... (Q-609), XIX ს.

1270. ღ~თსა შემვედრე ნუთუ კულავ: დამხსნა სოფლისა შრომასა: ცეცხლსა წყალსა და მიწასა: ჰაერთა თანა ძრომასა: მოსცნეს ფრთენი და ავჰფრინდე: მივხვდე მას ჩემსა ნდომასა: დღისით და ღამით ვხედვიდე: მზისა ელვათა კრთომასა:

1271. მზე უშენოდ ვერ იქნების: რადგან შენ ხარ მისი წილი: გაღანამცა მას იახლე: მისი ეტლი არ თუ წბილი: სადა გნახო მანდვე გსახო: გამინათლო გული ჩრდილი: თუ სიცოცხლე მწარე მქონდეს: სიკუდილიმცა მქონდეს ტკბილი:

1272. მე სიკუდილი აღარ მიმძიმს: შემოგვედრებ რადგან სულსა: მაგრა შენი სიყვარული: ჩავიტანე ჩამრჩა გულსა: მომეგონოს მოშორვება: მემატების წყლული წყლულსა: ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ: ჩემო ჩემსა სიყვარულსა:

1273. წადი ინდოეთს მიმართე: არგე რა ჩემსა მშობელსა: მტერთაგან შეიწრებულსა: ყოვლგნით ჴელ აუპყრობელსა: გულსა ალხინე ჩემისა: მოშორვებისა მთმობელსა: მომიგონებდი მტირალსა: შენთვის ცრემლ შეუშრობელსა:

1274. რაცა ვიჩივლე ბედისა: ჩემისა კმა საჩივარად: ცან სამართალი მართალი: გულისა გულსა მივარად: შენთვის მოვჰკუდები [გავხდები]: ყორანთა დასაყივარად: ვირევ ცოცხალ ვარ გეყოფი: სატირლად და სატკივარად:

1275. აჰა ინიშნე ნიშანი: შენეულისა რიდისა: გარდმიკვეთია ალამი: ჩემო ერთისა კიდისა: ესეღა დამრჩეს სანაცვლოდ: მის იმედისა დიდისა: რისხვით მობრუნდა ბორბალი: ჩვენზედა ცისა შვიდისა:

1276. ესე წიგნი საყვარელსა: მისსა თანა მინაწერი: რა დაწერა გარდაკვეთა: მათ რიდეთა ერთი წვერი: თავ მოხდილსა დაუშვენდა: სისხო სიგრძე თმათა წვერი: ალვისაგან სული მოქრის: ყორნის ფრთათათ მონაბერი:

1277. იგი მონა წამოვიდა: გულანშაროს მიმავალი: წამ ერთ მიჰხდა ფატმანისსა: დღე იარა არ მრავალი: რა ავთანდილს გაუსრულდა: საქმე მისი სასურვალი: ჴელ აპყრობით ღ~თსა მადლობს: ცნობა სრული არა მთვრალი:

1278. ფატმანს უთხრა გამისრულდა: ჟამად საქმე საწადელი: დიდი შენი მოჭირვება: ჩემგან არის გარდუხდელი: წავალ დგომად აღარა მცალს: დრო მოსულა შარშანდელი: ფიცხლავ ქაჯეთს მოვიყვანო: მათი მომსპობ ამწყუედელი:

1279. ხათუნმან უთხრა ჱე ლომო: ცეცხლი აწ უფრო ცხელდების: მოეშორვების ნათელსა: გული ამისთვის ბნელდების: ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა: ხელი ეგრეცა ხელდების: თუ ქაჯნი მოგესწრებიან: მუნ მისლვა გაგიძნელდების:

1280. ყმამან ფრიდონის მონანი: უხმნა მასთანა ხლებულნი: უბრძანა მკუდარნი აქამდის: აწყა ვართ დაცოცხლებულნი: რაცა გვინდოდა მისითა: სმენითა გაახლებულნი: ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე: წყლულნი მით ვაგლახებულნი:

1281. მიდით და ფრიდონს უამბეთ: ამბავი არ ნაცქაფავი: მე ვერა ვნახავ ვისწრაფი: გზა ჩემი არს ნასწრაფავი: მან გააჴაფოს ხმა ჴაფი: კვლავ უფრო გასაჴაფავი: თქუენ მოგცე ლარი ყველაი: მე ჩემი ნაალაფავი:

1282. ჩემსა ზედა დიდი არის: ვალი თქვენგან დანადები: მადლსა სხვაებრ გარდავიხდი: თუღა ფრიდონს შევეყრები: აწ წაიღეთ ყველაკაი: მეკობრეთა წანაღები: ამის მეტსა ვერას მოგცემ: ვიცი ამად გეძუნწები:

1283. სახლი არ მახლავს არ ძალ მაქუს: გაცემა საბოძვარისა: მისცა მართ სავსე ხომალდი: რიცხვი ტურფათა ჯარისა: უბრძანა წადით წაიღეთ: გზა წავლეთ მისვე არისა: ფრიდონს მიართვით უსტარი: ჩემგან ძმად ნაფიცარისა:

წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონის წინაშე:

1284. დაწერა ფრიდონ მაღალო: სვე სრულო მეფეთ მეფეო: ლომისა მსგავსო ძალ გულად: მზეო შუქ მოიეფეო: მოვლენილო და მორჭმულო: მტერთა სისხლისა მჩქეფეო: უმცროსმან ძმამან შორი შორ: სალამი დავიყეფეო:

1285. ჭირნი ვნახენ და მოცამხუდა: ნაცვალი ჭირ ნახულისა: კარგა მოხდომა საქმისა: ჩემისა გაზრახულისა: მიცნია მართლად ამბავი: პირისა მზედ სახულისა: დამარჩენელი ლომისა: მის ქვესკნელს დამარხულისა:

1286. იგი მზე ქაჯთა მეფესა: ჰყავს ქაჯეთს პატიმარია: მუნ მისლვა მიჩანს თამაშად: თუცა გზა საომარია: ნარგისთათ წვიმა ბროლისა: წვიმს ვარდი ნაწვიმარია: ჯერ ქალსა ქაჯნი არ ახლვან: მაგრა სპა უამარია:

1287. გულ მხიარული ვიხარებ: ამად არ ცრემლი მმილდების: სადაცა შენ და შენი ძმა ხართ: ძნელი გაადვილდების: რაცა მოგინდეს უცილოდ: იქთ იგი არ აქცილდების: არ თურე კაცმან დაგიდგას: ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების:

1288. აწ შემინდევ ვერა გნახე: შორს ამისთვის წაგიარე: გზა გზა ყოვნა აღარა მცალს: პატიმრადა იგი მთვარე: ადრე გნახავთ მხიარულნი: ჩვენი ნახვა გაიხარე: ამის მეტი რაღა გკადრო: ძმასა ძმურად მოეჴმარე: