... (W-27), XVII ს.

1405. ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს მდაბლად ეთაყუანნეს მოახსენეს მიწად ვექმნნეთ ვინცა მიწად მიგვიყვანნეს მორჩილქმნილნი დაგვადიდნეს ურჩნი მკუდართა დაგვაგვანნეს მტერთა მკლავნი შეასუსტნეს გულნი ჩვენნი აგულვანნეს

1406. ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა გათავება ქალსა ეტყუის შემიყრიხართ აღარა გწვავს ცეცხლთა დება ქმარი შენი ძმაა ჩემი მწადს ეგრევე თქუენი დება ორგულთა და შემცილეთა შენთა მე ვქნა გაფლიდება

აქა ქორწილი ავთანდილისა და მზე თინათინისა

1407. მას დღე ავთანდილ ჴელმწიფედ ზის და ჴელმწიფე ზენია მასთანა მჯდომსა ტარიელს შვენიან სინაზენია ნესტანჯარ თინათინს ახლავს მჭვრეტთა ამაზრზენია გავს თუ ცა მოდრკა ქუეყანად შეყრილან ორნი მზენია

1408. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა ძროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი მხავსისა შეიქნა ძღვნობა ძღვენისა მათისა შესამგავსისა მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა გავსისა

1409. იაგუნდისა ჯამები იყუის ლალისა ჭიქები კულავ უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო უცხო სიქები მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები მჭვრეტელო გულსა ეტყოდი ნუ აიხსნები იქ ები

1410. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით ისმოდის ჴმა წინწილისა შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბადახშისა თლილისა მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის მსგავსი მილისა ბინდით ცისკრამდის სმა იყო გარდაჰჴდა ჟამი დილისა

1411. არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი მოდიოდა მარგალიტი მოფანტული მონაყარი გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი

1412. იხარებს მეფე არაბთა კვლავ პურობს არ ღაფალია ტარიელს უთხრა შენი მზე საჭურეტლად სატურფალია მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია ჴამს ყურსა გვეგდოს საყურლად ჩუენ თქუენი ნატერფალია

1413. აწ მეფეო არ ეგების ჩვენი სხდომა თქუენად სწორად საჴელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად ქუემოდ დასხნა ავთანდილ და მისი ცოლი მათად სწორად პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან იდვის გორად

1414. არაბთა მეფე იქცევის იქს ოდენ მასპინძლობასა ზოგჯერ მას იჴმობს ზოგჯერ მას არ იტყუის ჴელმწიფობასა გასცემს და უქებს ყოველნი უხობა იეფობასა ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს ჩვეული ვით მეფობასა

1415. მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ჰინდოთა ქალისა სიყუარული და ჩუქება ვით სიძისა და სძალისა რომე სძღვნა არა ეგების თქმა არცა ნაათალისა თვითო სკიპტრა და პორფირი არს გვირგვინები თუალისა

1416. კულავ უძღუნა ძღუენი ორთავე მსგავსი მათისა ბედისა ათასი თუალი ნაშობი რომანულისა დედისა კულავ მარგალიტი ათასი მართ ვითა კუერცხი ტრედისა ათასი ცხენი ტაიჭი სიდიდით მსგავსი ქედისა

1417. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავშედგმული ცხრა ტაიჭი ძვირფასისა უნაგრითა შეკაზმული ინდოთ მეფე თაყუანისცემს ლაღი ბრძენი არ მახმული მადლი ჰკადრა ფხიზელურად თუცა იყო ღვინო სმული

1418. რას ვაგრძელებდე გარდაჴდეს დღენი ერთისა თუისანი თამაშობდიან არ იყუნეს ყოლ არ გაყრანი სმისანი ტარიელს სძღუნიან უცხონი თუალნი ლალისა ქუისანი მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი

1419. ტარიელ ჰგუანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოელად ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოელად შესთვალა შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოელად მტერთა აქუს ჩემი სამეფო ვიცი მუნ შიგან მძოველად

1420. უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან ჴელოვნებამან ვეჭუ მოქცეს თქუენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან წავიდე ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან ადრე კულავ გნახნე მორჭმულნი ინებოს ღმრთისა ნებამან

1421. როსტევანს ეთქუა მეფეო რად ხართ რასაცა რიდითა რაცა გიჯობდეს იქმოდით გასჭურეტდით გაიცდიდითა ავთანდილ თანა წამოგყუე სწადით ლაშქრითა დიდითა თქუენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით დაცასჭრიდითა

1422. ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყუები ორები მან უთხრა ეგრე ნუ უბნობ შეცევ ბროლისა ყორები ახალ შეყრილსა მთვარესა მზეო ვით მოეშორები ავთანდილ უთხრა მაგითა შენგან არ მოვიღორები

1423. არ დია გინდა დამაგდო წახვიდე ჩემად მზრახავად ცოლი უყუარსო გამწირა» იყო ამისად მსახავად მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მე ვაგლახავად კაცსა მოყურისა გაწირვა ახ მოუხდების ახ ავად