტარიელისა: უხარის მით ამბავითა ჴელ განპყრობილი გულითა: არს ღ~თისა საესავითა

1306. მოწურვილ იყო ზაფხული: ქვეყნით ამოსლვა მწვანისა ვარდის ფურცლობის ნიშანი: დრო მათის პაემანისა ეტლის ცვალება მზისაგან შეჯდომა საროს ტანისა სულთქმა რა ნახა ყვავილი: მან უნახავმან ხანისა

1307. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი: ცროდეს ბროლისა ცვარითა ვარდთა აკოცა ბაგითა: მითვე ვარდისა დარითა უბრძანა გიჭვრეტ თვალითა: მითვე ვარდისა დარითა მისად სანაცვლოდ მოვილხენ: თქვენთანა საუბარითა