... (W-27), XVII ს.

1462. დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს რამაზს ჰკადრეს ყუელაკაი დამალვასა ვერა სთმობდეს მოვიდაო ინდოთ მეფე ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს ვინცა ვითა გარდეხვეწოს იგი ერთი ორთა სჯობდეს

1463. ინდოთა დროშა ტარიელს აქუს და ალამი უბია დროშა არაბთა მეფისა მასსა თანავე ჰყუდია არაბთა იცის ყუელამან მათი აბჯარი შუბია ფრიდონმზე მოყმე რომელმან შექნა სისხლისა გუბია

1464. ცოტაი წავლეს გამოჩნდა ხუთასი ცხენოსანანი შეტეობასა ლამობდა ყმანი არაბთა თანანი ტარიელ იტყუის ნუ იქთო მისცა სიტყვისა ნანანი მოვიდეს აჩნდრდ უაბჯროდ ჰქონდეს არცათუ დანანი

1465. ცხენთა ფერჴთა მოეხვია მუჴლმოყრილი შეეხვეწა მოახსენა შემიბრალე მისსა ძალსა ვინცა გხუეწა ნუ დამარჩენ ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკუდარი მე წა გული თქუენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა

1466. მე ღ~თნ მიყო მუქაფა ფიცისა გამტეხელობა კულაცა მენახა და მეცან ომშიგან თქუენი ქველობა ეს თემი გაჴდა უმეფოდ გაჭირდა აქამდის ხელობა არა ვიცოდი სიცოცხლე ღ~თისაგან თქუენი მლხენობა

1467. დაიკარგენით წაჰჴუედით თქუენ წელნი მეათენია გაჴდეს მფრინველნი უმეფოდ არწივსა მოსტყდეს ფრთანია ამად შევმართე საქმენი ჩემნი საკამათენია ადრე გამიტყდა სოფელი მართ ვითა კაბათენია

1468. შინა წავიდეს გარდაჴდეს ეს თურე არ ლაყაბია რამაზ ჰყავს ორთა დედათა ყელსა მანდილი აბია შეშინებული საბრალოდ დუღდა მართ ვითა ქუაბია მართალხარ მომკალ მე ხუალემ რამცა ვინ მიასაბია

1469. ვიაჯი მომკალ მე ხუალემ ყუელაი ჩემი ბრალია მერმე ხუთასი ვაზირი მყავს აქათ წაუვალია თავები დასჭერ ადინე სისხლი მართ ვითა წყალია სპა უბრალოა ნუ დაჰხოც ამად ვტირ გულმხურვალია

1470. ყოვლთა მისცეს ზენაარი მიუყარნეს მუჴლნი წინა ნუ დაგვხოცო მისსა ძალსა ვინცა აგრე დაგარჩინა ტარიელ დგას დაყმუნვებით რამაზ წინა მოეფინა ღ~თი ალხენს შეხვეწილსა არ შეუნდობს კაცი ვინა

1471. კაცი ცრემლითა შეინდობს თუ ცოდვა მისთანაც არსა ვით ნინეველი ისხემდეს თავსა მტუერსა და ნაცარსა ამით დაესხნეს რისხვასა ზეცით მოსრულსა ნაცარსა წაღმავე წაგრეხს სოფელსა კულა მისგან უკუ ნაცარსა

1472. ბრძენმან ვინმე მოსწავლემან საკითხავი ესე პოვნე ესეაო მამაცისა მეტის მეტი სიგულოვნე ოდეს მტერსა მოერიო ნუღარ მოჰკლავ დაიყოვნე გინდეს სრული მამაცობა ესე სიტყუა დაიჴსოვნე

1473. ტარიელ მოტკბა მღმრთისავე მსგავსად იგ წარმართულია აღარ დაგჴოცო უბრძანა ძლეული შიშმან თუ ლია წაღმავე წაგრეხს საქმესა რაცა უკუღმა სთულია ნაქმარი მრუდი ყუელაი აწ ჩემგან გამართულია

1474. თაყუანი სცეს და დალოცეს ყოველთა ჴმა ერთად იერეს ღ~თსა შევედრეს ზახილით სვე მათი გააძლიერეს თავები დაჴსნეს სიკუდილსა სიცოცხლე ამის მიერეს ტარიას ჴრმალნი ვერ დაძღეს ჯერთ ჴორცი მოიმშიერეს

1475. ტარიას ნახუად მოსრული მუშთარი ახლოს მჭურეტია რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია მოვიდეს ნახეს რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა მართ ვითა სვეტია

1476. ერთი კაცი მათ ლაშქართა მახარობლად მიუვიდა არ დაგჴოცსო შეგიწყალნა ყუელაკაი დალოცვიდა ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს ყველა ამას მოზრახვიდა მოვიდა იგი მოყმე რომე ერთი ბევრთა სრვიდა

1477. მოეგებნიან ტარიელს შორიშორ უსალამიან შიგანთა დროშა ინდოთა მათ იცნეს აალამიან ვერ გამოენდვნეს ინდონი თქუეს თუ ღალატსა ლამიან არ მოელოდეს ტარიელს მით ცრემლი დაილამიან

1478. ტარიელ მიდგა უყივლა მე მოველ მეფე თქუენიო თანა მყავს ჩემი მნათობი პირი ელვათა მფენიო ჩუენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო გამოდით თქუენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო

1479. მაშინღა იცნეს ტარიელ მათგან მიდამო სრბანია სრულად მჭვრეტლითა აივსო ზღუდე და ბანისბანია ჴმამაღლად ჴმობდეს იძახდეს მოგვშორდეს სალმობანია აქამდის რისხვა მაღალმან აწ მოგვცა წყალობანია

1480. კარნი გაახუნეს გამოჩნდეს მოიხუნეს მათ კლიტენია ერთობ ფლასითა მოსილნი მათ მზეთა ზედ მჭურეტენია ტირან ორნივე ქალყმანი ვარდისა ბაღსა ტენია ზახილით თავსა იგლეჯენ ყორნის თმა ბროლსა ტენია

1481. ვითა გამზრდელსა მართებდა გაზრდილი აგრე ხელია რომე სდის ცრემლი თუალთაგან ცეცხლთაგან უფრო ცხელია თავსა იგლეჯს და იზახის ტირს მეტად გულფიცხელია გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა ბროლისა საფოცხელია