... (W-27), XVII ს.

1482. რა ნახა ხასნი ვაზირნი ფლასითა დამოსილნია კულავ დაიზახნა ტარიელ უფროსნი დანაკივლნია სისხლი და ცრემლი თვალთაგან სდის და მიწყობით მილნია მოვიდეს ყელსა მოეჭუდნეს ვითა ძმანი და შვილნია

1483. დიდებულნი მოეხუივნეს მოუზრუნვეს მათ ცოლქმართა ქალი დაბნდა მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა ვარდსა შტონი ჩამოსცუივდეს ზე ვერავინ წამომართა მუნა კაცთა ვერ ვხედვიდი გაცინებით მოღიმართა

1484. დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად უბრძანებდა რად ვინ სტირთო ესე ჰქონდა წყრომა ზრახვად ღმერთმან რისხვა მოაქცია წყალობისა გამოსახვად გვმართებს რომე მადლი მივსცეთ აღარა გუცალს გლოვაახვად

1485. ტარიელ ზედა მოიჭდნა მხურვალთა ცრემლთა მდენელმან იტყუის თუ ცეცხლი დამევსო ცხელი აწ დამწვა მე ნელმან დადუმდი სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან თქუენი სიცოცხლე მალხინა ღ~თნ ობოლთა მლხენელმან

1486. ქალმან დედასა შესტირნა ჰაი ჰაი რაღა ვქნა დედაო შესამოსლითა დაგაგდე აწ შაოსანსა გხედაო მამამან ტახტი დასცალა არა ზის მასსა ზედაო დედამან ცრემლნი მოჰჴოცნა ეტყუის დადუმდი ბედაო

1487. გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები ვარდსა დაუტყლეჟს ბაგეთათ გაჴდა ალვისა მთხელები ნესტან დარეჯანს ეტყუის რაღა ვთქუათ სიტყუები ბედით ხელები ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი არერთხელები

1488. რა გარდაჴდა მცირე ხანი ჟამი იქნა გარდასრულად დიდებულნი ეთაყუანნეს ერთობილნი ადგეს სრულად იგი მზენი მიეგებნეს მოეხვივნეს გულისგულად აკოცეს და მოიკითხნეს თავისთავის თვითეულად

1489. ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება ტარიელ თქუა დედოფალო გჭირს ამათი არამცნება ესენია მხსნელნი ჩუენნი აწ არა გუცალს გრძლად უბნება ამათგან გვაქუს ჩუენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება

1490. ადგეს და ქალაქს შევიდა თუით გარდაჴდეს სრასა მათსა ერთსა ბრძანებს დედოფალი მართ სიტყუასა ვითამ ათსა ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩუენნი ვერ დავცემენ ყოვლ შამათსა ამად შევიქ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა

1491. უბრძანა გლოვა გახსენით ქოსწინწილასა ჰკარითო დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩუენით კარითო სახლები თქუენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო იცინოდით და იმღერდით ნუ ცრემლი აწანწკარითო

აქა ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა

1492. დედოფალმან მათ ცოლქმართა თუითო ჴელი დაუჭირა ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა მოიშორეს კაეშანი გული მდედრი აქვითკირა გლოვა ცვალა სიხარულად აღარავინ აატირა

1493. დედოფალმან შეიმოსა შავი ძაძა აიხადა დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა ყუელაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა ბრძანა ჭირი დავივიწყოთ რადგან ლხინი დაგვებადა

1494. ტახტსა ზედან ერთად მსხდომი ტარიელ და ცოლი მისი გონება და ანუ ენა გამოსთქმიდა მათმცა ვისი ერთმანერთსა შეჰფერობდეს ქალი ყმისა შესატყუისი ვინმცა გვანდა ჴორციელი სოფელს შვილი ადამისი

1495. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხუდა მათი საწადელი შვიდი ტახტი საჴელმწიფო საშვებელი გაუცდელი მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი ყოლე ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუჴდელი

1496. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს ქოსნი ჴმათა დაატკბობდეს მისცე კლიტე საჭურჭლეთა თავთა მათთა მიანდობდეს ესეაო მეფე ჩუენი იზახდიან ამას ჴმობდეს

1497. ავთანდილ და ფრიდონისთუის ორნი ტახტნი დაამზადნეს ზედან დასხდეს ჴელმწიფურად დიდებანი უდიადნეს ღმერთმან სხუანი ჴორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს ამბობდიან ჭირთა მათთა ყუელაკასა გაუცხადნეს

1498. სმა პურობა გახარება ქნეს ჯალაბი გაადიდეს ვითარიცა ქორწილობა ჴამს ეგეთსა გარდიჴდიდეს მათ ორთავე თავისთავის ძღუენსა სწორად მიართმიდეს გლახაკთათუის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ყრიდეს

1499. დედოფალმან ასრე ბრძანა ობოლქურივნი მოასხენით ყუელაკაი დაამდიდრეთ საბოძვრითა აავსენით თვით უბოძა უსაზომო რომ არ ითქუმის ყოლა ენით ულოცეთო დღეგრძელობა ესე ღმერთსა შევედრენით

1500. ტარიელ თქუა დედოფალო გკადრებ ერთსა მოსახსენსა შეიწყალე რამაზ მეფე მიავალე ღმერთსა შენსა ვნახე მეტად შემებრალნეს შეუშინდა ჴმალსა ჩუენსა ღ~თი ალხენს მოცთომილსა მონანულსა ცრემლნადენსა