... (W-27), XVII ს.

1365. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა ვით გაეხარნეს ვერ იტყუის ენა ერთისა წამისა თინათინს ღაწუსა ემატა ელვა შუქისა სამისა ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბწამწამისა

1366. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა ლაშქარნი რბოდეს მი და მო ქნა სწადდა მათკენ რებისა დაიწყეს მოსხმა ცხენისა მოღება უნაგრებისა შესხდეს სიმრავლე მოყმისა მკლავფიცხელ გულმაგრებისა

1367. მეფე შეჯდა გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი ვისცა ესმის მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი ყველაკაი ღმერთსა მადლობს გაამაღლნეს მათნი ჴმანი თქუეს ბოროტსა უმყოფოა კეთილნია შენთვის მზანი

1368. რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ მოსაგებავთა ავთანდილ ეტყუის ტარიელს სიტყუათა დანაზებავთა აგერა ვხედავთ მინდორთა მტვერითა შენაღებავთა ამად მედების საოუმილი გულსა ეცხელა ებავთა

1369. ისია ჩემი გამზრდელი და თქუენდა მოგებებულა იქი ვერ მივალ მრცხვენიან გულსა საჴმილი დებულა ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა რასაცა მიზამთ თქუენ იცით ფრიდონ თქუენადვე ხლებულა

1370. ტარიელ უთხრა კარგსა იქ შენ პატრონისა კრძალვასა აწ დადეგ იქი ნუ მიხვალ იქმცა უჩემოდ ხალვასა მე მივალ უთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა ვეჭვ ღ~თითა ადრე შეგყარო მზესა მას ტანად ალვასა

1371. მუნ დადგა ლომი ავთანდილ დაიდგა მცირე კარავი ნესტანდარეჯან მუნვე დგას იგია მჭურეტთა მზარავი მისთა წამწამთა ნიავი ქრის ვითა ქარი არავი წავიდა მეფე ინდოთა მისრული მიუპარავი

1372. ფრიდონ წაჰყუა გაღანამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა ცნა მეფემან ტარიელა მარტო მოვა მოხრის ტანსა გარდაჴდა და თაყუანისცა მას უკადრსა ლომებრ ჯანსა სდებს პატივსა ჰინდოთ მეფეს მართ მამისა შესაგუანსა

1373. ტარიელცა თაყუანი სცა მივა კოცნად სასალამოდ მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ გაკუირვებით ეუბნების არის მისგან სათამამოდ შენ მზე ხარო შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ

1374. გაეკვირვა მეფე მისსა თუალადობა სიტურფესა პირსა უჭურეტს გაკვირვებით უქებს მკლავთა სიალფესა კულავ ფრიდონცა უსალამა თაყუანი სცა მან მეფესა მას მეფესა ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა

1375. მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების დაეღონების ტარიელ ეტყუის მეფეო აწ გული შენ გემონების მიკვირს თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების რადგან ავთანდილ შენია სხვა რად ვინ მოგეწონების

1376. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახუა და დაყოვნება ხანისა მოდი და დავსხდეთ მეფეო ამოა კორდი მწვანისა გკადრო მიზეზი მისისა თქუენს წინა ვერ მოტანისა ვიაჯი და აწ მე მართებს მოთხოვა მე ფარმანისა

1377. დასხდეს მეფენი მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა ტარიელს პირსა ციმციმი ათქს უნათლესი ბაზმისა ჭურეტა ახელებს მჭურეტელთა ყოფა ქცევისა და ზმისა დაუწყო თხრობა მეფესა სიტყუისა ბრძნად ნაკაზმისა

1378. მეფეო თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად მაგრა მოსრული თქუენს წინა ვარ შემოხვეწლად ქენებლად ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად თვით იგი იაჯს რომელიც ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად

1379. აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწით და შემუდარებით ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დადებით დავიწყდეს რომე პატიჟნი არს ჩვენგან მიუმხდარებით არ გაწყენ გრძელი ამბავი არს ჩუენგან მიუმხვდარებით

1380. თქუენთა უყვარს ერთმანერთი ქალი მას და იგი ქალსა მას ვიგონებ საბრალოსა მტირალსა და ფერნამკრთალსა მუჴლ დაყრილი გიაჯები ნუღარ აწვევ იმათ ალსა რომე მისცეთ ქალი თქუენი მკლავმაგარსა გულფიქალსა

1381. ამის მეტსა არას გკადრებ არ მოკლესა არცა გრძელსა ამოიღო ჴელმანდილი მოინასკუა ზედან ყელსა ადგა მუჴლნი მიუყარნა იაჯების ვითა მზრდელსა გაუკვირდა ყოვლსა კაცსა მის ამბისა მომსმენელსა

1382. რა ტარიელ მუჴლმოყრილი ნახა მეფე შეუზარდა შორს უკუდგა თაყუანისსცა ქვე მიწამდის დაუვარდა მოახსენა ჴელმწიფეო ლხინი ყოვლი გამიქარდა თქუენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქუენი ჩამადარდა

1383. ვით ეგების რაცა გწადდეს რომე კაცი არ მოგთმინდეს ანუ მშურდეს ქალი ჩემი საკუდავად და ტყუედცა გინდეს გებრძანამცა სახლით თქუენით ცრემლი არცა მაშინ მდინდეს სხვა მისებრი ვერა ჰპოოს ცათამდისცა გაცაფრინდეს

1384. მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც აქუს და მას ეფერა ვარდი ახლად იფურჩნების მე ყუავილი დამებერა რამცა ვჰკადრე შეცილება რასაც ოდენ იგი ჯერა