... (H-66), 1832 წ.

1252. რაცა იცი მანდაური: მოგვიწერე გაამჟღავნე მერმე შენსა საყუარელსა: ნიშანი რა გაუგზავნე შენი ყველა აქამდისი: ჭირი ლხინსა გაათავნე ღ~თსა უნდეს მოყუარენი: შესაფერნი შეაზავნე

1253. წადი უსტარო ისწრაფე: თუ მუჴლი გქონდეს მალები დაგნატრი მიხვალ დაგხვდების: ბროლი სათი და ლალები ბედად შენ მჯობხარ უსტარო: გნახვენ დამწველის თვალები შენს უკან ჩემი სიცოცხლე: თუ გესმის არ გებრალები

1254. ფატმან მისცა დაწერილი: მას გრძნეულსა ჴელოვანსა ესე წიგნი მიართვიო: ქალსა მზისა დასაგვანსა მან გრძეულმან მოლი რამე: წამოისხა ზედა ტანსა მასვე წამსა გარდაიკარგა: გარდაფრინდა ბანის ბანსა

1255. წავიდა ვითა ისარი: კაცისა მშვილდ ფიცხელისა რა ქაჯეთს შეჰხდა ქმნილ იყო: ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა უჩინლად შევლო სიმრავლე: მოყმისა კართა მცველისა მას მზესა ჰკადრა სალამი: მისისა სასურველისა

1256. ციხისა კარნი დახშულნი: შევლნა მართ ვითა ღიანი შევიდა ზანგი პირ შავი: თმა გრძელი ტან ნაბდიანი იგი მზე დაკრთა ეგონა: სამოსი რამე ზიანი შესცვალა ვარდი ზაფრანად: ლაჟვარდის ფერად იანი

1257. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ: ანუ აგრე რად დაბნდები მე ვარ მონა ფატმანისა: თქვენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმან გამამართლოს: არ ტყუილად გეუბნები მზისა შუქნი მოიცადე: ვარდო ადრე ნუ დასჭკნები

1258. პირ მზე გაჰკვირდა ფატმანის: ამბითა საკვრველითა ნუშნი გააპნა შეიძრნეს: სათნი გიშრისა წნელითა მას იგი წიგნი მონამან: მისცა თავისა ჴელითა სულთქვამს იკითხავს უსტარსა: ალტობს ცრემლითა ცხელითა

1259. მონასა ჰკითხა მიამბე: ვინ არის ჩემი მძებნელი ანუ ვინ მიცის ცოცხალი: მიწასა ზედან მტკეპნელი მან მოახსენა ვიკადრებ: რასაც ოდენ ვარ მცნებელი რა წამოსრულ ხარ მას აქეთ: შენგან ჩვენია მზე ბნელი

1260. ფატმანის გული მას აქეთ: ლახვართა შენახევია მას რომე ცრემლი სდიოდეს: ზღვათაცა შენართავია მე ერთხელ შენი ამბავი: მისთვის კვლავ მიმირთმევია ღ~თსა ვიმოწმებ მას აქათ: ტირილი არ დამლევია

1261. აწ ვინმე მოყმე მოვიდა: შვენიერითა პირითა მან უთხრა წურილად ყუელაი: თქვენ ხართ რათაცა ჭირითა იგია შენი მძებნელი: მკლავითა ვითა გმირითა მე გამომგზავნეს დამვედრეს: სწრაფა სწრაფითა ხშირითა

1262. ქალმან უთხრა მემართლების: ყმაო შენი ნაუბარი ფატმან ჩემი რა იცოდა: ვიყავ ვისი წანაგვარი უღონიოდ არის სადმე: ჩემი ცეცხლთა მამდებარი მე მიუწერ შენცა ჰკადრე: ვარ ვითამცა გულ მდუღარი

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთან მიწერილი჻

1263. პირმზე ვსწერ აჰა ხათუნო: დედისა მჯობო დედაო მისგან ტყვე ქმნილსა სოფელმან: რა მიყო ამას ხედაო მე გლახ მათ ჩემთა პატიჯთა: სხვაცა დამერთო ზედაო აწ ვნახე შენი უსტარი: მე დიდად მეიმედაო

1264. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა: გამიადვილე ჭირები აწ ასრე სრულთა ქაჯთაგან: ვარ ასრე დანამჭირები ერთსა მცავს ერთი სამეფო: ბევრჯელ ათასი გმირები ავად მამიხდა თათბირი: და ჩემი დანაპირები

1265. სხვა ამბავი აქაური: მეტი რამცა მოგიწერე ქაჯთა მეფე არ მოსულა: არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე მაგრამ სპანი უთვალავნი: მცვენ და მათი სიალფერე რასა ქვიან ძებნა ჩემი: არ ეგების დაიჯერე

1266. ვინცაღა ჩემი მძებნელი: მოსრულა ცუდ მაშვრალია იჭირვის იწვის ენთების: ჩემი ჰსწვავს ცეცხლებრ ალია მაგრა მას ვნატრი უნახავს: მზე ამად არ დამზრალია უმისოდ ჩემი სიცოცხლე: ვაჲ მე რა დიდი ბრალია

1267. შენ ამბავი არ გიამბე: მაშინ ამად დაგიმალე ვერ იტყოდა ენა ჩემი: თავი ჭირთა გავაკრძალე გეხვეწები საყვარელსა: შემახვეწე შემაბრალე ნუ წამოვა ძებნად ჩემად: მიუწერე შეცასთვალე

1268. მე რომ მჭირს კმარის ნუ მამკლავს: ამისითავე სწორითა მას მკვდარსა ვნახავ მოვჰკვდები: მე სიკვდილითა ორითა ვერას ვინ მარგებს დასტურად: ვიცი არ რამე ჭორითა არ დაგმორჩილდეს დამქოლე: შავისა ქვითა ყორითა

1269. გეთქვა ნიშნისა გაგზავნა: აწ ესე განამჟღავნია მისეულთავე რიდეთა: ნაკვეთი გამიგზავნია ესენი ჩემთვის მის გამო: ტურფანი სანახავნია თუცა თუ ფერად ბედისა: ჩემისა მგზავსად შავნია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი჻