... (W-27), XVII ს.

1443. ქალი საბრალოდ მამასა სტირს ბულბულისა მსგავსია თმა გაიგლიჯა გაყარა ღაწუი ცრემლითა ავსია ვარდი შექნილა ზაფრანად ლალი მართ ვითა მხავსია მზესა ღრუბელი ეფარვის ამად ნათელი დავსია

1444. იხოჭს და იგლეჯს ხმა მაღლა ტირს სიტყუა ჴაფი უარე სისხლი და წყალი თვალთაგან სდის ცრემლი გარე უარე მოვეო შენთვის მამაო შვილი ყოველთა უარე ვერა გმსახურე ასულმან ვერცა რა შეგაგუარე

1445. ჩემთვის ბნელქმნილო მამაო ნათელო თვალთა ჩემთაო ჩემსა რა გაცნევს ამბავსა გულისა მონაცემთაო მზეო რად ღა გაქუს სინათლე რადღა ანათობ თემთაო რად არ დაიქეც ქუეყანა რადღა მართიხარ ზე მთაო

1446. ტარიელ მოთქუა გამზრდელო ჰაი ჰაი რა საქმე მსმენია მიკუირს თუ მზეღა რად ჰნათობს რად არა დაუჩენია მზე მოჰკუე ყოვლთა სულდგმულთა სოფელი აღარ შენია ღმერთსა მიმადლე შემინდევ რაცა შენ ჩემგან გწყენია

1447. მაშინ გაჰჴდეს ყველაკანი მტირალად და ცრემლთა მღურელად დიდი ხანი მოიტირეს თავისთავის გაუყრელად ავთანდილ და ფრიდონ ტირან გულსადაგად არ თუ ჭრელად მაგრა ექმნეს სულსა მღებელ კათოლიკოს მაწყუერელად

1448. ზე ადგეს და მოაჴსენეს ჰე მნათობნო ცისა მზენო დასთმეთ გული დაიწყნარეთ ქენით რაცა მოგახსენო იგი ღმერთმან გაამაღლა ვითა ორბი მისნო ფრთენო აქ ყოფნა არა გუმართებს არცაღა გუცალს გლოვად ჩვენო

1449. მადლი უბრძანეს აწვიეს ქუე დასხეს ზე ადგომილნი მუნვე დგეს იგი ვაჭარნი პირსა ფერ აერ კრთომილნი შეშინებულნი საბრალოდ მართ ვერას ვერ მიხდომილნი უბრძანა ძმაო რა გიკუირს ჩუენ იგი ვართ წაჴდომილნი

1450. კულავ უბრძანებდეს გუიამბეთ ამბავი დანარჩომია მათ მოახსენეს პატრონო ინდოეთს დიდი ომია მოსულა ხატა ლაშქარი ქალაქსა შემოსდგომია რამაზ არს ვინმე ჴელმწიფე მათად პატრონად მჯდომია

1451. ჯერ დედოფალი ცოცხალა მკუდართაგან უფრო მკუდარია იბრძვის ლაშქარი ინდოთა თუც იმედ გარდამწყდარია გარეთ ციხენი წაუხვმან ყუელაი გარდამჴდარია მზეო თქუენ შუქნი მიჰფინეთ ჰაი ჰაი რა ავი დარია

1452. მუნა მყოფსა ყუელაკასა შეეკერა ჩუენცა შავი რამაზს წინა გამოვედით მისრულად ვთქუით ჩვენი თავი მეფე ჩუენი დიდი არის მათ ეწადა მისი ზავი გამოგვიშვა წამოვედითო არა გუიყო ყოლა ავი

1453. რა ტარიელს ესე ესმა მეტად ფიცხლად აიყარა ეჯი სამდღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა დროშა მისი აემართა წინა არა მოიფარა აწ ნახე თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა

ტარიელისაგან ინდოეთს მისულა და ხატაელთ დამორჩილება

1454. ინდოეთს ზედა წაადგა მუნ მთა და დიდი ქედია აჩნდა ლაშქარი უსახო მესაკუირველა ჰე დია ტარიელ უთხრა რადც უნდა აწ მოყმენო რაც იმედია ადრე მოვიცლი ჩემთაგან ღ~თი და ჩემი ბედია

1455. ამა ლაშქართა უნახვან კულავ ჴრმალთა ჩემითა კუეთანი ერთხელ შემებნეს დავჰჴოცენ შევქნენ აბჯართა ფეთანი ავთანდილ უთხრა რად უნდა თქმანი სიტყუათა მძლეთანი მართ ვითა მტუერთა წავიხუამთ მიხუდეს ფერჴითა ცუეთანი

1456. დაეკაზმნეს საომარად გაამაყდეს გაჩაუქდეს ცხენთა შესხდეს უკეთესთა საჴედარნი ასუბუქდეს ერთმანერთსა აჯობინეს მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს იგი ქედი ჩაიქროლეს ბუქისაცა უფრო ბუქდეს

1457. წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს ტარიასთა გააქცივნეს მიეწივნეს ჩამოჰყრიდეს მოაგებნეს მჴარდაკრულნი მათ წინაშე მოასხმიდეს იზახდიან ვისნი ხართო ჰკითხეს ხანსა დარეზმიდეს

1458. მათ მოახსენეს მეფეო ჩვენ ცუდად დაღორებულნი რამაზის ჴელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი უბრძანა წადით რეგუენნო თქუენ ჩუენგან გაფიცხებულნი აცნობეთ თქუენსა პატრონსა მოვლენ გულითა ქებულნი

1459. უთხარით ბრძანებს ტარიელ მეფე ლაღი და ჯანია იგი ჴელმწიფე მაღალი მებრძოლთა მემაჯანია ჩემსა ამბავსა გაცნევენ შენნივე დარაჯანია შიში ვერ იხსნის სიკუდილსა ცუდნიღა დაღრეჯანია

1460. დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო ინდოეთსა ვით მოადეგ შმაგთაგანცა უფრო შმაგო აჰა მოველ იგი ცეცხლი რომე სრულად ამოგდაგო ჴრმალი ჩემი მოლესული შენს ზედა დავაბლაგო

1461. აწ დაემზადე მოპარვა მე თქუენი არა მწადიან შემები რაზმი გარდმაწყევ წინასვე გამიცხადიან პირბოზო ჩემი მორევნა რა დია გაგიქადიან მე ჩაბალახად გაჴმარნე რაცა გიმუზარადიან»