... (H-403), 1818 წ.

1271. ფატმან მისცა დაწერილი: მას გრძნეულსა ჴელოვანსა჻ ესე წიგნი მიართვიო: ქალსა მზისა დასაგვანსა჻ მან გრძეულმან მოლი რამე: წამოისხა ზედა ტანსა჻ მასვე წამსა გარდიკარგა: გარდაფრინდა ბანის ბანსა჻

1272. წავიდა ვითა ისარი: კაცისა მშვილდ ფიცხელისა჻ რა ქაჯეთს შეჰჴდა ქმნილ იყო: ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა჻ უჩინლად შევლო სიმრავლე: მოყმისა კართა მცველისა჻ მას მზესა ჰკადრა სალამი: მისისა სასურველისა჻

1273. ციხისა კარნი დახშულნი: შევლნა მართ ვითა ღიანი჻ შევიდა ზანგი პირ შავი: თმა გრძელი ტან ნაბდიანი჻ იგი მზე დაჰკრთა ეგონა: სამოსი რამე ზიანი჻ შესცვალა ვარდი ზაფრანად: ლაჟვარდის ფერად იანი჻

1274. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ: ანუ აგრე რად დაბნდები჻ მე ვარ მონა ფატმანისა: თქუენს წინაშე ნამგზავრები჻ ამა წიგნმან გამამართლოს: არ ტყუვილად გეუბნები჻ მზისა შუქნი მოიცადე: ვარდო ადრე ნუ დასჭნები჻

1275. პირ მზე გაჰკვირდა ფატმანის: ამბითა საკჳრველითა჻ ნუშნი გააპნა შეიძრნეს: სათნი გიშრისა წნელითა჻ მას იგი წიგნი მონამან: მისცა თავისა ჴელითა჻ სულთქვამს იკითხავს უსტარსა: ალტობს ცრემლითა ცხელითა჻

1276. მონასა ჰკითხა მიამბე: ვინ არის ჩემი მძებნელი჻ ანუ ვინ მიცის ცოცხალი: მიწასა ზედან მტკეპნელი჻ მან მოახსენა ვიკადრებ: რასაც ოდენ ვარ მცნებელი჻ რა წამოსრულ ხარ მას აქეთ: შენგან ჩვენია მზე ბნელი჻

1277. ფატმანის გული მას აქეთ: ლახვართა შენახევია჻ მას რომე ცრემლი სდიოდეს: ზღვათაცა შენართევია჻ მე ერთხელ შენი ამბავი: მისთვის კვლავ მიმირთმევია჻ ღ~თსა ვიმოწმებ მას აქათ: ტირილი არ დამლევია჻

1278. აწ ვინმე მოყმე მოვიდა: შვენიერითა პირითა჻ მან უთხრა წვრილად ყუელაი: თქუენ ხართ რათაცა ჭირითა჻ იგია შენი მძებნელი: მკლავითა ვითა გმირითა჻ მე გამომგზავნეს დამვედრეს: სწრაფა სწრაფითა ჴშირითა჻

1279. ქალმან უთხრა მემართლების: ყმაო შენი ნაუბარი჻ ფატმან ჩემი რა იცოდა: ვიყავ ვისი წანაგვარი჻ უღონიოდ არის სადმე: ჩემი ცეცხლთა მამდებარი჻ მე მიუწერ შენცა ჰკადრე: ვარ ვითამცა გულ მდუღარი჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთან მიწერილი჻

1280. პირმზე ვსწერ აჰა ხათუნო: დედისა მჯობო დედაო჻ მისგან ტყუე ქმნილსა სოფელმან: რა მიყო ამას ხედაო჻ მე გლახ მათ ჩემთა პატიჟთა: სხვაცა დამერთო ზედაო჻ აწ ვნახე შენი უსტარი: მე დიდად მეიმედაო჻

1281. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა: გამიადვილე ჭირები჻ აწ ასრე სრულთა ქაჯთაგან: ვა[რ] ასრე დანამჭირები჻ ერთსა მცავს ერთი სამეფო: ბევრჯელ ათასი გმირები჻ ავად მამიხდა თათბირი: და ჩემი დანაპირები჻

1282. სხვა ამბავი აქაური: მეტი რამცა მოგიწერე჻ ქაჯთა მეფე არ მოსულა: არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე჻ მაგრამ სპანი უთვალავნი: მცვენ და მათი სიალფერე჻ რასა ჰქვია ძებნა ჩემი: არ ეგების დაიჯერე჻

1283. ვინცაღა ჩემი მძებნელი: მოსრულა ცუდ მაშვრალია჻ იჭირვის იწვის ენთების: ჩემი ჰსწვავს ცეცხლებრ ალია჻ მაგრა მას ვნატრი უნახავს: მზე ამად არ დამზრალია჻ უმისოდ ჩემი სიცოცხლე: ვამე რა დიდი ბრალია჻

1284. შენ ამბავი არ გიამბე: მაშინ ამად დაგიმალე჻ ვერ იტყოდა ენა ჩემი: თავი ჭირთა გავაკრძალე჻ გეხვეწები საყვარელსა: შემახვეწე შემაბრალე჻ ნუ წამოვა ძებნად ჩემად: მიუწერე შეცასთვალე჻

1285. მე რომ მჭირს კმარის ნუ მამკლავს: ამისითავე სწორითა჻ მას მკვდარსა ვნახავ მოვჰკვდები: მე სიკვდილითა ორითა჻ ვერას ვინ მარგებს დასტურად: ვიცი არ რამე ჭორითა჻ არ დაგმორჩილდეს დამქოლე: შავისა ქვისა ყორითა჻

1286. გეთქუა ნიშნისა გაგზავნა: აწ ესე განამჟღავნია჻ მისეულთავე რიდეთა: ნაკვეთი გამიგზავნია჻ ესენი ჩემთვის მის გამო: ტურფანი სანახავნია჻ თუცა თუ ფერად ბედისა: ჩემისა მგზავსად შავნია჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა მიწერილი჻

1287. აწ საყვარელსა მიუწერ: გულ ამოსკვნილი მტირალი჻ მისმანვე ცრემლმან დაუვსის: ვის ედებოდა ვის ალი჻ დაწერა წიგნი მსმენელთა: გულისა გასაგმირალი჻ ვარდი გააპის გამოჩნდის: მუნ ბროლი გამომჭვირვალი჻

1288. ჱე ჩემო ესე უსტარი: არს ჩემგან მონაღვაწები჻ ტანი კალმად მაქუს კალამი: ნაღველთა ამონაწები჻ მე გული შენი ქაღალდად: გულსავე ჩემსა ვაწები჻ გულო შავ გულო დაბმულხარ: ნუ აეხსნები აწ ები჻