... (W-27), XVII ს.

1501. დედოფალმან ლმობიერად შევუნდობო ესე ბრძანა მოიყუანა რამაზ მეფე ჴელმწიფეთა ათაყვანა ყოვლით კერძო მომღერალთა ჴმები გაეთანისთანა ჭირთა მათგან გარდაჴდილთა ესე ლხინი შეაგუანა

1502. ოქრო თუალი მარგალიტი შვენიერი სანახავად ყოვლგან იდვის ვითა გორი მოდის ველთა მოსარწყავად ვისცა სწადდის ალაფობდის წაიღიან უკითხავად მანდატური არვის სცვიდის ბოლოს ვინ ჯდის ანუ თავად

1503. ავთანდილ და ფრიდონისთა სპათა ეტყუის მეფე დიდი სტუმარნი ხართ შოებისა სირცხვილი და ნუ გაქუსთ რიდი თვითოს კაცსა თვითო ჯორი მარგალიტი ანაკიდი ესე მისცა საბოძვარსა სხუას ყუელასა ვერ დავსთულიდი

1504. ავთანდილ და ფრიდონისთვის საბოძვარსა ვინ დასთუალავს ვერ გამოსთქუამს სიმრავლესა ენა ამად თავსა კრძალავს რაცა იდვა უკეთესსა დედოფალი არ დამალავს მათ ხედავდა მხსნელად მათად ტკბილად უჭურეტს არა მალავს

1505. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს ღ~თად ხადოდიან თქუენგან გუჭირს კარგი ყველაი მართ ამას მოიტყოდიან ვითა პატრონსა სჭურეტდიან რაც სწადდის მას იტყოდიან სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან

1506. ტარიელ რამაზ მეფესა უბოძვა საბოძვარია უბრძანა ხარკსა მოგუცემდი მართ ვითა შენი გვარია მან თაყუანისცა პირისა ქუე მდაბლად დამდებარია წავიდა მისი მლოცველი არ ომთა მომკვეხარია

1507. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს მისსა შეკდომილსა რაცა შენ ჰქენ არ უქმნია არ გამზრდელსა არცა ზრდილსა აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა ერთსა წილსა ზედა დაგსუამ შენი იყოს გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა

1508. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე სამეფოსა ეპატრონე მუნიდაღმა გვმსახურებდი თავი შენი დაგუამონე ასმათ ფერხნი გარდუკოცნა შენგან არის ჩემი ღონე მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე რამც ვიქონე

1509. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია თამაშობდიან უსახო მოუდიოდეს ძღუენია რა მარგალიტი ღარიბი რა უკეთესი ცხენია მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია

1510. ტარიელ თქუა ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა უბრძანებდა გული შენი გაღანამცა მამემდურვა აწ ვაგლახ მენ ჭირი ჩემნი გონებამან შვიდი თუ რვა მოგშორდები საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა

1511. კულავ ფრიდონცა დაეთხოვა წავიდეო სახლსა ჩემსა ზედაზედა დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა შენთვის ასრე მომსურდების წყაროსათვის ვით ირემსა

1512. მასცა უბოძა ფარმანი წა სახლი მოიარეო მე ნუ გამწირავ მნახევდი ადრე მობრუნდი გარეო ავთანდილს უთხრა უშენოდ რამცაღა გავიხარეო რადგან ისწრაფი რაღა ვქმნა მიგელის ლომსა მთვარეო

1513. როსტანისთვის წაატანა ძღუნად ტურფა ჯუბაჩები კულავ ჭურჭელი თუალთა თლილთა არ კოვზები არ ჩამჩები ჩემაგიერ მიუტანე წაო ნურას მეურჩები ავთანდილ თქუა არა ვიცი მე უშენოდ ვით დავრჩები

1514. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე რომე ჩაცმა დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე ერთი თვალი წამღებელმან ვერა თქუას თუ ცუდად ვზიდე ღამე მზეებრ გაანათლის ჩნდის სადაცა შეხედვიდე

1515. ავთანდილ შეჯდა წავიდა ტარიას გაესალამა იგი ორნივე გაყრისა დაწვა ცეხლისა ალამა სრულად ინდონი მისტირან ცრემლმან მინდორი დალამა ავთანდილ იტყუის მომკლაო სოფლისა მე სამსალამა

1516. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი გზამან გაჰყარნა წავიდეს თავის თავს ანატირენი კარგად მოუჴდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი ავთანდილ მიჰჴდა არაბეთს ნახნა არ ცუდნი ჭირენი

1517. გამოეგებნეს არაბნი სამეფო დააშვენა მან ნახა მზე მისი მირიდა მისთა სურვილთა წყენამან მას თანა ტახტსა დავეჯდა ილხინა მჭურეტთა ლხენამან გააჴელმწიფა გუირგუინი ზეცით მოსრულმან ზენამან

1518. მათ სამთავე ჴელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს ერთმანერთსა ნახვიდიან საწადელნი გაუსრულდეს ბრძანებისა შემცილენი მათთა ჴრმალთა დავეწყლულდეს მოიმატეს სამეფონი გაჴელმწიფდეს გამორჭმულდეს

1519. ფრიდონცა არის თავისას მორჭმული შვებით ხარებით მტერთა საშიში ერთგულთა მოსაჴრმად დაუზარებით მათ ძმათა ამბის საკითხი არ გაწყდის კაცი კარებით გასცემდის ოქრო გუარსა ლარს ნურვიმ დაეკარებით

1520. ერთმანერთისა მეშველთა მებრძოლნი იმაჯანიან ორთავე მტერი მოყუარედ მათ წინა მიიყუანიან მათთა ურჩთა და შემკადრთა მიწები ააკუანიან ორგულთა მკლავნი შემუსრნეს ერთგულნი აგულვანიან