... (W-27), XVII ს.

1424. ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთათ ფრქვევასა უბრძანა ვიტყუი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა რადგან გწადიან წამომყევ დამწამებ ნურას თნევასა ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა წუევსა

1425. შეყარნა სპანი არაბეთს აღარა ხან დაზმულია კაცი ოთხმოცი ათასი ყუელაი დაკაზმულია კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნაღველ ჭმულია

1426. ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე დობილნი ერთმანერთისა დადფიცნი სიტყუისა გამონდობილნი მკერდითა მკერდსა შეკრულნი ყელისა გარდაჭდობილნი ტიროდეს მათთა მჭურეტელთა გულნიცა ესხნეს წდობილნი

1427. მთვარე ცისკრისა ნიავსა რა თანა შეესწოროსა ორნივე სწორად ნათობენ მოშორდეს მოეშოროსა არა თუ იგი მოშორდეს მართ ცამან მოაშოროსა მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან ჴამს თავი იქედგოროსა

1428. მათთავე სახედ რომელსა ესენი დაუბადიან იგივე გაჰყრის სიშორე არა თუ ნებით სწადიან ვარდსა სწებენ და აპობენ ტირან და ცრემლნი ჩასდიან მათთა გამყრელთა ყუელთა სიცოცხლე არ იქადიან

1429. ნესტანდარეჯან მათ ეტყუის ნეტამც ყოლე არ შემოგცნებოდი მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი ამბავსა სცნობდი მამცნევდი წიგნითა მეუბნებოდი ვითა მე შენთუის დამწვარვარ აგრე შენ ჩემთვის ბნდებოდი

1430. თინათინ უთხრა ჰე მზეო შენთა მჭურეტელთა ლხინებო რადმცა გაგწირე თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო ღ~თისაგან დღეთა თხოვისა ნაცულად სიკუდილი ვინებო აგრემცა მივი რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო

1431. კულავ აკოცეს ერთმანერთსა გაიყარნეს იგი ქალნი ქუე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიტნა ყოლე თვალნი იგი იჭურეტს უკუღმავე ედებოდეს ამით ალნი რომე მწადდეს ვერ დავსწერენ მე სიტყვანი ნაათალნი

1432. როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების ათასჯერ იტყუის ვაგლახსა არ სულთქმა უერთხელდების ცხელი სდის წყარო ცრემლისა მართ ვითა ქუაბი ცხელდების ტარიელ არის დაღრეჯით ფიფქი ნასდების თხელდების

1433. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით იტყვის თუ თქვენი სიახლე მიჩნ დის აქამდისცა ოცებით რადგან მოგშორდი დავრჩები პატიჟთა გაასოცებით შენგან მოგვეცა სიცოცხლე შენგანვე დავიჴოცებით

1434. ტარიელ შეჯდა მეფისა გამყრელი გამომსალამე სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი მინდორთა სალამე მზე შენ გელისო საომრად და თავი შენ მას ალამე უბრძანა თქვენთვის მტირალსა ყოლა არ მიჩნდეს სალა მე

1435. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა ტარიელ ფრიდონ ავთანდილ თავითა მეტად კარგითა კაცი ორმოცი ათასი ჰყავს ცხენებითა ვარგითა მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა

1436. სამ თვე ვლეს ღმერთსა მათებრ სხვა ნურა ნუ დაბადოსა მოეგებნიან მტერობა ვერავინ დაიქადოსა მინდორსა შიგან სადილად გარდაჴდეს უდელადოსა ვითა მართებდათ პურობდეს ღუინოსა სუმიდეს არ დოსა

ტარიელისაგან ინდოთა მეფისა სიკვდილის ცნობა

1437. ქედსა ზედა გარდამოდგა მეტად დიდი ქარავანი კაცები და საჴედრები ერთობ იყო შაოსანი გარეშემო მოეკუეცნეს უკანამო დალალანი მეფე ბრძანებს მოასხითო ჩვენ დავჰყოვნოთ აქა ხანი

1438. მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია უბრძანესვინ ხართ შავითა რად ტანნი შეგიბლესია მათ მოახსენეს სით მოვალთ იქ ასრე დანაწესია ინდოეთს მიხრით მოსრულთა გუივლია გზა უგრძესია

1439. გაეხარნეს მათ ვაჭართა ინდოეთით მომავლობა მაგრა თავი უმეცარ ქნეს არა მისცეს ყოლა გრძნობა უცხოურად ეუბნების მათ ვერა ჰქნეს მათი ცნობა არ ესმოდა ინდოური არაბულად ყუეს უბნობა

1440. უბრძანეს გუითხარ ვაჭარნო ამბავი ინდოეთისა მათ ჰკადრეს ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა ზეცისა დიდსა და წურილსა ყუელასა ცრემლი სდის მსგავსი წუეთისა მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა

1441. რა ვაჭარმან ესე სიტყუა თქუა საქმენი გააკვლადნა ქალმან დიდნი დაიკივლნა ფიცხლა თავსა მოიჴადნა ტარიელცა დაიზახნა დაფარულნი გააცხადნა ნარგისთაგან მონადენი ღვარი ადგა თოვლი გადნა

1442. მომკალ ქალსა თავ მოჴდილსა თუ მზე ვითა ეურჩოსა სული ვარდსა დავამსგავსე თავშიშველი ყაყაჩოსა თუ ბრძენიცა მაქებარი მისი იჴმობს ვირებ ჩოსა ჰგავს თუ ტყუბი მარგალიტი ზის ბროლისა ჴარჴანჩოსა