... (Q-609), XIX ს.

1251. პირ-მზე ვსწერ აჰა ხათუნო: დედისა მჯობო დედაო: მისგან ტყვე ქმნილსა სოფელმან: რა მიყო ამას ხედაო: მე გლახ მათ ჩემთა პატიჯთა: სხვაცა დამერთო ზედაო: აწ ვნახე შენი უსტარი: მე დიდად მეიმედაო:

1252. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა: გამიადვილე ჭირები: აწ აქა სრულთა ქაჯთაგან: ვარ ასრე დანამჭირები: ერთსა მცავს ერთი სამეფო: ბევრჯელ ათასი გმირები: ავად მამიხდა თათბირი: და ჩემი დანაპირები:

1253. სხვა ამბავი აქაური: მეტი რამცა მოგიწერე: ქაჯთა მეფე არ მოსულა: არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე: მაგრა სპანი უთვალავნი: მცვენ და მათი სიალფერე: რასა ჰქვია ძებნა ჩემი: არ ეგების დაიჯერე:

1254. ვინცაღა ჩემი მძებნელი: მოსრულა ცუდ მაშვრალია: იჭირვის იწვის ენთების: ჩემი ჰსწვავს ცეცხლებრ ალია: მაგრა მას ვნატრი უნახავს: მზე ამად არ დამზრალია: უმისოდ ჩემი სიცოცხლე: ვამე რა დიდი ბრალია:

1255. შენ ამბავი არ გიამბე: მაშინ ამად დაგიმალე: ვერ იტყოდა ენა ჩემი: თავი ჭირთა გავაკრძალე: გეხვეწები საყვარელსა: შემახვეწე შემაბრალე: ნუ წამოვა ძებნად ჩემად: მიუწერე შეცასთვალე:

1256. მე რომ მჭირს კმარის ნუ მამკლავს: ამისითავე სწორითა: მას მკუდარსა ვნახავ მოვკვდები: მე სიკვდილითა ორითა: ვერას ვინ მარგებს დასტურად: ვიცი არ რამე ჭორითა: არ დაგმორჩილდეს დამქოლე: შავისა ქვითა ყორითა:

1257. გეთქუა ნიშნისა გაგზავნა: აწ ესე განამჟღავნია: მისეულთავე რიდეთა: ნაკვეთი გამიგზავნია: ესენი ჩემთვის მის გამო: ტურფანი სანახავნია: თუცა თუ ფერად ბედისა: ჩემისა მგზავსად შავნია:

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი:

1258. აწ საყვარელსა მიუწერ: გულ ამოსკვნილი მტირალი: მისმანვე ცრემლმან დაუვსის: ვის ედებოდა ვის ალი: დაწერა წიგნი მსმენელთა: გულისა გასაგმირალი: ვარდი გააპის გამოჩნდის: მუნ ბროლი გამომჭვირვალი:

1259. ჱე ჩემო ესე უსტარი: არს ჩემგან მონაღვაწები: ტანი კალმად მაქუს კალამი: ნაღველთა ამონაწები: მე გული შენი ქაღალდად: გულსავე ჩემსა ვაწები: გულო შავ გულო დაბმულხარ: ნუ აეხსნები აწ ები:

1260. ხედავცა ჩემო სოფელი: რათა საქმეთა მქნელია: რაზომცა ნათობს სინათლე: ჩემთვის ეგრეცა ბნელია: ბრძენნი იცნობენ სწუნობენ: მით მათგან საწუნელია: უშენოდ ჩემი სიცოცხლე: ვამე რა დიდი ძნელია:

1261. ხედავ ჩემო ვით გაგვყარნა: სოფელმან და ჟამმან კრულმან: ვეღარ გნახე საყვარელი: მხიარული მხიარულმან: ნეტარ რა ქნას უშენომან: გულმან შენგან დალახრულმან: გაგიცხადა დამალული: გონებამან დაფარულმან:

1262. შენმან მზემან აქანამდის: შენ ცოცხალ არ მეგონე: ჩემი მეთქუა გარდასრულდა: სიცოცხლე და ყოვლი ღონე: აწ რა მესმა შემოქმედი: ვადიდე და ღ~თსა ვმონე: ჩემი ყველა აქანამდის: ჭირი ლხინსა შევაწონე:

1263. შენი სიცოცხლე მეყოფის: ჩემად იმედად გულისად: გულისა ერთობ წყლულისა: და ასრე დადაგულისად: მამიგონებდი გახსოვდე: მე შენთვის დაკარგული სად: ვზი მზრდელი სიყვარულისა: მის შენგან დანერგულისად:

1264. სხვად ჩემო ჩემი ამბავი: ჩემგან არ მოგეწერების: ენა დაშვრების მოსმენით: არვისგან დაიჯერების: ფატმან წამგვარა გრძნეულთა: ღ~თიმცა მას ეტერების: აწ კულავ ქმნა იგი სოფელმან: რაცა მას შეეფერების:

1265. აწ სოფელმან უარესი: ჭირი ჭირსა მამისართა: არ დასჯერდა ბედი ჩემი: მას პატიჟთა მრავალ გვართა: კულაცა მიმცა შესაპყრობლად: ქაჯთა ძნელად საომართა: ბედმან გვიყო ყველაკაი: ჩემო რაცა დაგვემართა:

1266. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა: თვალნი ძლივ გარდასწვდებიან: გზა გვირაბითა შემოვა: მცველნი მაზედა დგებიან: დღისით და ღამით მოყმენი: ნობათსა არ დასცდებიან: მათთა შემბმელთა დაჰჴოცენ: მართ ცეცხლად მოედებიან:

1267. ნუთუ ესენი გეგონენ: სხვათა მებრძოლთა წესითა: ნუცა მე მამკლავ ჭირითა: ამისგან უარესითა: შენ მკუდარსა გნახავ დავიწვი: ვითა აბედი კვესითა: მოგშორდი დამთმე გულითა: კლდისაგანც უმაგრესითა:

1268. შენ საყვარელო ნუ სჭმუნავ: ჭმუნვითა ამისთანითა: ჩემი სთქვა სხვათა მიხვდების: იგი ალვისა ტანითა: არამ სიცოცხლე უშენო: ვარ აქამდისცა ნანითა: ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ: ანუ მოვიკლავ დანითა:

1269. შენმან მზემან უშენოსა: არვის მიხვდეს მთვარე შენი: შენმან მზემან ვერვის მიხუდეს: მოცავიდენ სამნი მზენი: აქა თავსა გარდავიქცევ: ახლოს მახლვან დიდნი კლდენი: სული ჩემი შეივედრე: ზეცით მამხვდენ ნუთუ ფრთენი: