... (S-2781), XIX ს.

1252. პური ჭამეს გაიყარნეს ყმა მივიდა მისსა შინა ღვინოსმული მხიარული დაწვა ამოდ დაიძინა საღამოჟამს გაიღვიძა შუქი ველთა მოაფინა ფატმან უხმო მოდი მნახე მარტო ვარო თავისწინა

1253. ფატმან მივიდა ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა იტყოდა მამკლავს უცილოდ ტანი ალვისა მო ხისა გვერდსა დაისუა ბალიში მისცა მისისა ნოხისა ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა

1254. ავთანდილ ბრძანა ჱე ფატმან ვიცი ეს საქმე შენია დაკრთები ამა ამბავსა მართ ვითა გველნაკბენია მაგრამ აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია

1255. ჰგგონივარ ვინმე ვაჭარი პატრონი ქარავანისა მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა თავადი სპისა დიდისა მათისა შესაგვანისა მაქუს პატრონობა მრავლისა საჭურჭლეზარადხანისა

1256. შენ გიცი კარგი მოყუარე ერთგული მისანდობელი მათ უვის ერთი ასული მზე ხმელთა მანათობელი იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი მან გამომგზავნა დავაგდე პატრონი მათი მშობელი

1257. რომე შენ ქალი გყოლია მე ძებნად მისვე ქალისად მივლია ყოვლი ქვეყანა მის მზისა მონაცვალისად გამცუდებელად თავისად მის გულისა და ძალისად მისთვის გაჭრილი მინახავს წევს ლომი ფერნამკრთალი სად

1258. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა ამბავი ტარიელისა შემოსვა ვეფხის ტყავისა უბრძანა შენ ხარ წამალი ჯერ შენგან უნახავისა ღონე წამწმისა ხშირისა ყორნის ფრთებნაფუშავისა

1259. მოდი და ფატმან მეწიე ვეცადნეთ მისსა რგებასა უშველოთ იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა ვინცა სცნობს კაცი ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა ნუთუ კულავ მიხუდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა

1260. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული ქალსა ვაცნობოთ ყველაი ამბავი ჩვენგან ცნეული მანცა გვაცნობოს მართალი ვქმნათ მისი გამორჩეული ღ~თნ ქმნას ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული

1261. ფატმან სთქუა ღმერთსა დიდება საქმენი მომხვდეს მო რანი დღეს რომე მესმნეს ამბავნი უკუდავებისა სწორანი მოგუარა მონა გრძნეული შავი მართ ვითა ყორანი უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი წა გზანი გისხენ შორანი

1262. აწ გამოჩნდების საჴმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა ფიცხლად დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა მას მზესა კადრე მიზეზი მისისა განკურნებისა მან უთხრა ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა

წიგნი ფატმანისა ნესტანდარეჯანთანა მიწერილი

1263. ფატმან ვჰსწერს აჰა მნათობო სოფლისა მზეო ზენაო შენთა შორსმყოფთა ყოველთა დამწველო ამაზრზენაო სიტყუა მჭევრო და წყლიანო ტურფაო ლამაზენაო ბროლო და ლალო ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო

1264. თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე მე ეგრეცა ვსცან მართალი მით გულსა მოვალხენიე შენთვის ჴელქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე ორნივე მიჰხვდეთ წადილსა იგი ვარდობდესშენ იე

1265. მოსრულა შენად საძებრად მისი ძმადშეფიცებული ავთანდილ მოყმე არაბი არაბეთშიგან ქებული სპასპეტი როსტენ მეფისა ვერვისგან დაწუნებული შენ სწერდი შენსა ამბავსა ლაღი ბრძნად გაგონებული

1266. ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა ვსცნათ ამბავი ქაჯეთისა მოსრულანცა ქაჯნი შინა მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა ვინ არიან მცველნი შენნი ან თავადი მათი ვინა

1267. რაცა იცი მანდაური მოგვიწერე გაამჟღავნე მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რამ გაუგზავნე შენი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა გაათავნე ღმერთსა უნდესმოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე

1268. წადი უსტარო ისწრაფე თუ მუხლი გქონდეს მალები დაგნატრი მიხუალ დაგხვდების ბროლი სათი და ლალები ბედად შენ მჯობხარუსტარო გნახვენ დამწველის თვალები შენს უკან ჩემი სიცოცხლე თუ გესმის არ გებრალები

1269. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ჴელოვანსა ესე წიგნი მიართვიო ქალსა მზისა დასაგვანსა მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა მასვე წამსა დაიკარგა გარდაფრინდა ბანისბანსა

1270. წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდ ფიცხელისა რა ქაჯეთს შეხდა ქმნილ იყო ოდენ ბინდბანდი ბნელისა უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა კართა მცველისა მას მზესა კადრა ამბავი მისისა სასურველისა