... (Q-1335), XVIII ს.

1273. მივედით გუქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალვისა ვჰკადრეთ თუ მზეო სახუმილი გუედების შენგან ალისა გუითხარ რა არის წამალი მთუარისა შუქ ნამკრთალისა რას შეუქნიხარ ზაფრანად შენ ფერად მსგავსი ლალისა

1274. რაცა ვჰკითხეთ არა ვიცი ესმა ანუ არ ისმენდა ვარდი ერთგან შეეწება მარგალიტსა არ აჩენდა გუელნი მოშლით მოეკეცნეს ბაღი შეღმა შერაშენდა მზე ვეშაპსა დაებნელა ზედა რადმცა გაგუითენდა

1275. ვერა დავყარეთ პასუხი ჩუენ საუბრითა ჩუენითა ვეფხი ავაზა პირ ქუშად ზის წყრომა ვერ უგრძენითა კულაცა ვაწყინეთ ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა არა ვიციო მიმიშუი ეს ოდენ გუითხრა ენითა

1276. დავსხედით და მის თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ რაცა გუეთქვა შევინანეთ სხუამცა რაღა შევიწამეთ ძლივ ვიაჯეთ დადუმება დავადუმეთ დავაამეთ ჩუენ მივართუით ხილი რამე მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ

1277. უსენ იტყუის ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს ესე ღაწუნი მზისად კმანან კაცთაგანმცა ვით იკოცნეს უმართლეა ვერ მჭურეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს მე თუ შვილნი მირჩევნიან ღ~თნ იგი დამიჴოცნეს

1278. მას უჭურიტეთ დიდი ხანი წამოვედით სულთქუმით ახით შეყრა გუვიჩნდის სიხარულად გაყრა დიდად ვივაგლახით ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცლიდით იგი ვნახით გული ჩუენი გაუშუებლად დაეტყუევნეს მისით მახით

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისი

1279. რა გარდაჴდა ხანი რამე გამოვიდეს ღამე დღენი უსენ მითხრა არ მინახავს ძოღანდლიდგან მეფე ჩუენი მივაზირებ წავალ ვნახავ უდარბაზო უძღვნა ძღუენი მოვახსენე დია ღ~ო ბრძანებაა ეგე თქუენი

1280. უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თუალები დავვედრე დარბაზს დაგხუდების დარბაზის ერი მთურალები ამა ქალისა ამბავსა მომკალ თუ არ ეკრძალები კულავ შემომფიცა არ ვიტყუი თავსამცა მეცეს ჴრმალები

1281. უსენ მოვიდა ჴელმწიფე დახუდა ნადიმად მჯდომელი უსენ არიფი მეფისა მეფეა მისი მდომელი წინა მიისუა შეიძღუნა ძღუენი მიართუა რომელი აწ ნახო მთურალი ვაჭარი ცქაფი უწრფელი რომელი

1282. რა მეფემან უსენს წინა სუა მრავალი დოსტაქარნი კვლა შესუეს და კულა აუვსეს სხუა ფარჩნი და სხუა ჭიქანი დაავიწყდეს იგი ფიცი რა მუსაფი რა მაქანი მართლად თქმულა არა ჰმართებს ყუავსა ვარდი ვირსა რქანი

1283. უთხრა დიდმან ჴელმწიფემან უჭკუვოსა უსენ მთურვალსა დია მიკვირს საძღნოდ ჩუენად სით მოიღებ ამა თუალსა მარგალიტსა დიდროანსა უმსგავსოსა ჰპოებ ლალსა ვერ გარდვიხდი თავმან ჩემმან ძღუენთა შენთა ნაათალსა

1284. თაყვანისცა უსენ ჰკადრა ჰე მაღალო ჴელმწიფეო ზეცით შუქთა მომფენელო მარჩენელო არსთა მზეო რაცა სხუა მაქუს ვისი არის ოქრო თუნდა საჭურჭლეო დედის მუცლით რა გამამყუა მბოძებია თქვენგან მევო

1285. ამას გკადრებ თავმან თქუენმან არა გმართებს მადლი ძღუნისა სხუა რამე მითქს სასძლო თქუენი შესართავი თქუენის ძისა მას უცილოდ დამიმადლებთ ოდეს ნახოთ მსგავსი მზისა მაშინ მეტად გაამრავლოთ თქუენ ბრძანება ნეტარძისა

1286. რას ვაგრძელებდე გატეხა ფიცი სიმტკიცე სჯულისა უამბო პოვნა ქალისა მჭურეტთაგან მზედ სახულისა მეფესა მეტად იამა მიეცა ლხინი გულისა უბრძანა დარბაზს მოყუანა სრულქმნა უსენის თქმულისა

1287. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე მუნამდის არ მიკუნესია შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია თანა ჰყუა მონა სამოცი ვით ჴელმწიფეთა წესია მოვიდეს მეტად გავკვირდით ვთქუი რამე საქმე ზესია

1288. მისალამეს ფატმან მითხრეს ბრძანებაა ღ~თისა სწორთა დღეს რომელი უსენ შესძღუნა ქალი მსგავსი მზეთა ორთა აწ მოგუგუარე წავიყვანოთ ვლა არ გუინდა გზათა შორთა ესე მესმა დამტყდეს ცანი რისხუა ღ~თისა ეცა გორთა

1289. მე გაკვირვებით კვლა ვჰკითხე რა ქალი გინდა რომელი მათ მითხრეს უსენ შემოსძღუნა პირი ელვათა მკრთომელი არას მარგებდა დავასკვენ დღე ჩემი სულთა მჴდომელი ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი

1290. შევე ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლდასხმულად ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან ვით მიმუხთლა ხედავ რულად ცა მობრუნდა რისხუით ჩემთუის იავარ მყო ამფხურა სრულად შემასმინეს მეფე გითხოვს ვარ ამისთუის გულ მოკლულად

1291. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს ეგე რაზომცა ძნელია ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს ავი რა საკუირველია სხუა და სხუა ჭირი ჩემზედა არ ახალია ძველია