... (W-27), XVII ს.

1288. თქუენ უბრძანე ჩემმაგიერ უსენს ქმარსა ფატმანისსა გამოგზავნოს იამების ნახვა მისი ჴსნილსა მისსა მისგან კიდე ინატრიდა ჭურეტასამცა სხვადღა ვისსა ვინ მზესაცა უნათლეა ასრე ვითა ბროლი ფისსა

1289. რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა წესია გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთომელსა მისცა მადლი და დიდება ღ~თსა მართლისა მბრჭობელსა მაშინვე შეჯდა არ უნდა მისვლა სხვასაღა მხმობელსა

1290. ბარგი აჰკიდა გააგო ქმნა ქორწილისა მათისა მას მოაქუს რიცხვი ტურფათა არს სიდიადე სათისა ფატმან ჰყავს თანა იარა სავალი დღისა ათისა უხარის ნახვა ლომისა და მზისა ჴმელთა მნათისა

1291. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა გარდახდეს მდაბლად აკოცეს გარესწყდეს ჯარსა სპათასა შეასხეს ქება ტარიელს მან მადლი გაუათასა რა ქალი ნახა სტრფიალობს შუქსა მას ბროლ ბაკმათასა

1292. ფატმან ხათუნს მისსა მჭურეტსა ედებოდა ცეცხლი ნელი მოეხვია გარდუკოცნა ჴელი ფერხი პირი ყელი იტყუის ღმერთო რა გმსახურო გამინათლდა რადგან ბნელი ვსცან სიმოკლე ბოროტისა კეთილია შენი გრძელი

1293. ქალი ფატმანს ეხვეოდა ტკბილად იტყუის არ გამწყრალი ღმერთმან გული გამინათლა გახეთქილი გაცამწკრალი აწ ეგრე ვარ გავსებული წინას ვიყავ ვითა მცხრალი მზემან შუქნი შემომადგნა ვარდი ვით ვჩან არდამზრალი

1294. ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა ქაჯეთიცა დაუმადლა არ გაუშვა დღესა შვიდსა უხვად გასცემს საბოძვარსა საჭურჭლესა ანაკიდსა პერპერასა დაპანტულსა ზედან სცვეთენ ვითა ჴიდსა

1295. მუნ იდვის გორი ლარისა სტავრისა და ატლასისა ტარიელს უძღვნა გვირგვინი ვერ დანადები ფასისა იაგუნდისა ყუითლისა მრთელისა მეტად ხასისა კულავ ერთი ტახტი ოქროსი წითლისა მართ ახლითა

1296. ნესტანდარეჯანს ყაბაჩა უძღუნა შემკული თვალითა იაგუნდითა წითლითა ბადახშითა და ლალითა დასხდეს ორნივე ქალყმანი პირითა ელვა მკრთალითა მათნი მჭურეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა

1297. ავთანდილს და ფრიდონს უძღუნა უსაზომო დიდი ძღვენი ძვირფასისა უნაგირი უკეთესი თვითო ცხენი თვითო კაბა თვალიანი უცხო ფერთა შუქთა მფენი მოახსენეს მადლი რა ვთქვათ სვიანმცაა დავლა თქვენი

1298. ტარიელ მადლსა გარდიჴდის ტურფა სიტყუითა ენითა დიდად ვიამე მეფეო პირველ ნახვითა თქუენითა მერმე აღგუავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა ვიცი შორი შორ არ ჩავლა ჩუენ თქუენი კარგად ვქენითა

1299. ზღვათა მეფე მოახსენებს ჴელმწიფეო ლომო ქუელო მოახლეთა სიცოცხლეო ვერ მჭურეტელთა შორით მკულელო მსგავსი თქუენი რამცა მეძღვნა შვენიერო სანახველო რა მოგშორდე რა მერგების საჭვრეტელად სასურველო

1300. ტარელ ფატმანს უბრძანა მე თავი შენი მიდია დავ გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი დიდია აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია მამიცემია წაიღე არ კიდე მომიყიდია

1301. ფატმან ხათუნ თაყვანისსცა ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა მემეფეო შენი ნახვა მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა რა მოგშორდე რა მერგების მე დამაგდებ ვითა რეტსა ახ ნეტარძი მოახლეთა ვაგლახ თქუენსა ვერა მჭვრეტსა

1302. ზღვათა მეფესა ეტყუიან ორნივე შუქთა მაფენი კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი უთშენოდ მყოფსა არ გვინდა ნიშანნი საჩანგდაფენი მაგრა გაგვიშვენ ჟამია წავიდეთ ვართ მოსწრაფენი

1303. შენ იყავ ჩვენი მშობელი და ჩვენგან საესავიო მაგრა ამასცა ვიაჯით გვიბოძო ერთი ნავიო მეფემან ბრძანა არა მშურს სამიწოდ თქუენად თავიო რადგან ისწრაფი რა გკადრო წა გიწინამძღვრდეს მკლავიო

1304. მეფემან ნავი ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა გამოემართა ტარიელ გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა თავსა იცემდეს იგლეჯდეს თმაწუერსა გაიყრიდესა ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა

წასვლა ფრიდონისასვე მხიარულად

1305. გამოვლნეს ზღუანი სამთავე ერთგან ძმად შენაფიცართა კულავ ამტკიცებდეს სიტყუათა მათ პირველ დანამტკიცართა შვენის მღერა და სიცილი მათ მისთა არუვიცართა ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა

1306. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად კულავ ფრიდონის თავადთასა ნაომართა მათთა მთხრობლად მანდა მოვა მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად ჩუენ დამზრალნი აქანამდის აწ გავხედით დაუზრობლად