... (H-741), XIX ს.

1271. ქალმან უთხრა მემართლების: ყმაო შენი ნაუბარი: ფატმან ჩემი რა იცოდა: ვიყავ ვისი წანაგვარი: უღონიოდ არის სადმე: ჩემი ცეცხლთა მამდებარი: მე მიუწერ შენცა ჰკადრე: ვარ ვითამცა გულ მდუღარი:

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთან მიწერილი:

1272. პირ-მზე ვჰსწერ აჰა ხათუნო: დედისა მჯობო დედაო: მისგან ტყვე ქმნილსა სოფელმან: რა მიყო ამას ხედაო: მე გლახ მათ ჩემთა პატიჟთა: სხვაცა დამერთო ზედაო: აწ ვნახე შენი უსტარი: მე დიდად მეიმედაო:

1273. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა: გამიადვილე ჭირები: აწ ასრე სრულთა ქაჯთაგან: ვარ ასრე დანამჭირები: ერთსა მცავს ერთი სამეფო: ბევრჯელ ათასი გმირები: ავად მამიხდა თათბირი: და ჩემი დანაპირები:

1274. სხვა ამბავი აქაური: მეტი რამცა მოგიწერე: ქაჯთა მეფე არ მოსულა: არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე: მაგრამ სპანი უთვალავნი: მცვენ და მათი სიალფერე: რასა ჰქვია ძებნა ჩემი: არ ეგების დაიჯერე:

1275. ვინცაღა ჩემი მძებნელი: მოსრულა ცუდ მაშვრალია: იჭირვის იწვის ენთების: ჩემი ჰსწვავს ცეცხლებრ ალია: მაგრა მას ვნატრი უნახავს: მზე ამად არ დამზრალია: უმისოდ ჩემი სიცოცხლე: ვამე რა დიდი ბრალია:

1276. შენ ამბავი არ გიამბე: მაშინ ამად დაგიმალე: ვერ იტყოდა ენა ჩემი: თავი ჭირთა განვაკრძალე: გეხვეწები საყვარელსა: შემახვეწე შემაბრალე: ნუ წამოვა ძებნად ჩემად: მიუწერე შეცასთვალე:

1277. მე რომ მჭირს კმარის ნუ მამკლავს: ამისითავე სწორითა: მას მკვდარსა ვნახავ მოვჰკვდები: მე სიკვდილითა ორითა: ვერას ვინ მარგებს დასტურად: ვიცი არ რამე ჭორითა: არ დაგმორჩილდეს დამქოლე: შავისა ქვისა ყორითა:

1278. გეთქვა ნიშნისა გაგზავნა: აწ ესე განამჟღავნია: მისეულთავე რიდეთა: ნაკვეთი გამიგზავნია: ესენი ჩემთვის მის გამო: ტურფანი სანახავნია: თუცა თუ ფერად ბედისა: ჩემისა მგზავსად შავნია:

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი:

1279. აწ საყვარელსა მიუწერ: გულ ამოსკვნილი მტირალი: მისმანვე ცრემლმან დაუვსის: ვის ედებოდა ვის ალი: დაწერა წიგნი მსმენელთა: გულისა გასაგმირალი: ვარდი გააპის გამოჩნდის: მუნ ბროლი გამომჭვირვალი:

1280. ჱე ჩემო ესე უსტარი: არს ჩემგან მონაღვაწები: ტანი კალმად მაქვს კალამი: ნაღველთა ამონაწები: მე გული შენი ქაღალდად: გულსავე ჩემსა ვაწები: გულო შავ გულო დაბმულხარ: ნუ აეხსნები აწ ები:

1281. ხედავცა ჩემო სოფელი: რათა საქმეთა მქნელია: რაზომცა ნათობს სინათლე: ჩემთვის ეგრეცა ბნელია: ბრძენნი იცნობენ ჰსწუნობენ: მით მათგან საწუნელია: უშენოდ ჩემი სიცოცხლე: ვამე რა დიდი ძნელია:

1282. ჰხედავ ჩემო ვით გაგვყარნა: სოფელმან და ჟამმან კრულმან: ვერა გნახე საყვარელი: მხიარული მხიარულმან: ნეტარ რა ქნას უშენომან: გულმან შენგან დალახრულმან: გაგიცხადა დამალული: გონებამან დაფარულმან:

1283. შენმან მზემან აქანამდის: შენ ცოცხალ არ მეგონე: ჩემი მეთქვა გარდასრულდა: სიცოცხლე და ყოვლი ღონე: აწ რა მესმა შემოქმედი: ვადიდე და ღ~თსა ვმონე: ჩემი ყველა აქანამდის: ჭირი ლხინსა შევაწონე:

1284. შენი სიცოცხლე მეყოფის: ჩემად იმედად გულისად: გულისა ერთობ წყლულისა: და ასრე დადაგულისად: მომიგონებდი გახსოვდე: მე შენთვის დაკარგული სად: ვზი მზრდელი სიყვარულისა: მის შენგან დანერგულისად:

1285. სხვად ჩემო ჩემი ამბავი: ჩემგან არ მოგეწერების: ენა დაშვრების მოსმენით: არვისგან დაიჯერების: ფატმან წამგვარა გრძნეულთა: ღ~თიმცა მის ეტერების: აწ კვლავ ქმნა იგი სოფელმან: რაცა მას შეეფერების:

1286. აწ სოფელმან უარესი: ჭირი ჭირსა მიმისართა: არ დასჯერდა ბედი ჩემი: მას პატიჟთა მრავალ გვართა: კვლაცა მიმცა შესაბყრობლად: ქაჯთა ძნელად საომართა: ბედმან გვიყო ყოვლი კაი: ჩემო რაცა დაგვემართა:

1287. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა: თვალნი ძლივ გარდასწვდებიან: გზა გვირაბითა შემოვა: მცველნი მაზედა დგებიან: დღისით და ღამით მოყმენი: ნობათსა არ დასცდებიან: მათთა შემბმელთა დახოცენ: მართ ცეცხლად მოედებიან:

1288. ნუთუ ესენი გეგონენ: სხვათა მებრძოლთა წესითა: ნუცა მე მამკლავ ჭირითა: ამისგან უარესითა: შენ მკვდარსა გნახავ დავიწვი: ვითა აბედი კვესითა: მოგშორდი დამთმე გულითა: კლდისაგან უმაგრესითა: