... (W-27), XVII ს.

1385. რომ შეგერთო ერთი მონა თქუენთვის არცა მაშინ მშურდა ვინმცა გკადრა შეცილება უშმაგომცა ვით მოგმდურდა თუ ავთანდილ არ მიყუარდა აგრე მისთვის რად მომსურდა დია ღ~თო წინაშე ვარ ესე ჩემგან დადასტურდა

1386. რა ტარიელ ესე სიტყუა მეფისაგან მოისმინა დადრკა მდაბლად ეთაყვანა პირსა ზედან დაეფინა კულავ როსტევანცა თაყუანისცა წამორევლო წადგა წინა ერთმანერთი მოიმადლეს მათ ერთსაცა არ ეწყინა

1387. ტარიელ ფრიდონ გაგზავნა მის ყმისა მოსაყვანელად შესთვალა მოდი გიბრძანებს იგი შენ ვისად სჩანს ელად ჭირნი გარდახდეს მოგაკლდა ცრემლი ღაწუისა მბანელად ნუღარ ეშიშვი საჴმილსა შენი დამწველია ნელად

1388. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის მახარობლად გაექანა ესდენ დიდი სიხარული გაეხარნენ მასმცა განა წავიდა და წამოუძღვა მოიყუანა მოჰყუა თანა მაგრა ირცხუის მეფისაგან შუქი ბნელად მოევანა

1389. მეფე ადგა მოეგება ყმა გარდაჴდა რა მივიდა ჴელთა ჰქონდა ჴელმანდილი პირსა მითა იფარვიდა მზე ღრუბელსა ეფაროდა ქუშდებოდა ვარდსა ზრვიდა მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაფარვიდა

1390. მეფე კოცნასა ლამობდა აღარა ცრემლნი სდენიან ავთანდილ ფერჴთა ეხუევის შუქნი ქუე დაუფენიან უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი შენ ზნენი გამოგჩენიან რადგან მერჩიო ნუ მერცხუი გაე რასაღა გრცხუენიან

1391. მოეხვია გარდაჰკოცნა მან პირისა არემარე დამივსეო ცეცხლი ცხელი მაგრა წყალი არე მარე ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არემა რე გვალე შეგყრი ლომო მზესა თავი მისკენ არე მარე

1392. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა ახლოს უზის ეუბნების აკოცებს და უჭვრეტს პირსა იგი მზეა ჴელმწიფობა ასრე მიხვდა ვითა ღირსა მაშინ ლხინი ამო არის რა გარდიჴდის კაცი ჭირსა

1393. ყმა მეფესა მოახსენებს მიკუირს სხვასა რად რას ბრძანებ რად არ გინდა ნახვა მზისა ანუ რადღა აგვიანებ მიეგებვი მხიარული სახლსა თქუენსა მოიყვანებ შემოიმოს შუქთა მისთა ნათლად გარე მოივანებ

1394. ტარიელსცა მოახსენა შესხდეს ქალსა მიეგებნეს მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს მიხვდეს მათსა საწადელსა იგი პოვეს რაცა ძებნეს ჴელი ჰჴადეს ჴმალთა მათთა არა ცუდად წელთა ებნეს

1395. მეფემან ქალს უსალამა მან შორით გარდახდომილმან დაუყუნა თვალნი ელვამან მისთა ღაწვთაგან კრთომილმან გამოეგება აკოცა კუბოსა შიგან მჯდომილმან დაუწყო ქება მეფემან თვით ვერას ვერ მიხვდომილმან

1396. ეტყვის მზეო ვითა გაქო ნათელო და დარიანო შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო მზიანო და მთვარიანო ეტლად რაო და რიანო თქუენ საჭურეტლად აღარ მინდით არ ვარდნო და არ იანო

1397. შინა წავიდეს ყველანი შინა თავისა მარებად ჰგვანდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად არ მიიხდომვის სიტურფე არს მათგან მიუხუდარებად ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად არებად

1398. შევიდეს ნახეს თინათინ მჭურეტთა მიმცემი ჭირისა სკიპტროსანგვირგვინოსანსა შვენოდა ცმა პორფირისა მისრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა შევიდა მეფე ინდოთა იგი მზე მგზავსი გმირისა

1399. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს მოეგებნეს აკოცეს და საუბარი დააამეს იგი სახლი გაანათლეს არ ნათელი შეაღამეს ბროლ ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს

1400. თინათინ ზედა აწვივა ტახტსა მეფეთა ზეთასა ტარიელ უთხრა შენ დაჯე სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა მე ლომი ლომთა დაგისვა გვერცა შენ მზესა მზეთასა

1401. ორთავე ჴელი მოჰკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა გვერდსა დაუსვეს ავთანდილ სურვილსა მოეკლა ვისსა უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა ნუმცა თუ რამინს და ვისსა

1402. ქალსა შესწბა გაუკუირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე და გამო გულმან კრთომა მეფე ეტყუის შვილო ჩემგან გაქუს სირცხუილი თუ რა ზომა ბრძენთა უთქუამს სიყუარული ბოლოდ მისი არ წახდომა

1403. აწ შვილო ღმერთმან თქუენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა სვე სვიანობა დიდობა კულავ ჭირთა გარდუხდელობა ცამცა ნუ შეგცვლის მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა თქუენით ჴელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა

1404. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყუანება ესეაო მეფე თქუენი ასრე იქნა ღმრთისა ნება დღეს ამას აქუს ტახტი ჩემი მე სიბერე ვითა სნება ჩემად სწორად მსახურებდით დაიჭირეთ ჩემი მცნება